მარიო ბალოტელიმ „ასტონ ვილას“ სამი გოლი გაუტანა, რამაც, როგორც ჩანს, ისეთ კარგ გუნებაზე დააყენა, რომ ნოსტალგიაც დაავიწყდა და უჟმურობაც

მარიო ბალოტელიმ „ასტონ ვილას“ სამი გოლი გაუტანა, რამაც, როგორც ჩანს, ისეთ კარგ გუნებაზე დააყენა, რომ ნოსტალგიაც დაავიწყდა და უჟმურობაც – ისტლენდიდან წასვლას არსად ვაპირებო, გამოუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც მანამდე წუწუნით აკლებული ჰყავდა. შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ „ვილას“ 4:0 მოუგო. ბალოტელიმ თავის წილ ორი პენალტით შეაგდო, მესამე კი ჩვეულებრივ – კომბინაცია დააგვირგვინა. დღეს, ისტლენდელებს პრემიერლიგის ცხრილში თავიანთი პოზიციით თავი მოაქვთ.

„ხშირად რატომ არ ვიღიმი? მთავარია, რომ როდესაც მოღუშული ვარ თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. ფეხბურთის თამაში ჩემი სამსახურია, მუშაობის დროს ღიმილი კი არ მჩვევია. მანჩესტერში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ვიცი, იტალიაში გაზეთები წერენ, რომ მილანში მინდა დაბრუნება, მაგრამ ვცდილობ ყურადღება არაფერს მივაქციო. ბევრს ვმუშაობ, რათა „სიტის“ შეუცვლელი ფეხბურთელი გავხდე“.

ისტლენდელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის პრობლემები ინგლისში ახალჩასული კრიშტიანო რონალდოს პრობლემებს შეადარა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, როდესაც მანჩინის ჰკითხეს საახალწლოდ რა საჩუქარს ისურვებდითო, მარიოს ღიმილსო, უპასუხა.

„ბალოტელის ნოსტალგიაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის 20 წლის გახლავთ, ამ ასაკში კი ადამიანს ოჯახი განსაკუთრებით ენატრება. ჩემმა ასისტენტმა ბრაიან კიდმა მითხრა, რომ რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შემდეგ, პირველ პერიოდში ზუსტად ასეთი პრობლემები ჰქონდა. ადაპტაციისთვის მასაც დრო დასჭირვებია.

მარიო ჯერ სწავლობს. იმისათვის, რომ საუკეთესო თამაში აჩვენოს, მან ჯერ უნდა შეიგრძნოს ეს ქვეყანა და მისი ფეხბურთი. ის ამ საკითხებზე მუშაობს და კრაგად იცის, რომ როგორც საკუთარ თავზე, ასევე გუნდისთვის მეტი უნდა გააკეთოს. როგორც კი ის თავისი უმთავრესი თვისებების გამომჟღავნებას დაიწყებს, „მანჩესტერ სიტისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა