ATP-ის ტურნირების საერთო ჰონორარი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა გაზარდოს საპრიზო ფონდი "ფიუჩერსის" სერიის ტურნირებზე.

"ფედერაცია ATP-თან და WTA-თან ერთად მუშაობს ქვედა კატეგორიის ტურნირებზე საპრიზო ფონდის გასაზრდელად. ეს რთული საკითხია, რადგან ჰონორარების გაზრდა გამოიწვევს ბევრი ტურნირის გაუქმებას, განსაკუთრებით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.

ეს კი ნეგატიურად იმოქმედებს სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გეოგრაფიული თანაფარდობის შენარჩუნებისთვის და არ უნდა დავკარგოთ ტალანტები.

უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ საპრიზო ფონდში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. გვინდა იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს უბრალოდ იმიჯის შენარჩუნებაა", - წერია ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ პრესრელიზში.

მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციამ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში საპრიზო თანხების მნიშვნელოვანი ზრდა დააანონსა.

უკვე 2015 წელის სეზონში ATP-ის ტურნირების საერთო ჰონორარი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, 2018 წლისთვის კი ეს თანხა 135 მილიონი დოლარი იქნება.

ყველაზე დიდი ზრდა მოხდება "მასტერსის" სერიის ტურნირებზე - 14 პროცენტი ოთხი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, უახლოეს დროში დამტკიცდება ATP-ის კალენდარი 2016-18 წლებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია