ქართველი ლეგიონერი სიტუაციის გამოსწორებას მომდევნო ტურში აპირებს
საბერძნეთის ჩემპიონატში უიღბლო გამოდგა მე-13 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის - გიორგი ლორიას და გიორგი მერებაშვილის ოფი სტუმრად "პანიონიოსთან" 0:2 დამარცხდა.

ოფი 13 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულაღა აშორებს. მატჩის შემდეგ ტელევიზია nova sports-ს ინტერვიუ მისცა გიორგი მერებაშვილმა:

- დღეს აშკარად ცუდი დღე იყო თქვენი გუნდისთვის. რას ფიქრობთ, რა მოხდა?

- დიახ, ძალიან ცუდი დღეა, დამწუხრებული ვარ მარცხით. არ ვიცი, რა მოხდა, ყველა ფეხბურთელი მზად იყო ბრძოლისთვის. ჩვენ "პანიონიოსის" რამდენიმე თამაშიც ვნახეთ. პირველი ტაიმი კარგი იყო, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ძალიან ცუდი მეორე ტაიმი გამოგვივიდა. მარცხი სამწუხაროა, მაგრამ მომდევნო თამაშებზე ვფიქრობთ.

- ოფი-ს დისკვალიფიკაციისა და ტრავმების გამოც ბევრი ფეხბურთელი აკლდა. ალბათ, ესეც არის მიზეზი...

- რა თქმა უნდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენ გრძელი სკამით განებივრებულები არ ვართ, ბევრი კვალიფიცირებული ფეხბურთელი არა გვყავს. ამიტომაც ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია. ტრავმირებულები და დისკვალიფიცირებულები ძალიან გვაკლდნენ. იმედია, მალე დაბრუნდებიან და გუნდს წარმატებას მოუტანენ.

- "ლევადიაკოსა" და "პანიონიოსთან" მარცხების მერე ოფი მძიმე სიტუაციაშია...

- დიახ, ასეა. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომდევნო მატჩი, რომელსაც შინ ვთამაშობთ. იმედი მაქვს, ამ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით.

17 დეკემბერს ოფი მე-14 ტურში "კალონის" მასპინძლობს.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი