პეტრ ჩეხი: "ყველაფერი, რასაც მოედანზე ვაკეთებთ, მცდარია. ხეირიანად ვერც ვუტევთ და ვერც თავს ვიცავთ, პასები უზუსტოა, კომბინაციები - არასწორი"

პეტრ ჩეხმა კარლო ანჩელოტის გაკრა კბილი - „ჩელსი“ ასეთ საშინელ დღეში არასდროს ყოფილაო. არა, უშუალოდ მწვრთნელზე 28 წლის მეკარეს არაფერი უთქვამს, მაგრამ რაც თქვა, მის ბოსტანში ნასროლ კენჭს ჰგავდა. ჩეხი უკვე 6 წელიწადია, რაც „სტემფორდ ბრიჯზეა“ და ახლის ძველთან შედარების საშუალება აქვს. განსაკუთრებით, ის ორშაბათს, „ემირეიტ სთედიუმზე“ „არსენალთან“ თამაშმა დაზაფრა. ვერც ვუტევდით და თავსაც ვერ ვიცავდითო, ხელებს ასავსავებს ჩაფხუტიანი ვარსკვლავი.

„ყველაფერი, რასაც მოედანზე ვაკეთებთ, მცდარია. ხეირიანად ვერც ვუტევთ და ვერც თავს ვიცავთ. იმას, რასაც სეზონის დასაწყისში ვაკეთებდით, როდესაც ბევრი გოლი გაგვქონდა და თითქმის არ ვუშვებდით, ვეღარ ვაკეთებთ. პასები უზუსტოა, კომბინაციები - არასწორი.

ჩვენი შეტევების უმეტესობა თამაშგარე მდგომარეობით მთავრდება, დიდ შეცდომებს ვუშვებთ მოედნის ბოლო მესამედშიც, ჩვენი კარის სიახლოვეს“.

ჩეხი ამბობს, რომ „ჩელსი“, დაცვის თვალსაზრისით, ისეთი საცოდავი, „არსენალთან“ შეხვედრაში რომ იყო, ბოლო 6 წლის მანძილზე არ ყოფილა. მეორე ტაიმის დასაწყისში მიკაელ ესიენისა და ფლორან მალუდას შეცდომებს დიდი შემჩნევა არ სჭირდებოდა - ორივე ეპიზოდში „არსენალმა“ უმარტივესი კონტრშეტევის საშუალება გამონახა და მეორე და მესამე გოლები გაიტანა. საგულისხმოა, რომ ეს კოშმარი „ლურჯებს“ 100 წამის განმავლობაში დაატყდათ თავს.

„ეს, ორი მომენტი ჩვენთვის კოშმარული და უჩვეულო იყო. რაც აქ ვთამაშობ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში ორი გოლი, მით უმეტეს ამ ტიპის შეცდომების გამო, არასდროს გაგვიშვია. ეს „ჩელსისგან“ ყველასთვის უცხოა, უპირველეს ყოვლისა კი თავად ჩვენთვის“, - ამბობს გოლკიპერი.

აღსანიშნავია, რომ „მეთოფეთა“ მესამე გოლმა, რომელიც თეო უოლკოტმა გაიტანა, დასავლეთლონდონელთა შორის კამათი გამოიწვია - დიდიე დროგბამ ჯონ ტერის უსაყვედურა, მალუდას ბურთი ღონის დაუტანებლად რატომ გადააწოდეო. ინგლისურმა მას მედიამ ამ ეპიზოდს მყისვე მიაქცია ყურადღება და დაასკვნა, რომ „ჩელსიში“ პრობლემების ერთმანეთისთვის გადაბრალების მავნე წესი მკვიდრდება.

„ლურჯების“ მეპატრონემ, რუსმა მილიარდელმა რომან აბრამოვიჩმა, შვიდი წლის განმავლობაში ოთხი მწვრთნელი შეცვალა. საგულისხმოა, რომ ანჩელოტის წინამორბედთაგან ასეთი ცუდი პერიოდი არც ერთს არ ჰქონია.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...