"ლივერპულმა" "ბაზელს" გადამწყვეტ მატჩში ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა
"ლივერპულმა" "ბაზელს" გადამწყვეტ მატჩში ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.

"ენფილდის" ბინადრებს სტივენ ჯერარდის ულამაზესი ჯარიმა არ ეყოთ.

დაახლოებით 10 წლის წინ სწორედ სტივენ ჯერარდმა გაიტანა მატჩის მიწურულს გოლი "ოლიმპიაკოსის" კარში და მაშინ "ენფილდის" ბინადრები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, მაგრამ ამჯერად, იმ წუთისთვის უკვე 10 კაცით მყოფმა "ლივერპულმა" შვეიცარიული გუნდი მეორედ ვეღარ დაამწუხრა და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელები ევროპალიგაზე გადავლენ.

რასაკვირველია, "ლივერპულის" ფანები უკმაყოფილონი არიან. მათმა საყვარელმა გუნდმა ჯგუფში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ისიც დიდი გაჭირვებით - "ლუდოგორეცთან" საკუთარ კედლებში, ბოლო წამებზე.

"უკეთ უნდა გვეთამაშა. საკმარისად კარგები არ ვიყავით იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. ახლა სხვა შეჯიბრებებზე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. გასამართლებელი საბუთი არ გვაქვს, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ დაგვიმსახურებია" - განაცხადა ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.

საუბრები იმის შესახებ, რომ "ენფილდის" ბინადრებმა შესაძლოა თავკაცი გამოიცვალონ, ამის მერე უფრო გახშირდება. თუმცა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ხელმძღვანელობა ჩრდილოირლანდიელს ნდობას უცხადებს.

"საკმარისი დრო გვქონდა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოგვესწორებინა და ქულების საჭირო ოდენობა მოგვეგროვებინა. თუმცა გადამწყვეტი "ბაზელთან" საგარეო მატჩი გახლდათ, რომელიც ცუდად ჩავატარეთ და წავაგეთ. თუ გასვლა გინდა, ქულები უნდა დააგროვო. ჯგუფური ეტაპის დაძლევა მართლაც ძალიან გვსურდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. უნდა გვახსოვდეს, საიდან დავიწყეთ ჩვენი თავგადასავალი და რამდენი რამ მოვასწარით დროის მოკლე მონაკვეთში, დიდი გზა გავიარეთ სწრაფად.

როდესაც ადგილი წარუმატებლობას აქვს, ყველა გაკრიტიკებს. წინა სეზონიდან გამომდინარე, მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ ეს ახალი გუნდია და ბევრი რამ შეიცვალა. ფაქტია ის, რომ თამაში უნდა გამოვასწოროთ. ახლა ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და სიტუაციას გავაანალიზებთ" - აღნიშნა როჯერსმა.

"ლივერპულის" მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაართულა იმანაც, რომ 0:1-ზე გუნდს ლაზარ მარკოვიჩი გაუძევეს, რომელსაც იდეაში, შეტევაში უნდა გაეუმჯობესებინა თამაში. ახალგაზრდა სერბს ბერჰანგ საფარისთან მოუვიდა შელაპარაკება და ამ უკანასკნელმა ეპიზოდი "მხატვრულად" გააფორმა.

"მარკოვიჩის თითი, ალბათ, ოდნავ შეეხო მეტოქის ცხვირს, "ბაზელის" ფეხბურთელს კი ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ ამის გამო სწორედ იგი უნდა გაეძევებინათ. მართლაც დასანანია ის, რაც მოხდა, ლაზარი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მისი იმედი ჩვენც გვქონდა და სამწუხაროა, რომ ასეთი რამ დაემართა" - დასძინა როჯერსმა.

სტივენ ჯერარდი: "ჩვენ ამ მატჩის გამო არ ჩავრჩენილვართ ჯგუფში. მთლიანობაში გამოვიყურებოდით ცუდად. "ბაზელთან" გასვლაზე ვითამაშეთ ცუდად და ბულგარეთში "ლუდოგორეცისგან" მივიღეთ სულელური გოლი. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა 6 მატჩის მერე წყდება და ჯამში, ჩვენ გასვლა არ დაგვიმსახურებია".

ბაზელის ირონია

შვეიცარიული "ბაზელი" ბოლო წლებში ინგლისური გუნდების რისხვად იქცა. ამ გუნდმა პრემიერლიგის გრანდების გამწარება "მანჩესტერ იუნაიტედით" დაიწყო, 2012/13 წლების სეზონში "ტოტენჰემი" გამოთიშა ევროპალიგას, ხოლო გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ მოუგო "ჩელსის". ახლა კი "ბაზელმა" მერსისაიდელები ჩატოვა ჯგუფში, შვეიცარიელების მორიგი ინგლისური მსხვერპლი "ლივერპული" გახდა.

ეს წარმატება შვეიცარიელებმა თამამად აღნიშნეს, მათ შორის, ექსლივერპულელმა ფილიპ დეგენმა. საფეხბურთო სამყარო მოიარა გასახდელში გადაღებულმა ჯგუფურმა სურათმა და ასევე, კლუბის "ინსტაგრამზე" სახალისო კარიკატურა გამოქვეყნდა, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, შვეიცარიული მხარის თქმით, გასაბრაზებელი არაფერია და ეს უბრალო ხუმრობაა, რომელზედაც ყველამ უნდა გავიღიმოთ, ვინმეს უპატივცემულობა არც გვიფიქრიაო.

კარიკატურაზე თავბრუდახვეულ "ლივერპულის" ფეხბურთელს ერთი მხრიდან "ჩელსის" მოთამაშე, ხოლო მეორე მხრიდან "ტოტენჰემისა" ამოსდგომია და მიაცილებენ. თავზე კი სურათს აწერია - "შენ არასოდეს იქნები მარტო" - ეს კი, მოგეხსენებათ, "ლივერპულის" დევიზია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიაზი
ბრენდან როჯერსის სიტყვები წერია მანდ, საფარიმ გააფორმა, როჯერსმა თქვა მარკოვიცი გასაძევებელი არ იყოო და მართალიც არის
simartle
ეს ისეთივე გაყიდული თამაში იყო როგორც 2-ჯერ 2 ოთხია. მარკოვიჩმა კიდევ დავალება უნიჭოდ შეასრულა და სრულიად აშკარა გახადა რომ ჩაწყობილი იყო თამაში. და ასე იქნება სულ სანამ მაფიოზა პლატინი და გამოფუნტერებული ბლატერი იქნებიან უეფას და ფიფას სათავეში. პირდაპირ მიდის ფეხბურთის შეზიზღების პოლიტიკა ამ ფულით გაუმაძღარი ბებრების მიერ.
გოგა
ავტორ, თამაში არ გქონია ნანახი და რა სტატიას წერ? რა შელაპარაკება მოუვიდათ მარკოვიჩს და საფარის? სათამაშო ეპიზოდში ხელი გაუქნია სახისკენ და სწორედაც რომ გასაგდები იყო.
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
სიგუა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
"მატჩის შემდეგ მამარდაშვილს ეს ვუთხარი" - დომინიკ სობოსლაი
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია