ყირიმის ტერიტორიაზე ოკუპირებული ძალების მისვლამ ადგილობრივ ფეხბურთელებს კარგი არაფერი მოუტანა
ყირიმის ტერიტორიაზე ოკუპირებული ძალების მისვლამ ადგილობრივ ფეხბურთელებს კარგი არაფერი მოუტანა. პროფესიონალური სპორტი ნახევარკუნძულზე ნელ-ნელა კვდება.

ყირიმში პროფესიონალური საფეხბურთო კლუბების გაქრობა ჯერ კიდევ უეფას გადაწყვეტილებამდე დაიწყო, რომელიც შვეიცარიაში დეკემბრის დასაწყისში მიიღეს (იხილეთ ვრცლად).

ყირიმის ფეხბურთელები სამსახურის გარეშე დარჩნენ, მათი ადგილი თურმე რუსეთიდან ჩამოსულებმა დაიკავეს.

"საწყენია, ეს ხომ ყირიმული კლუბებია? ხოლო სათამაშოდ ვიღაც, ბოდიში და, ჩეჩნები და დაღესტნელები ჩამოვიდნენ", - ამბობს "ტავრისას" ყოფილი ნახევარმცველი მაქსიმ პრიხოდნოი.

ნახევარკუნძულზე მატჩებზე დასწრებამ, წინა წელთან შედარებით, სამჯერ იკლო.

"თავიდან, როცა ეს სამი ყირიმული კლუბი აპირებდა, რუსეთის ჩემპიონატში განაცხადი შეეტანა, ადგილობრივ ბიჭებს უნდა ეთამაშათ. მაშინ ოქროს მთებს გვპირდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა", - თქვა პრიხოდნოიმ.

"პროფუტბოლის" ინფორმაციით, "ტავრიას" ყოფილი ფეხბურთელები ამჟამად კლუბებში დაცვის თანამშრომლებად, მუშებად და ტაქსისტებად მუშაობენ.

როგორც ჩანს, რუსეთის საფეხბურთო კავშირი წარმატების სინონიმია, რადგან "ტავრიაში" შექმნილი სიტუაცია სრულად ასახავს ნახევარკუნძულზე არსებულ ფეხბურთს.

მომზადებულია sport.bigmir.net-ის მიხედვით

SHUKOVANI
რა სისულელეა! კი მაგრამ ვერ წავლენ სხვა გუნდებში სათამაშოდ?
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა