როგორც ჩანს, ფერნანდო ალონსოს დიდად არ ხიბლავს ბრიტანული საჯინიბოს ვარიანტი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ესპანელ ფერნანდო ალონსოს შესაძლებლობა ექნება, ვადაზე ადრე გაწყვიტოს კონტრაქტი ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენთან".

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ესპანელი ვერ მიიღებს კონკურენტუნარიან მანქანას, რომლითაც რბოლებში გამარჯვების საშუალება ექნება. ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი "მარკა", იტალიურ გამოცემა "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით. როგორც იცით, "მაკლარენის" ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია შემადგენლობა 2015 წლის სეზონისთვის, იმ დროს, როცა "ფერარიმ" 20 ნოემბერს ოფიციალურად გამოაცხადა ალონსოს "სკუდერიადან" წასვლის შესახებ.

იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ ალონსომ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს ბრიტანულ საჯინიბოსთან კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. თუმცა წყარო იუწყება, რომ მოლაპარაკებების დროს ალონსომ მოითხოვა, ხელშეკრულებაში ჩაედოთ პუნქტი, რომლის ძალითაც კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა ექნება იმ შემთხვევაში, თუ "მაკლარენი" და გუნდისთვის ძრავების ახალი მიმწოდებელი "ჰონდა" კონკურენტუნარიანები არ იქნებიან.

ალონსოს ორჭოფობა გასაგებია. ესპანელი ძალიან შეაშფოთა აბუ დაბიში გამართულმა ტესტებმა, როცა "ჰონდას" ძრავებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთი სწრაფი წრის გავლაც ვერ მოახერხა.

ამასობაში, გერმანული Auto Motor und Sport-ი ამტკიცებს, რომ ამგვარი სირთულეების გამო ალონსომ, შესაძლოა, სრულად გამოტოვოს 2015 წლის სეზონი. ესპანელს იმედი აქვს, რომ 2016 წელს "მერსედესს" შეუერთდება, თუმცა საჩემპიონო გუნდში უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ სურთ ამჟამინდელი შემადგენლობის შენარჩუნება.

თუ ალონსო მაინც გამოტოვებს 2015 წლის სეზონს, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანელ ნიკო ჰიულკენბერგთან ერთად "პორშეს" მანქანით "ლე მანის 24-საათიან რბოლაში" მიიღოს მონაწილეობა. ჭორების თანახმად, ფერნანდოს უკვე აქვს მიღწეული წინასწარი შეთანხმება გერმანულ გუნდთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა