ყიფიანმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სამინისტროს მიერ 2013-14 წლებში გაწეული საქმეების ანგარიში წარადგინა
შაბათს, 13 დეკემბერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სამინისტროს მიერ 2013-14 წლებში გაწეული საქმეების ანგარიში წარადგინა.

შეხვედრა გაიმართა "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, რომლის დროსაც მინისტრმა მიმოიხილა როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდობის სფეროში გაკეთებული საქმეები.

სპორტში გადადგმულ ძირითად ნაბიჯებად ყიფიანმა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, სასპორტო განათლება და სპორტი, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ამ სფეროში, სპორტის დაფინანსება და საერთაშორისო მასშტაბით სპორტული წარმატებები დაასახელა.

დასაწყისში მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხის უკეთ კოორდინაციის მიზნით მოსვლის პირველივე თვეებში სამინისტროში ინფრასტრუქტურის სამმართველო შეიქმნა, ხოლო ამ კუთხით გადადგმულ ძირითად ნაბიჯებად გაისად გასამართავი "თბილისი-2015"-ის ფარგლებში მშენებარე ბაზები დაასახელა.

ესაა საცურაო კომპლექსი და მრავალფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან შენდება - სწორედ ამ ობიექტებს აშენებს სამინისტრო. საცურაო აუზზე შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ კონკრეტულად ცურვაში, არამედ მთლიანად საწყლოსნო სახეობებში ვარჯიში და სასწავლო-საწვრთნელი პროცესის წარმართვა: წყალბურთი, სინქრონული ცურვა, წყალში ხტომა. სპორტის სასახლე განკუთვნილი იქნება სათამაშო სახეობებისთვის - ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი... იქ ორი დარბაზი იქნება - პირველი და მთავარი არენა 800 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე კი 300 კაცს დაიტევს.

ამ ობიექტების მშენებლობა გაისად გაზაფხულზეა დაგეგმილი. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ შემთხვევებში ლაპარაკია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზებზე, სადაც შესაძლებელი იქნება არა მარტო ადგილობრივი მნიშვნელობის, არამედ უცხოური პირველხარისხოვანი შეჯიბრებების ჩატარებაც. თან სპორტის სასახლეში საგანგებოდ გამოიყოფა 36 ადგილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საერთოდ, ამ კატეგორიის მოქალაქეებზე საუბარს, მათი უფლებების დაცვასა თუ პირობების შექმნას ყიფიანის გამოსვლაში დიდი ადგილი დაეთმო.

ბაზებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თუმცა, გარკვეულწილად, ეს პროცესი უკვე დაიწყო, რის მაგალითად ქვეყნის 11 რეგიონში ძიუდოს დარბაზის გარემონტება და ამუშავება მიიჩნია. ეს პროექტი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით გაკეთდა - მათ გამოჰყვეს თანხები ტატამებისა და ინფრასტრუქტურის შესაძენად, ხოლო დარბაზების კეთილმოწყობა სახელმწიფოსგან მოითხოვეს... საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაეთანხმა მათ მოთხოვნას და მართლაც შეარემონტა დარბაზები. ანალოგიური სვლები მომავალშიც გაგრძელდება.

ცხადია, შემაჯამებელ სხდომაზე მინისტრმა თავისი სამინისტროს ერთ-ერთ დიდ მიღწევად საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აღდგენა დაასახელა, რაც მართლაც დიდი სამსახურია ქართული სპორტისთვის, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის... თუმცა მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ კვლავაც ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ამ სასწავლებლის თანამედროვე სტანდარტებამდე მისაყვანად. ამ კუთხით სამინისტროს მთავარ სტრატეგიად სწორედ ამ ამოცანის გადაჭრა მიიჩნია. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ფიზიკური

აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის ამუშავებას.

წარმოდგენილი ანგარიშით, ბოლო ორ წელიწადში ეტაპობრივად იზრდება სპორტის დაფინანსება, რაც ორივე მიმართულებით ხორციელდება - იზრდება როგორც სპორტსმენთა პრემიებისა და სტიპენდიების თანხები, ასევე, გაიზარდა სპორტის სახეობათა განვითარების პროგრამების ბიუჯეტი.

მთლიანობაში, 2013-14 წლებში სახელმწიფომ სამინისტროს 96.3 მილიონი ლარი გამოუყო. ამას ემატება სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სამინისტრომ სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა წასახალისებლად აღნიშნულ პერიოდში დამატებით კიდევ 8.4 მილიონი ლარი გასცა. 9.1 მილიონი ლარი დაიხარჯა სპორტის დამსახურებულ მოღვაწეთა და სპორტსმენთა სოციალური უზრუნველყოფისთვის.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2013-14 წლებში ქართველმა სპორტსმენებმა 178 საერთაშორისო შეჯიბრებაში იასპარეზეს. ამას ემატება 122 ადგილობრივი და 212 სასწავლო-საწვრთნელი შეკრება სპორტის 45 სახეობაში. უცხოურ ტურნირებში მოპოვებულია 12 მსოფლიოს და 21 ევროპის ჩემპიონი (ამ სიაში ერთადაა დაანგარიშებული ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობები).

მინისტრმა ყიფიანმა მართვის სისტემის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ნიმუშად სპორტულ ფედერაციებთან მჭიდრო კონტაქტი მიიჩნია და განაცხადა, რომ ყველას ჰქონდა უფლებაც და შესაძლებლობაც, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ნორმატიული აქტის შემუშავებაში და ითვალისწინებდნენ მათ რჩევებს, შენიშვნებს...

სპორტის გარდა, ლევან ყიფიანმა ახალგაზრდულ სფეროში გატარებულ ღონისძიებებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ძირეული ცვლილებები შევიდა "სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში".

ახალი რედაქციით, იგი 4 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება: მონაწილეობა; განათლება, დასაქმება და მობილობა; ჯანმრთელობა; სოციალური მხარდაჭერა და დაცვა... ყიფიანმა ყველა ის ღონისძიება ჩამოთვალა, რომელიც სამინისტრომ ბოლო ორ წელიწადში ახალგაზრდული მიმართულებით ჩაატარა.

ჩამოსათვლელი ამ მხრივაც ბევრია, რადგან ამ პერიოდში სამინისტრომ პირდაპირ თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების მიერ 300-მდე პროგრამა და ქვეპროგრამა განახორციელა, რომელთა ბენეფიციარიც 200 ათასამდე ახალგაზრდა იყო...

შეხვედრის დასასრულს სიტყვით იმ სსიპ-ების წარმომადგენლებიც გამოვიდნენ, რომლებიც სამინისტროს ახალგაზრდული პროგრამების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. მათ სამომავლოდაც გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?