კობი ბრაიანტს მაიკლ ჯორდანამდე 30 ქულა აშორებს
ბოლო წაგება "კავალარისტებს" 22 ნოემბერს სწორედ ტორონტოში ჰქონდათ, რის შემდეგაც ლებრონ ჯეიმსმა მისცა ცნობილი ინტერვიუ, რომელშიც თავის გუნდს "სუსტი" უწოდა. იქიდან მოყოლებული, "კლივლენდმა" ზედიზედ რვა გამარჯვება გაიფორმა, გუშინ კი კანადური კლუბისთვის რევანშის აღების შანსი არ გაუშვა ხელიდან.

თუმცა ამის გაკეთება იოლი არ ყოფილა. პირველ სამ მეოთხედში "ტორონტო" ფლობდა უპირატესობას, რაც, ტრადიციულად, დუეინ კეისის შეგირდების გამარჯვებას ნიშნავს. მესამე 12-წუთეულის მსვლელობისას სხვაობა 14 ქულას აღწევდა "რეპტორზის" სასარგებლოდ, მაგრამ მეოთხედის ბოლოსთვის ლებრონმა და კომპანიამ შეძლო სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება.

ბოლო მეოთხედში "კავალერებს" უკეთესი საბრძოლო განწყობა ჰქონდათ. დევიდ ბლატმა 12 წუთი სათამაშო დრო მისცა რეზერვისტებს - დელავედოვასა და ტომპსონს და სათადარიგოთა სკამზე დასვა მერიონი და ვარეჟაო.

ამ სვლამ გაამართლა - დუეტმა შეტევაში ოთხი მოხსნა აიღო და მეორე ტემპით მოპოვებულმა ქულებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გამარჯვებულის გამოვლენაში. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს ლებრონ ჯეიმსმა სამქულიანი ჩააგდო და სამი ქულით გაიყვანა წინ თავისი გუნდი.

"ტორონტოს" 48 წამი რჩებოდა პასუხის გასაცემად. ტრადიციულად, კანადელებმა ფარქვეშ გზა გაუხსნეს გამთამაშებელ ლაურის, მაგრამ მას კარგად დაუხვდა ტომპსონი. ამიტომაც ტორონტოელს რთული ტყორცნის შესრულება მოუწია, რომელიც მიზანს ასცდა.

აქამდე "რეპტორზს" ზედიზედ 39 მატჩი ჰქონდა მოგებული, როცა სამი მეოთხედის შემდეგ ლიდერობდა შეხვედრას. და გუშინ ეს სერია შეწყდა.

კლივლენდი-ტორონტო 105:101

26:33, 29:30, 26:25, 24:13

კ: ჯეიმსი (35), უეიტერსი (18), ლავი (17+9 მოხსნა), ირვინგი (13+10 პასი).

ტ: ვალანჩუნასი (18+15 მოხსნა), როსი (18), ლაური (16+14 პასი), ჯ. ჯონსონი (12), პატერსონი (12), ა. ჯონსონი (10).

ამ მატჩში ლამარკუს ოლდრიჯმა საკუთარი სახელი ჩაწერა "პორტლენდის" ისტორიაში - ფორვარდი კლუბის მეორე ბომბარდირი გახდა. თან ლამარკუსი "ბლეიზერსს" ზედიზედ მეხუთე მატჩის მოგებაში დაეხმარა. თავის მხრივ, "დეტროიტმა" ზედიზედ მე-13 შეხვედრა წააგო.

ოლდრიჯის ანგარიშზე 11 347 ქულაა. მან ტერი პორტერს გაუსწრო და მხოლოდ ლეგენდარულ კლაიდ დრექსლერს ჩამორჩება, რომელმაც "პორტლენდში" თამაშისას 18 040 ქულას მოუყარა თავი.

დეტროიტი-პორტლენდი 86:98

22:33, 24:22, 16:21, 24:22

დ: მონრო (22+10 მოხსნა), ბატლერი (13+7 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (11), დრამონდი (10+15 მოხსნა), სმიტი (10).

პ: ოლდრიჯი (23+11 მოხსნა), მეტიუზი (19+5 პასი), ლილარდი (14+6 პასი), კამანი (14), ლოპესი (6+11 მოხსნა).

"დალასმა" 40 ცდიდან 18 სამქულიანი მოათავსა "მემფისის" კალათში და მაინც წააგო გასვლითი მატჩი დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ წაუვიდათ თამაში "მავერიქსის" ლიდერებს - მონტა ელისსა და დირკ ნოვიცკის: პირველმა 11-დან მხოლოდ ერთი ტყორცნა ჩააგდო, მეორემ - 17-დან ოთხი.

მემფისი-დალასი 114:105

34:37, 22:25, 36:17, 22:26

მ: მ. გასოლი (30+6 პასი), კონლი (22), რენდოლფი (17+13 მოხსნა), ალენი (13), პრინსი (11+7 მოხსნა), უდრიხი (10).

დ: პარსონსი (30+7 მოხსნა), ნელსონი (18), ბარეა (17), კრაუდერი (13+6 მოხსნა), ნოვიცკი (11+6 მოხსნა).

დღის ყველაზე მოულოდნელი შედეგი სოლტ-ლეიკ-სიტიში დაფიქსირდა. "იუტა" ცხრამატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა ჩემპიონთან მატჩს და სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია. ძალიან ემოციური იყო "სპურსის" დამრიგებელი გრეგ პოპოვიჩი, რომელმაც იმდენი უყვირა მსაჯებს, რომ მესამე მეოთხედის შემდეგ გასახდელში მიაბრძანეს.

მთავარი მწვრთნელის გარეშე "სან ანტონიო" ერთ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ ლოკალური წარმატების განვრცობა ვერ შეძლო. ტექსასელების მთავარი პრობლემა დაცვაში თამაში ("იუტას" 50-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა) და ბევრი აცილებული სამქულიანი (20-დან მხოლოდ ოთხი ჩააგდო) იყო. და კიდევ, ტრავმის გამო "სპურსს" ვერ ეხმარებოდა გამთამაშებელი ტონი პარკერი.

იუტა-სან ანტონიო 100:96

21:22, 23:21, 34:29, 22:24

ი: ფეივორსი (21+8 მოხსნა), ჰეივორდი (20+7 მოხსნა), ბერკსი (14), კანტერი (12+15 მოხსნა).

ს-ა: დანკანი (23+14 მოხსნა+4 დაფარება+3 ჩაჭრა), ლეონარდი (16+5 პასი+5 ჩაჭრა), გრინი (13), ბელინელი (13), ჯინობილი (10+8 პასი).

"ლეიკერსი" კვლავ კობი ბრაიანტის წყალობით გავიდა ფონს და გამარჯვებული გამოვიდა კალიფორნიულ დერბიში. ლეგენდარულმა მცველმა 32 ქულა დააგროვა და ახლა 30 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ დაეწიოს მაიკლ ჯორდანს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში.

თეორიულად, კობის ამის გაკეთება უკვე შაბათს, მომდევნო მატჩში შეუძლია, რომელშიც "ლეიკერსი" "სან ანტონიოს" შეხვდება. ეს მატჩი აშშ-ის ეროვნული ტელევიზიით გადაიცემა. გუშინ კი ბრაიანტმა 32-დან 21 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო. მათ შორის იყო ორი საჯარიმო, რომლითაც გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.

ლეიკერსი-საკრამენტო 98:95

24:29, 22:26, 32:26, 20:14

ლ: ბრაიანტი (32+6 პასი), ბუზერი (15+9 მოხსნა), იანგი (12), დევისი (11+6 მოხსნა), ჯონსონი (10+7 მოხსნა).

ს: კოლისონი (26+6 პასი), გეი (23+5 პასი), მაკლემორი (15), ევანსი (8+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ნიუ იორკი 104:93

28:27, 26:25, 23:21, 27:20

ნ-ო: ევანსი (27+6 პასი), დევისი (18+8 მოხსნა+3 დაფარება), აშიქი (16+14 მოხსნა), ჰოლიდეი (13+7 პასი+6 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (26+5 დაფარება), ენტონი (17+8 მოხსნა), სმიტი (17+5 პასი).

ფინიქსი-მაიამი 97:103

25:28, 26:18, 21:27, 25:30

ფ: მარკუს მორისი (25), გრინი (19), მარკიფ მორისი (17), დრაგიჩი (16).

მ: ბოში (34+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), დენგი (23), უეიდი (16+6 მოხსნა+5 პასი), მაკრობერტსი (10+7 პასი), კოული (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა