"მილუოკის" ოფიციალურ საიტზე ქართველი ცენტრის საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა
მიმდინარე სეზონში "მილუოკი ბაქსის" ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კალათბურთელია ზაზა ფაჩულია, რომელიც საშუალოდ 6.5 ქულასა და 5.4 მოხსნას აგროვებს.

მის შესახებ "მილუოკის" ოფიციალურ საიტზე მეტად საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა სათაურით: "ტრანსკონტინენტური კაცი". არც ქვესათაურია ნაკლები: "ფაჩულია ფართო თვალსაწიერით პროგრესისკენ".

"იანის ანტეტეკუნმპომ ამ ზაფხულს საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მისმა გუნდმა შეჯიბრება 5 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულა. იანისი ერთადერთი მილუოკელი როდი იყო, ეროვნულ ნაკრებში რომ გამოდიოდა - ზაზა ფაჩულიაც ოკეანის გაღმა გახლდათ და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებს ატარებდა.

მისმა გუნდმა ექვსიდან 4 შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ზაზა ყოველ ზაფხულს სამშობლოში მიემგზავრება და საქართველოს ნაკრებს წარმატებების მიღწევაში ეხმარება.

ცნობისთვის: საქართველო აზიასა და ევროპას შორის მდებარე პატარა სახელმწიფოა, რომელსაც დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა, აღმოსავლეთიდან - აზერბაიჯანი, ჩრდილოეთიდან - რუსეთი, ხოლო სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი. ქართველებმა ზაზას წინამძღოლობით ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

- დიდებული ზაფხული იყო, შეიძლება, საუკეთესო ჩემს კარიერაში, - ამბობს ფაჩულია, - რთული მატჩები გვქონდა, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ევრობასკეტის საგზური მივიღეთ. ჩვენი პირველი ადგილი კიდევ უფრო დასაფასებელი იმიტომაცაა, რომ სამი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა.

ზაზა ფაჩულია ამ გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა, მას ხომ "მილუოკი ბაქსთან" 2013-14 წლებში მეტად წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. გუნდის გამოსვლას ვგულისხმობთ ("ბაქსმა" 15 მატჩი მოიგო და 67 წააგო), თორემ ინდივიდუალური სტატისტიკა ნამდვილად არ დაეწუნებოდა.

ქართველი ცენტრი NBA-ში გატარებულ მე-11 სეზონში საშუალოდ 7.6 ქულასა და 6.3 მოხსნას აგროვებდა. კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა შედეგიან გადაცემებში - 2.6.

- გასული სეზონი ჩემთვის ნაადრევად დასრულდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, ჩემი გუნდი პლეი ოფში რომ ვერ გავიდა. გულდასაწყვეტი ამბავი იყო, არადა, სეზონის დაწყების წინ მეტად ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილნი. როცა პლეი ოფს ერთხელ გაუსინჯავ გემოს, რთულია სეზონის ისე დასრულება, პლეი ოფის მეტად ინტენსიურ, ემოციურ მატჩებში რომ არ ითამაშო.

"მილუოკიდან" ნაკრებში დაბრუნებული ფაჩულიას ემოციური ფონი სრულიად საპირისპიროდ შეიცვალა:

- როცა სეზონის განმავლობაში თამაშს თამაშზე აგებ, ეს განწყობაზეც მოქმედებს. მჭირდებოდა ერთგვარი რეაბილიტაცია, რაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შევძელი. აი, რატომაც ვამბობ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი მქონდა-მეთქი.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ფაჩულიამ დაუღალავი მშრომელის და სამაგალითო თანაგუნდელის სახელი დაიგდო. იგი ზაფხულისთვისაც საგანგებოდ ემზადებოდა...

- წვრთნას ნაკრების შეკრების დაწყებამდე შევუდექი. გუნდი რომ შეიკრიბა, მეც დროულად გამოვცხადდი და ევროპული ტიპის წვრთნა გავიარეთ - დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. თამაშების დაწყების შემდეგ ბევრს ვმოგზაურობდით და როგორც გუნდის ლიდერი, 30-35 წუთს ვთამაშობდი.

ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. ასეთ დროს თითქოს წონაში ვიკლებდი, მუხლებზე ნაკლებ სიმძიმეს ვგრძნობდი და გაცილებით მსუბუქადაც ვმოძრაობდი.

მან შესარჩევი ეტაპი ჩეხეთთან ჩაგდებული 19 ქულით გახსნა. ის შეხვედრა ქართველებმა 73:62 მოიგეს. ასევე 19 ქულა ჰქონდა უნგრეთში 73:74 წაგებულ შეხვედრაში, ხოლო პორტუგალიაში 25 ქულამდე ავიდა. ის მატჩი მისმა გუნდმა ოვერტაიმში 91:90 მოიგო.

შესარჩევი ეტაპის მეორე წრის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში ჩაატარა, 67:86 დამარცხდა. ზაზამ 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ამას მოჰყვა ორი საშინაო გამარჯვება - ჯერ უნგრეთთან (79:59), შემდეგ პორტუგალიასთან - 71:59. პირველ შეხვედრაში ფაჩულიას 17 ქულა ჰქონდა, მეორეში - 19 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი.

ქართველი ცენტრი "ბაქსში" მიმდინარე მოვლენებს საქართველოდან ადევნებდა თვალს.

- ევროპიდან "ბაქსის" ამბებს რეგულარულად ვეცნობოდი. ვიცოდი, ახალი მწვრთნელის მოსვლას ახალი სათამაშო სტილი მოჰყვებოდა, თუმცა იმედი მქონდა, რომ შარშანდელზე უკეთეს შედეგს ვუჩვენებდით.

ოქტომბერში ზაზა ფაჩულია "მილუოკის" ვარჯიშებზე რომ გამოცხადდა, გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული დახვდა. ყველაზე ასაკოვანი სწორედ ქართველი იყო, სამი თინეიჯერი - იანის ანტეტეკუნმპო, ჯაბარი პარკერი და დამიენ ინგლისი.

თუ ვინმე დაეხმარა ახალგაზრდებს გუნდთან ადაპტაციაში, ეს უმთავრესად ზაზა ფაჩულია იყო.

სხვათა შორის, იგი NBA-ში მათზე ახალგაზრდა მოხვდა, საქართველო 14 წლისამ დატოვა, ვარჯიში თურქეთში განაგრძო და ამერიკაში სწორედ სტამბულიდან ჩამოვიდა.

მაშინ, როცა ფაჩულია საკალათბურთო ვარჯიშების სწავლასთან შეთავსებას ცდილობდა, საქართველოში მამა გარდაეცვალა. იგი სამშობლოში, დედასთან, დეიდასთან და ბებიასთან დაბრუნებაზე დაფიქრდა, მაგრამ დედამ გადააფიქრებინა, რადგან კარგად ესმოდა, რომ კარიერული წინსვლისთვის ზაზას თურქულ კლუბში ვარჯიში სჭირდებოდა.

- პატარაობაში თითქმის ყოველთვის უფროსებთან მიწევდა თამაში, რადგან ფიზიკურად არავისზე ნაკლები არ ვიყავი, არც რამეს ვუთმობდი და ბევრ შრომას შედეგიც მოჰქონდა - დღითიდღე თამაშს ვაუმჯობესებდი.

ეს თურქული "ულქერის" ხელმძღვანელობასაც მოსწონდა და მალევე გადამიყვანა პირველ გუნდში.

"ულქერში" ახალგაზრდა ქართველს გამოცდილი ამერიკელები დახვდნენ, ჯოზეფ ბლერი და ქადრე ლოლისი. როგორც თავად ფაჩულია ამბობს, მათთან ვარჯიში დიდი გამოცდილება იყო.

- დიდებული თანაგუნდელები მყავდა. ისინი ძალისმიერ კალათბურთს თამაშობდნენ, სწორედ ისეთს, როგორსაც NBA-ში. ეს ძალიან დამეხმარა საკუთარ თავზე მუშაობისას. მათაც ესმოდათ, რომ ერთ დღეს მეც ამერიკაში მოვხვდებოდი და ყოველმხრივ გვერდში მედგნენ, მეხმარებოდნენ, NBA-სთვის მამზადებდნენ.

ზაზამ მართლაც მოაშურა ამერიკას და გასულ სეზონში NBA-ში 5000-ქულიან და 4000-მოხსნიან მაჩვენებელს მიაღწია. ასევე, გადააბიჯა 700-მატჩიან ბარიერს. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი გამოცდილების ვეტერანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ახალგაზრდებისთვის მისაბაძი რომ არის.

- "მილუოკიში" კარგი შემადგენლობაა თავმოყრილი. გვყავს ტალანტები, რომლებსაც NBA-ში ნათელი მომავალი ელით. მთავარია, ისევე განაგრძონ, როგორც ახლა ვარჯიშობენ. "ბაქსის" სათავეში შესანიშნავი მწვრთნელთა შტაბიცაა. უნდა მოვუსმინოთ და მათთან ერთად წინ ვიაროთ. მეტად სასიამოვნოა ასეთ ორგანიზაციაში მუშაობა.

მიმდინარე სეზონში 212 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი საშუალოდ 20.7 წუთში 6.5 ქულას, 5.4 მოხსნას, 1.6 პასსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებს. მისი დიდი წვლილიცაა, სეზონის საწყის 22 მატჩში "მილუოკის" 11 მოგება რომ აქვს. სეზონის საუკეთესო შეხვედრა ფაჩულიამ "ნიუ იორკ ნიქსთან" ჩაატარა - 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. მისმა "ბაქსმა" 117:113 გაიმარჯვა.

- გუნდის ნაწილი ვარ. ვცდილობ, ყოველმხრივ დავეხმარო, თანაგუნდელებს საკუთარი გამოცდილება გადავცე, მე ხომ გუნდში ყველაზე ასაკოვანი ვარ. თუმცა წლებს ნამდვილად არ ვუყურებ, ვცდილობ კვლავაც განვვითარდე, ისევე, როგორც სხვა ახალგაზრდა კალათბურთელები. ჩემი ამოცანაა, ბიჭებს სწორი გზით სიარულში დავეხმარო.

სწორედ ასეთი გზით მიაბიჯებს ზაზა NBA-ში და მსოფლიოს გარშემო..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chiko
5 წელი კიდე ულიდერე საქართველოს ნაკრებს მერე იმედია წამოვა კარგი თაობა.
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ