2015 წელს ფერნანდო ალონსოს პარტნიორი ჯენსონ ბატონი იქნება
გუშინ ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" საკუთარ ბაზაზე პრესკონფერენცია მოაწყო, რომლის დროსაც 2015 წლისთვის შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, გაისად "მაკლარენის" ღირსებას დაიცავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო, რომელმაც წლევანდელი სეზონის შემდეგ დატოვა "ფერარი". მისი თანაგუნდელი იქნება ბრიტანელი ჯენსონ ბატონი. ჯერჯერობით ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა ალონსოს კონტრაქტის ხანგრძლივობა.

რაც შეეხება დანიელ კევინ მაგნუსენს, რომელიც ბატონის პარტნიორი იყო 2014 წელს, მას მესამე პილოტის როლით მოუწევს დაკმაყოფილება.

"ჩვენ ალონსო გარკვეული დროის წინ გავიფორმეთ, მაგრამ არ გვინდოდა ამის გამოცხადება იქამდე, სანამ მისი პარტნიორის საკითხი არ გაირკვეოდა. ფერნანდოსა და ჯენსონს, საერთო ჯამში, ხუთასამდე გრანპრი აქვთ ჩატარებული და 47 მოგებული. დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ ახლა ჩვენ საუკეთესო შემადგენლობა გვყავს ფორმულა 1-ში", - განაცხადა "მაკლარენის" შეფმა რონ დენისმა.

"მაკლარენის" გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ თითქმის სრულად დაკომპლექტდა 2015 წლისთვის გუნდების შემადგენლობები:

მერსედესი

ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი)

ნიკო როსბერგი (გერმანია)

რედ ბული

დანიელ რიკარდო (ავსტრალია)

დანიილ კვიატი (რუსეთი)

უილიამსი

ვალტერი ბოტასი (ფინეთი)

ფელიპე მასა (ბრაზილია)

ფერარი

სებასტიან ფეტელი (გერმანია)

კიმი რაიკონენი (ფინეთი)

ფორს ინდია

ნიკო ჰიულკენბერგი (გერმანია)

სერხიო პერესი (მექსიკა)

მაკლარენი

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)

ტორო როსო

კარლოს საინსი (ესპანეთი)

მაქს ვერსტაპენი (ჰოლანდია)

ლოტუსი

რომენ გროსჟანი (საფრანგეთი)

პასტორ მალდონადო (ვენესუელა)

ზაუბერი

მარკუს ერიქსონი (შვედეთი)

ფელიპე ნასრი (ბრაზილია)

როგორც ცნობილია, 2014 წლის ჩემპიონატის გუნდებიდან რუსულმა "მარუსიამ" შეწყვიტა არსებობა. რაც შეეხება "კატერჰემს", მასაც ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას და ჯერ პილოტების არჩევისთვის არ სცალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ფორმულა 1: კევინ მაგნუსენი გადარჩა
ფორმულა 1: ბატონი ცოლს გაეყარა
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
ფორმულა 1: რონ დენისის ეპოქა დასრულდა
ოფიციალურად: მაგნუსენი "მაკლარენშია"!
ფორმულა 1: მეორე დღე "მაკლარენისაა"
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" დარჩა
ფორმულა 1: "რედ ბული" "მერსედესზე" გადადის
ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფორმულა 1: CNN და "მაკლარენი" დაძმობილდნენ
ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
ᔤ
ფორმულა 1: უსპონსორო ვერცხლისფერი "მაკლარენი"
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომლის გამო ბატონი ცოლს დაშორდა [PHOTO]
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა
ოფიციალურად: მასა "უილიამსშია"