თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში წარმატებული თამაში შიდა ჩემპიონატშიც გააგრძელა
თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაში წარმატებული თამაში შიდა ჩემპიონატშიც გააგრძელა.

"კუჩა ლაბორალმა" ესპანეთის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში "ფუენლაბრადას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 77:71 იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა 9 ქულით მოიგეს."ფუენლაბრადა" ბოლო წუთებამდე არ ტყდებოდა, თუმცა საბოლოოდ წაგებას მაინც ვერ გადაურჩა. ვიტორიელებმა მობილიზებით ჩაატარეს მატჩის დასკვნითი წუთები და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

ქართველი ფორვარდი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14:32 წუთი გაატარა. შენგელია, დროის სიმწირის კვალობაზე, საკმაოდ შედეგიანი იყო და პირად ანგარიშზე 8 ქულა ჩაიწერა. თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად, შენგელიას 2 მოხსნა დაუგროვდა.

ვიტორიელთაგან 15 ქულით საუკეთესო ფრანგი ფაბიენ კასერი გახლდათ, მისმა თანამემამულე ტომას უერტელმა კი 13 ქულა მიითვალა. ფუენლაბრადელთაგან 23 ქულით ენდი პაკო იყო საუკეთესო, თუმცა მისმა გარჯამ სტუმრებს ვერ უშველა.

შენგელიას გუნდს 5 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და 18-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 21დეკემბერს, ვიტორელები სტუმრად "მურსიას" ეთამაშებიან.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა