სუსტი ჯონ ობი მიკელი
ინგლისში "ბოქსინგ დეი" ჩატარდა. დეკემბრის თვის მატჩებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამ ტურის მიმოხილვის დაწერა კი არ დაიზარა წარსულში ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ლეგანდარულმა ფეხბურთელმა, ახლა კი მიმომხილველმა ჯეიმი რედნაპმა, რომელმაც თავის მიმოხილვაში "ჩელსიზე" ისაუბრა, სადაც გაქანებული კრიზისია. მან თქვა:

"კარლო ანჩელოტის ყოველთვის ცენტრალური ნახევარდაცვის აწყობის პრობლემა აწუხებს. ვერ ვხვდები, რატომ არ ცვლის ტაქტიკას, ის ხომ მთავარი მწვრთნელია და რა ტაქტიკით იასპარეზებს გუნდი, მისი გადასაწყვეტია. მე ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, ვერ ვხედავ ტაქტიკურ ცვლილებას და თუ კარლიტოს სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, უნდა მოაშოროს ჯონ ობი მიკელი, რომელიც მოედანზე არაფერს აკეთებს და იყიდონ ისეთი მოთამაშე, როგორიც იყო კლოდ მაკელელე".

როი ჰოჯსონი: არ დაიჯეროთ!

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა საკუთარი გუნდის ფანებს განუცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას არავის ყიდვას არ აპირებს კლუბი. მწვრთნელმა ბრძანა: "იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ჟურნალისტებისა და აგენტების საქმეა. მე, ჩემი შვილი ყოველდღე მატყობინებს სხვადასხვა ჭორს ამა თუ იმ ტრანსფერზე, მე კი რასაკვირველია არ ვიჯერებ ამას. მივმართავ ფანებს: არ დაიჯეროთ პრესის მიერ მოგონილი ჭორები!".

მხოლოდ ჩვენ!

მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა ფილიპ ლამმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა - აქაოდა, "დორტმუნდი" რომ ლიდერობს, მისი შემჩერებელი მხოლოდ ჩვენ ვართო. შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდი" "ბაიერნს" მთელი 14 ქულით უსწრებს. "ჩვენი ამ სეზონური შედეგები არადამაკმაყოფილებელია - ამბობს ლამი "ბილდთან" საუბარში - მაგრამ ის გუნდი, რომელსაც "დორტმუნდის" შეჩერება ძალუძს, ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვართ. წინ კიდევ მეორე წრე და ბევრი შეხვედრაა. ჩვენ კი ყველას მოგება გვმართებს. ამის თქმის საფუძველს ჩვენი შეტევითი პოტენციალი გვაძლევს".

ევრო 2012-იც და...

ბოლო პერიოდის უკრაინის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, კიევის "დინამოს", "მილანის", "ჩელსის" და უკრაინის ნაკრების კაშკაშა ვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელ "თვითერზე" დაწერა, რომ ევრო 2012-ის შემდეგ ნაკრებიდან და საერთოდ ფეხბურთიდან წავა: "მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე - ევრო 2012 როგორც კი დასრულდება, ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ. ეს არის საბოლოო და არ გადავთქვამ!"

კვირის მატჩი

კვირის მატჩად უდავოდ ლონდონური დერბი "არსენალი"-"ჩელსი" უნდა მივიჩნიოთ. მატჩი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, რომელშიც გამარჯვება "მეთოფეებმა" მოიპოვეს(3:1). ეს კი პირველად მოხდა 2008 წლის შემდეგ - ორი წელი "არსენალი" "ჩელსის" ვერა და ვერ უგებდა.

გიორგი ფულარიანი

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს