ჩემპიონატი დასრულდა, მხოლოდ ერთი გრანდი გავარდა
ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურისთვის ინტრიგა ცხრილის ქვედა ნაწილშიღა იყო დარჩენილი და ის ბოლო წამებამდე შენარჩუნდა. უკვე გავარდნილ "კრისიუმასა" და "ბოტაფოგოს" კიდევ ორი გუნდი უნდა შეერთებოდა, კანდიდატი კი სამი იყო - "პალმეირასი", "ვიტორია" და "ბაია".

"პალმეირასმა" არცთუ დიდი ხნის წინ ჭამა სირცხვილი, როდესაც დაქვეითდა და ახლაც იგივე ემუქრებოდა, გუნდი ბოლო ტურს მიჯრით 5 წაგებით შეხვდა და მარცხდებოდა "ატლეტიკო პარანაენსესთანაც", მაგრამ "მწვანეებს" მათმა ლიდერმა და გოლეადორმა ენრიკემ უშველა და გაათანაბრა. თუმცა, ვერც ენრიკე და ვერც ვერავინ სხვა ვერ უშველიდა მათ, კონკურენტს რომ ეყოჩაღა. "პალმეირასმა" ბეწვის ხიდზე გაიარა და ძალიან გაუმართლა, რომ გავარდნას გადაურჩა.

საქმე ის არის, რომ "ვიტორიასა" და "სანტოსის" შეხვედრაში ბოლო წამებამდე 0:0 იყო. მასპინძლების ერთი გოლი კი მათ ადგილს შეუნარჩუნებდა და "პალმეირასი" გავარდებოდა. გოლი გავიდა, 94-ე წუთზე, მაგრამ "ვიტორიას" კარში, წინგაქცეულ სალვადორელებს ტიაგო რიბეირომ გაუტანა და სანტოსელებმა არაფრისმომცემი 3 ქულა მოიპოვეს.

"ვიტორიას" მიჰყვა ასევე სალვადორული "ბაია", რომელიც 2:0-ს კი უგებდა "კურიტიბას", მაგრამ საბოლოოდ წააგო. გადამწყვეტი 85-ე წუთზე გაშვებული ბურთი გახლდათ, "ბაია" გატყდა და ბოლოს მესამე ბურთიც მიიღო. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონია, რადგან "ბაიას" რომც მოეგო და ქულებით "პალმეირასს" გათანაბრებოდა, მაინც გავარდებოდა, რადგან "მწვანეებს" ერთი მატჩით მეტი გამოსდიოდათ მოგებული, რაც ბრაზილიაში თანაბარქულიანობისას პირველი კრიტერიუმია.

ბარემ ვთქვათ ისიც, რომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს "ჟოინვილმა", "პონტე პრეტამ", რაც მთავარია, "ვასკო და გამამ" და "ავაიმ", რომელსაც ბევრი ეცილებოდა, მაგრამ "ავაიმ" ბოლო ტურის მატჩი სწორედ "ვასკო და გამასთან" მოიგო და მე-4 ადგილი შეინარჩუნა.

სერია A-ს თუ დავუბრუნდებით, ვიტყვით, რომ ზედიზედ ორგზის ჩემპიონმა "კრუზეირომ" მოგებით დაასრულა პირველობა. მარსელო ოლივეირას გუნდი "ფლუმინენსესთან" აგებდა, მაგრამ მატჩი მოაბრუნა. კიდევ ერთი საგოლე პასი გააკეთა ევერტონ რიბეირომ, რომელიც 11 გადაცემით, ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტად მოგვევლინა. ხოლო "ფლუს" მხრიდან გოლი ფრედმა შეაგდო და 18 ბურთით ბომბარდირი გახდა. მან ორით გაასწრო უახლოეს მდევარს, "პალმეირასის" ენრიკეს. სწორედ ამის მერე მოდიან "კრუზეიროს" ფორვარდები 15-15 გოლით - რიკარდო გულარტი და მარსელო მორენო.

"სან პაულუს" მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა და "რესიფესთან" წააგო, ხოლო "ინტერნასიონალმა" "ფიგეირენსესთან" საგარეო გამარჯვებით გაინაღდა მესამე პოზიცია და "კორინთიანსი", რომელმაც "კრისიუმას" აჯობა, მეოთხეზე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ "კორინთიანსს" ლიბერტადორესის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში და არა პირდაპირ ფინალურ ეტაპზე.

საინტერესოა, რომ "ფიგეირენსე"-"ინტერნასიონალის" მატჩში არბიტრმა მარიელსონ ალვეშ სილვამ ფეხბურთელებს 5 წითელი ბარათი უჩვენა - 3 მასპინძლებს და 2 სტუმრებს. თან 4 აქედან პირდაპირ წითელი ბარათი იყო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და ბოლოსკენ ფეხბურთელებმა იჩხუბეს და იუხეშეს. "ფიგეირენსე" 87-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ უკანასკნელ წუთებში ორი გოლი გაუშვა.

სერია A. ბოლო ტური

კორინთიანსი-კრისიუმა 2:1

გოლები: 1:0 ელიასი (26), 1:1 როჟერი (61), 2:1 ფაბიო სანტოსი (72)

ფიგეირენსე-ინტერნასიონალი 1:2

გოლები: 1:0 პაბლო (50), 1:1 რაფაელ მოურა (87), 1:2 ველინგტონ სილვა (90+5)

გაძევება: ფრანსა (77. ფიგეირენსე), ალან რუშელი (88. ინტერნასიონალი), ნირლეი (90+3. ფიგეირენსე), ველინგტონ პაულისტა (90+3. ინტერნასიონალი), ტიაგო ელენო (90+5. ინტერნასიონალი)

ბოტაფოგო-ატლეტიკო მნ. 0:0

რესიფე-სან პაულუ 1:0

გოლი: 1:0 ჟოელინტონი (4)

პალმეირასი-ატლეტიკო პრ. 1:1

გოლები: 0:1 პოტიგუარი (10), 1:1 ენრიკე (19-პენ.)

კურიტიბა-ბაია 3:2

გოლები: 0:1 ენრიკე (14), 0:2 რომულო (26), 1:2 ზე ედუარდო (35), 2:2 დუდუ (85), 3:2 კეირისონი (90+5)

კრუზეირო-ფლუმინენსე 2:1

გოლები: 0:1 ფრედი (34), 1:1 ნილტონი (45), 2:1 მორენო (59)

ვიტორია-სანტოსი 0:1

გოლი: 0:1 ტიაგო რიბეირო (90+4)

გრემიო-ფლამენგო 1:1

გოლები: 0:1 ლუის ადრიანო (32), 1:1 ლუანი (58)

გაძევება: სეზარი (58. ფლამენგო)

გოიასი-შაპეკოენსე 4:2

გოლები: 1:0 ერიკი (15), 1:1 აბუდა (28), 2:1 ველინტონი (41), 3:1 დავიდი (60), 3:2 ბრუნო რანხელი (64), 4:2 ერიკი (90)

თ მ ფ წ ბ ქ

1. კრუზეირო 38 24 8 6 67-38 80

2. სან პაულუ 38 20 10 8 59-40 70

3. ინტერნასიონალი 38 21 6 11 53-41 69

4. კორინთიანსი 38 19 12 7 49-31 69

5. ატლეტიკო მნ. 38 17 11 10 51-38 62

6. ფლუმინენსე 38 17 10 11 61-42 61

7. გრემიო 38 17 10 11 36-24 61

8. ატლეტიკო პრ. 38 15 9 14 43-42 54

9. სანტოსი 38 15 8 15 42-35 53

10. ფლამენგო 38 14 10 14 46-47 52

11. რესიფე 38 14 10 14 36-46 52

12. გოიასი 38 13 8 17 38-40 47

13. ფიგეირენსე 38 13 8 17 37-47 47

14. კურიტიბა 38 12 11 15 42-45 47

15. შაპეკოენსე 38 11 10 17 39-44 43

16. პალმეირასი 38 11 7 20 34-59 40

17. ვიტორია 38 10 8 20 37-54 38

18. ბაია 38 9 10 19 31-43 37

19. ბოტაფოგო 38 9 7 22 31-48 34

20. კრისიუმა 38 7 11 20 28-56 32

ბომბარდირები:

18 - ფრედი (ფლუმინენსე)

16 - ენრიკე (პალმეირასი)

15 - რიკარდო გულარტი (კრუზეირო)

15 - მარსელო მორენო (კრუზეირო)

14 - ერნან ბარკოსი (გრემიო)

მეპასეები:

11 - ევერტონ რიბეირო (კრუზეირო)

9 - დარიო კონკა (ფლუმინენსე)

9 - ანდრეს დ’ასლესანდრო (ინტერნასიონალი)

9 - ხესუს ალბერტო დატოლო (ატლეტიკო მინეირო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
კაზუსი - ზაბარნიმ სუპერთასის სურათიდან საფონოვი "გააქრო"
ღმერთმა გვიმრავლოს - ლა ლიგაში უკვე მინიმუმ ოთხი ლეგიონერი გვყავს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Sport: "ბარსასთვის" ალვარესი პრიორიტეტია, მიქაუტაძე რეალური ალტერნატივა
"მანჩესტერ სიტი" რეინდერსის არაბეთში გაყიდვაზე თანახმაა
"დაგვტოვებს თუ არა ბარკოლა?" - ალ-ხელაიფიმ ფრანგზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
ოფიციალურად: ჩავი ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელია
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას ბრწყინვალე გოლი - პსჟ-მ სეზონი სუპერთასის მოგებით დაიწყო
სამედიცინო შემოწმება გავლილია - წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
[VIDEO] თავის სტილში - ხვიჩა კვარაცხელიამ "ასტონ ვილას" გაუტანა
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ბრაზილია. სერია A. XXXVII ტური: ინტრიგა ფსკერზეა, "ბოტაფოგო" გავარდა
ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელი 200-მეტრიან ხრამში გადავარდა
სოლსკიაერი: მეგონა, ეს ფეხბურთელი ჩემს სიცოცხლეში გოლს ვერ გაიტანდა
ბრაზილიელი უკრაინიდან - "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი
"მანჩესტერ სიტი" ხოჭოლავას თანაგუნდელში 50.5 მილიონს იხდის, "შახტარი" უარსაა
უგო ლორისის ბრწყინვალე სეივების მიუხედავად, "იუნაიტედმა" "ტოტენჰემი" დაამარცხა [VIDEO]
ბრაზილია. სერია A. XXXVI ტური: "კრუზეირო" ოთხგზის ჩემპიონია
ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: "სან პაულუს" ტკბილი ლუკმა
ბრაზილია. სერია A. XXXV ტური: "კრუზეირო", ისევ ტიტული?
მანჩესტერული კლუბები ფრედის შესაძენად იბრძოლებენ
ბოლივია-პერუ 1:3 - ხოსე გერეროს ჰეთ-თრიქით
ლუიშ ფელიპე სკოლარის სიურპრიზები ბრაზილიის ნაკრებში
ბრაზილია. სერია A. XV ტური: წაუგებელი და მოუგებელი სერიები
ფრედი: მინდა ვნახო შფოთვა, აურზაური და მოტირალი მესი
ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი. II ტური: მასპინძლების დომინაცია
ᓑᓠᓐᕖᓘᓚᓘᓐ. ᓡᓔᓠᓘᓐ A. IX ᓢᓣᓠᓘ: "ᓙᓠᓣᓖᓔᓘᓠᓝ" ᓘᓡᓔᓕ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘᓐ