"სამეფო კლუბი" ზამთრის ჩემპიონია
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მე-20 მატჩი მოიგო.

* "ბარსელონამ" 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

* დანი ალვეშმა "ბარსელონაში" მე-200 მატჩი ითამაშა და ტრავმა მიიღო.

* "ატლეტიკომ" პრიმერაში 2013 წლის 12 მაისის მერე პირველად წააგო საშინაო მატჩი.

"სამეფო კლუბი" ზამთრის ჩემპიონი გახდა, რადგან მისმა მდევარმა "ბარსელონამ" მადრიდში ქულები დაკარგა. "რეალი" კი მართლაც შესაშურ ფორმაშია...

მეოცე!

ტური "სამეფო კლუბის" ზედიზედ მე-20 გამარჯვებით დაიწყო. ანგარიშის მიუხედავად ("რეალმა" "ალმერიას" 4:1 მოუგო), ვიტყვით, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს სამი ქულა იოლად არ მოუპოვებია. მატჩის გადამწყვეტი მომენტი 62-ე წუთზე დადგა, როცა იკერ კასილიასმა 2:1-ზე მისი გუნდის კარში დანიშნული პენალტი მოიგერია.

რონალდოს სუპერშედეგიანობა აღარ გვიკვირს, პორტუგალიელმა თამაშის მიწურულს დუბლი შეასრულა, თუმცა სტუმართაგან უთუოდ ისკო ალარკონს გამოვყოფთ, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. ვფიქრობთ, ხორვატ მოდრიჩს, როცა გამოჯანმრთელდება, ძალიან გაუჭირდება ესპანელისთვის ძირითადში ადგილის წართმევა.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ალმერიამ" ნამდვილი ბრძოლა გაგვიჩაღა. ყველაფერი ჩემი მოთამაშეების მაღალმა კლასმა გადაწყვიტა. რაც უნდა იყოს, ძალიან გაგვიჭირდა მოგება. როდესაც კასილიასმა პენალტი მოიგერია, მიზნის მიღწევა გაგვიიოლდა".

"რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად კლუბში ქარიმ ბენზემა დასახელდა.

სექტემბერში კლუბის რჩეული რონალდო იყო, ოქტომბერში - ისკო. სხვათა შორის, გარეთ ბეილისთვის ეს მოგება 50-ე იყო "სამეფო კლუბში". ამისთვის უელსელს მხოლოდ 63 მატჩი ეყო, საიუბილეო მოგება კი მან შედეგიანი თავურით აღნიშნა. "რეალი" მომდევნო ტურს არ თამაშობს, ის მაროკოში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიემგზავრება.

"მარკას" რჩეული: პეპე (რეალი) - 7,5 ბალი.

იხილეთ ვიდეო

როგორ გადარჩა "ბარსა"

მადრიდის "რეალის" მდევარმა კი ქულები მადრიდში დაკარგა, ტრავმირებული ნეიმარის გარეშე მოთამაშე კატალონიურმა გრანდმა ვერაფერი მოუხერხა "ხეტაფეს" - 0:0.

საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ბარსელონამ" სულ ორჯერ დაარტყა ზუსტად მეტოქის კარში და ისიც რა - ლეო მესის ორივე დარტყმული ძალზე იოლი ნადავლი იყო ვისენტე გუაიტასთვის. "ბარსელონა" ბურთს ფლობდა, მისი ფორვარდები და შეტევაში ხშირად ჩართული ჟერარდ პიკე კი იმ დღეს ენითაუწერლად უზუსტოები იყვნენ. "ბარსას" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქე ფიზიკურად ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა, "ბარსა" გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე "ხეტაფე", მაგრამ გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. "რეალი" მხოლოდ 4 ქულით გვისწრებს, სეზონი გრძელია, ჩვენც ვიყავით ამხელა უპირატესობით წინ. ასე რომ, ჯერ არაფერია დაკარგული".

კოსმინ კონტრა (ხეტაფე): "ბიჭების თავდადებით და თამაშის ხარისხით აღფრთოვანებული ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ქულა მოვიპოვეთ. რეფერის ვერ გავამტყუნებ, ასეთი რამ ხდება ხოლმე, როცა დიდი გუნდის მატჩს პირველად სჯი".

რატომ ახსენა "ხეტაფეს" რუმინელმა თავკაცმა მსაჯი ვისანდი გარიდო? 28 წლის არბიტრმა თამაში მაშინ დაასრულა, როცა ალვარო ვასკესი მეკარე კლაუდიო ბრავოსთან პირისპირ გასასვლელად ემზადებოდა, რითაც "კოლისეუმის" დიდი რისხვა დაიმსახურა.

იხილეთ ვიდეო

სამი ქულა 10 კაცით

"ღამურებმა" 3:0 მოუგეს "რაიო ვალეკანოს", მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიცირებული პარეხო და ალკასერი არ ჰყავდათ. დუბლი შეასრულა ალჟირელმა სოფიან ფეგულიმ, ხოლო არგენტინელმა პაბლო პიატიმ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი გაიტანა. "ღამურები" მატჩის ბოლოს 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა პორტუგალიელი ანდრე გომეში გააძევა.

ნუნუ (ვალენსია): "დღეს ჩვენთვის ამ სამი ქულის აღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დღესაც მივიღეთ წითელი ბარათი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, "ვალენსია" არ არის უხეში გუნდი".

"მარკას" რჩეულები: ოტამენდი, ფუეგო, ფეგული, პიატი (ყველა "ვალენსია") - 7-7 ბალი.

მეორე ვალენსიურმა კლუბმა "ლევანტემ" სტუმრად ნულოვანი ფრე ითამაშა "კორდობასთან", ხოლო "მალაგამ" 1:0 მოუგო ვიგოს "სელტას", რომელსაც, როგორც ჩანს, კრიზისი დაეწყო. ანდალუსიელთა გამარჯვების გოლი ღონიერი თავურით სამუელმა გაიტანა.

"მარკას" რჩეულები: კამენი, კამაჩო, სამუელი და სანტა კრუსი (ყველა "მალაგა") - 7-7 ბალი.

ურუგვაელის გამარჯვების გოლი

კვირის პირველ მატჩში "ესპანიოლს" ურუგვაელმა კრისტიან სტუანიმ მოაგებინა - "გრანადასთან" მატჩის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა "რეალის" აღზრდილმა ლუკას ვასკესმა საჯარიმოში ჩააწოდა და იქ სტუანიმ ცაციით, ბურთის დაუმუშავებლად ლამაზი და ასე საჭირო გოლი გაიტანა - 2:1.

აღსანიშნავია, რომ სტუანი, როგორც წესი, ახლაც შეცვლაზე შევიდა. იმ დროისთვის ანდალუსიური გუნდი ათი კაცით იყო დარჩენილი, რადგან ხუან კარლოსმა ხელით თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ყველასთვის მოულოდნელად, უნაი ემერის "სევილიამ" შინ ვერ მოუგო ბასკურ "ეიბარს". "ქვეყნის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" მოულოდნელად წააგო შინ "ვილიარეალთან" და საჩემპიონო რბოლას ჩამორჩა.

ლა ლიგა. XV ტური

12 დეკემბერი

ალმერია-რეალი 1:4

გოლები: 0:1 ისკო (34), 1:1 ვერსა (39), 1:2 ბეილი (42), 1:3 რონალდო (81), 1:4 რონალდო (88)

ალმერია (4-2-3-1): რუბენი - მასედო, ხ. ნავარო, ტრუხილიო, ველესი (82. კორონა) - ვერსა, თომასი - მენდესი, სორიანო (67. ვ. სილვა), დუბარბიერი (59. ჯონათანი) - ჰემედი

რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ილიარამენდი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა (85. ფ. კოენტრაო), რონალდო

შენიშვნა: ვერსამ ვერ გაიტანა პენალტი (62)

გაფრთხილება: ვერსა, დუბარბიერი, სორიანო, ველესი - ბეილი, მარსელო, ილიარამენდი, რონალდო

კუთხური: 2-8; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 0-7; კარში დარტყმა: 16-15 (3-8); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 13 950

13 დეკემბერი

ხეტაფე-ბარსელონა 0:0

ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა - ვალერა, ნალდო, ველასკესი, ალექსისი - ლასენი - იოდა (76. პედრო ლეონი), მიჩელი, სარაბია, ლაფიტა (70. დ. კასტრო) - სამირი (62. ა. ვასკესი)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში (80. ადრიანო), პიკე, მატიო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (66. ინიესტა) - ლ. სუარესი, მესი, პედრო (77. ელ ჰადიდი)

გაფრთხილება: სარაბია, კასტრო -

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 24-8; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 4-23 (2-2); ბურთის ფლობა: 24%-76%.

მაყურებელი: 9 500

ვალენსია-ვალეკანო 3:0

გოლები: 1:0 ფეგული (13), 2:0 ფეგული (34), 3:0 პიატი (36)

ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (77. როდრიგო), დე პაული (74. აუგუსტო), პიატი (83. ორბანი) - ნეგრედო

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ. ალვარესი - ტიტო, ამაია (60. მანუჩო), მორსილიო, ინსუა - ბაენა (66. ლიკა), იოსაბედი - აკინო (82. კლავერია), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო

გაფრთხილება: ანდრე გომეში, ფუეგო, ნეგრედო, აუგუსტო - მორსილიო, ბუენო, ინსუა

გაძევება: ანდრე გომეში (71)

კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-19 (6-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 36 800

კორდობა-ლევანტე 0:0

კორდობა (4-2-3-1): კარილიოსი - კამპაბადალი, ი. ლოპესი, პანტიჩი, კრესპო - დეივიდი, ლუსო (73. ეკენგი) - ფიდელი (64. ფედე კარტაბია), აბელი (79. ს. ლოპესი), ბორხა - ღილასი

ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი, ვინტრა, დ. ნავარო, კარაბელასი (68. ტონიო) - პ. დიოპი, სიმაო, მორალესი, ივანშიტცი - ვ. კასადესუსი, ბარალი (74. რ. მარტინსი)

გაფრთხილება: - ი. ლოპესი, კარაბელასი, სიმაო

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 6-19; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-12 (4-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 18 600

მალაგა-სელტა 1:0

გოლი: 1:0 სამუელი (21)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ანხელერი, ველიგტონი (48. მ. ტორესი), ანტუნეში - ნაჩო კამაჩო, დარდერი - სამუელი, დუდა (68. რესიო), კასტილიეხო (83. ბოკა) - სანტა კრუსი

სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო (85. ლარივეი), ს. გომესი, ფონტასი, ხონი - ა. ფერნანდესი, კრონ-დელი, პ. ერნანდესი (64. ა. ლოპესი) - ორელიანა (65. ნოლიტო), შარლესი, მინა

გაფრთხილება: როსალესი, ველიგტონი, კამაჩო, რესიო, სამუელი - ფონტასი, შარლესი, მალიო, ფერნანდესი

კუთხური: 1-9; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-14 (4-8); ბურთის ფლობა: 42%-58%.

მაყურებელი: 23 650

14 დეკემბერი

ესპანიოლი-გრანადა 2:1

გოლები: 1:0 კაისედო (34), 1:1 ელ-არაბი (61), 2:1 სტუანი (90)

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - არბილია, კოლოტო, ა. გონსალესი, ფუენტესი (53. ვ. ალვარესი) - ვ. სანჩესი, კანიასი - ლ. ვასკესი, ს. გარსია, სევილია (74. მონტანიესი) - კაისედო (62. სტუანი)

გრანადა (4-4-2): რობერტო - ნიომი, ბაბენი, მურილიო, ხუან კარლოსი- რიკო, იტურა (75. იუსტე), პიტი, მარკესი (56. რიკი) - კორდობა (84. მაინსი), ელ-არაბი

გაფრთხილება: კანიასი, სანჩესი - ხუან კარლოსი, მურილიო, იუსტე, პიტი, მაინსი

გაძევება: ხუან კარლოსი (82)

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-7 (4-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 18 405

სევილია-ეიბარი 0:0

სევილია (4-2-3-1): ბეტო - ა. ვიდალი, პარეხა, არიბასი, ფიგეირაში - კრიხოვიაკი, მბია - რეიესი, ბანეგა (58. ბაკა), ვიტოლო (79. დეულოფეუ) - გამეირო (70. დ. სუარესი)

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ალბენტოსა, რ. ნავასი, ლილიო - დ. ბოატენგი (63. ერასტი), დ. გარსია - კაპა, არუაბარენა (82. ლეკიჩი), აბრაამი (79. ლარა) - პიოვაკარი

გაფრთხილება: არიბასი, კრიხოვიაკი, სუარესი - ლილიო, აბრაამი, ალბენტოსა, გარსია, ლარა, პიოვაკარი

კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-6 (2-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.

მაყურებელი: 20 000

ატლეტიკო-ვილიარეალი 0:1

გოლი: 0:1 ვიეტო (84)

ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - გაბი (70. ჩერჩი), ტიაგო, არდა თურანი (76. მ. სუარესი), კოკე - რ. გარსია (63. გრიზმანი), მანჯუკიჩი

ჩერიშევი (4-4-2): ასენხო - მარიო, გაბრიელი, რუისი, ხ. კოსტა - ტრიგეროსი (63. პინა), ბრუნო, ჯონათან დოს სანტოსი, ჩერიშევი - ვიეტო (89. რუკავინა), უჩე (66. მ. გომესი)

გაფრთხილება: თურანი, მანჯუკიჩი, ხუანფრანი, კოკე - უჩე, დოს სანტოსი, ტრიგეროსი

კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-7 (2-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 37 000

იხილეთ ვიდეო

სოსიედადი-ბილბაო 1:1

გოლები: 1:0 ველა (3), 1:1 დე მარკოსი (61)

რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ი. მარტინესი, დე ლა ბელია - ბერგარა, გრანერო (64. ზურუტუზა) - ჩაბი პრიეტო, ველა, გ. კასტრო (64. კანალესი) - ფინბოგასონი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, სან ხოსე, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მ. რიკო - სუსაეტა (81. გურპეგი), უ. ლოპესი (60. ვიგერა), მუნიაინი (78. ი. გომესი) - ადურისი

გაფრთხილება: - სან ხოსე, ლაპორტი, იტურასპე, ბალენსიაგა

გაძევება: ლაპორტი (80)

კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 14-12 (4-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 30 000

15 დეკემბერი

დეპორტივო-ელჩე 23:45

ბომბარდირები: 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

მომდევნო ტური

19 დეკემბერი:

სელტა-ალმერია

20 დეკემბერი:

ბარსელონა-კორდობა, ლევანტე-რეალ სოსიედადი, ეიბარი-ვალენსია, რაიო ვალეკანო-ესპანიოლი

21 დეკემბერი:

ვილიარეალი-დეპორტივო, გრანადა-ხეტაფე, ელჩე-მალაგა, ბილბაო-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია