8 წლის წინათ მათ დაუვიწყარი გამარჯვება გამოჭედეს. მალე ამ ბიჭების თამაშებს მხოლოდ ვიდეოკადრებით გავიხსენებთ
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 წელს მოიგო. იმ გუნდიდან შემორჩნენ ფეხბურთელები, დღესაც რომ ამბობენ თავიანთ ომახიან სიტყვას მსოფლიო ფეხბურთში.

დღეს ჩვენს წერილში "სკუადრა აძურას" "ძველ" ბიჭებზე ვისაუბრებთ. საინტერესო და ნოსტალგიურია - 8 წლის წინათ მათ დაუვიწყარი გამარჯვება გამოჭედეს. მალე ამ ბიჭების თამაშებს მხოლოდ ვიდეოკადრებით გავიხსენებთ.

ვისაუბრებთ იმ გუნდის მთავარ შემოქმედზეც, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელ მარჩელო ლიპიზე...

მარჩელო ლიპი

სულ ცოტა ხნის წინ შეეშვა მწვრთნელობას იმ წარმატების მთავარი შემოქმედი მარჩელო ლიპი. 2006 წლის ტრიუმფის შემდეგ დიდი "მაესტრო" ერთხელაც მიბრუნდა "სკუადრა აძურაში", თუმცა წარმატებას ვეღარ მიაღწია. მერე იყო ჩინური "გუანჯოუს" დამრიგებლობა. ლიპიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დასვენება სურს. ახლა მას ჩინური კლუბის დირექტორის პოსტი უჭირავს.

ჯანლუიჯი ბუფონი

"ჯიჯის" წლები ვერაფერს აკლებს. ის პირველი ნომერია როგორც იტალიის ნაკრებში, ისე ტურინის "იუვენტუსში". რაც მთავარია, ბუფონი ძალიან მხნედ გრძნობს თავს და კარიერის დასრულებაზე სულაც არ ფიქრობს. მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, საცოდაობა იქნება პენსიაზე გასვლა.

დანიელე დე როსი

"რომას" ლიდერი ფრანჩესკო ტოტისთან ერთად. "გლადიატორების" სიმბოლო. ტოტის წასვლის შემდეგ სწორედ დე როსი უნდა გახდეს დედაქალაქური გუნდის კაპიტანი. დე როსი ჯერ იმ ასაკში არ არის, კარიერის დასრულებაზე რომ იფიქროს. მას არც ორ ფრონტზე ბრძოლა ღლის და იტალიის ნაკრებშიც ძველებური წარმატებით აგრძელებს ბურთის გორებას.

ანდრეა ბარძალი

ბოლო წლებში, უდავოდ, სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. საწყენია, რომ ახლა ტრავმის გამო ისვენებს. სიხისტე, ტექნიკურობა, ლიდერის თვისებები - ყოველივე ეს მას შეუცვლელ ფეხბურთელად აქცევს.

ლუკა ტონი

უკანასკნელი პერიოდის იტალიური ფეხბურთის გამორჩეულ ბომბარდირს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა მას შემდეგ, რაც "ვერონაში" გადავიდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტონიმ წინა სეზონში 20 გოლი გაიტანა ვერონული კლუბის შემადგენლობაში. ჯერჯერობით, არც ფიქრობს პენსიაზე გასვლაზე და კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეტოქეთა კარისთვის. არადა, ის უკვე 37 წლისაა.

ფრანჩესკო ტოტი

38 წლისაც კი "მისი ბრწყინვალება" "რომას" გამოკვეთილ ლიდერად რჩება. ერთ დღესაც დადგება დრო, როცა "პუპონე" ფეხბურთიდან წავა, მაგრამ სასურველია, ეს წამები რაც შეიძლება გვიან დადგეს. ეს იქნება ნამდვილი ტრაგედია არა მხოლოდ "რომას" ფანებისთვის, არამედ ყველა ნამდვილი გულშემატკივრისთვის.

ანდრეა პირლო

იტალიელი გულშემატკივრების კერპი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად. "არ არის პირლო, არ არის ფეხბურთი" - ასეთი პლაკატი გადმოფინეს ერთ-ერთი მატჩის მსვლელობის დროს "იუვეს" ფანებმა. მათ შეგვიძლია გავუგოთ. ვგონებთ, სხვა კომენტარი აღარ არის საჭირო...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

azurri m
მაგარი ხალხი
46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
"ნაპოლიც" ასე მოიქცა და იცით, შემდეგ რა მოხდა?" - დე როსიმ დიბალას არაბეთში ტრანსფერზე ისაუბრა
მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"რომამ" დანიელე დე როსი გაათავისუფლა
მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა
"მიქაუტაძესთან" სატელეფონო საუბარი მქონდა, თუმცა..."- დე როსიმ ქართველზე ისაუბრა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
"მორალური ბანკროტები" - პირლოსა და მატერაცის მოსკოვში ვიზიტის დროს, კიევი იბომბებოდა... სკანდალური მოგზაურობის დეტალები
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდება? - "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს