საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კიევის "დინამო 2"-ში ისინჯება
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ბაჩანა არაბული კიევის "დინამო 2"-ში ისინჯება. 16 წლის ფორვარდი კიევში საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" ხელმძღვანელებთან ერთად გაემგზავრა. "ოლიმპის" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე უკრაინული კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისს შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობაზე ილაპარაკეს.

არაბულმა კი "დინამო 2"-ში ჩატარებულ პირველ საკონტროლო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა, თანაც უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრებთან.

მატჩი კონჩაზასპაში, "დინამოს" ზამთრის მანეჟში გაიმართა და, მართალია, ამხანაგური იყო, მაგრამ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ანდრეი გუსინს "დინამო 2" ახლახან ჩააბარეს, მისი ხელმძღვანელობით კლუბი პირველ შეხვედრას ატარებდა და თანაც პეტერბურგში გასამართი "თანამეგობრობის თასისთვის" მზადება დაიწყო. ოლეგ კუზნეცოვი კი 18-წლამდელებს გრანატკინის თასის ტრადიციული გათამაშებისთვის ამზადებს.

შეხვედრა 1:1 დასრულდა, ანგარიში U18-ის წევრმა პოლულიახმა 65-ე წუთზე გახსნა. ქართველი ფორვარდი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თანაფარდობა ბოლო, 90-ე წუთზე სწორედ მან აღადგინა. არაბულმა გოლი მალინის გადაცემით, თავური დარტყმით გაიტანა.

საერთოდ, ბოლო წლებში ქართველების უცხო ქვეყნების ნაკრებებში ხილვა არ გვიკვირს, მაგრამ იმან, რაც ამ მატჩის ოქმში ამოვიკითხეთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კონჩაზასპას ზამთრის მანეჟში იმ დღეს ქართველებიდან მხოლოდ ბაჩანა არაბულს როდი უთამაშია - მოედანზე სულ ექვსი ქართველი გავიდა.

უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოლეგ კუზნეცოვმა ერთდროულად ორი ქართველი დააყენა, კარში დონეცკის "ოლიმპიკის" მეკარე ზაურ მახარაძე, თავდასხმაში კი - დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ფორვარდი ევგენი ბოხაშვილი, შეცვლაზე კი კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მცველი ბადრი აქუბარდია გასინჯა. ეს უკანასკნელი 17 წლისაა და კიევის "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდში 15 თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქედ ითვლება და სანამ დროა, ჩვენმა ფედერაციამ უნდა იჩქაროს, ეს ბიჭი რომ არ დავკარგოთ.

კიევის "დინამო 2"-ში კი მეორე ტაიმში ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი იაშვილიც გამოჩნდა, რომლის ვინაობა, მოქალაქეობა და სხვა მონაცემები უკრაინელთა ოფიციალურ ვებგვერდზე ვერ აღმოვაჩინეთ. როგორც ჩანს, კიეველები ამ ახალგაზრდასაც სინჯავენ. "დინამო 2"-ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა თემურ ფარცვანიამაც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სიამოვნებით ითამაშებს - თუმცა ის ჯერ 19 წლისაა და ეროვნულ ნაკრებში მის მიწვევაზე ლაპარაკი ნაადრევია.

არაბული კიევში კიდევ ერთი თვე დაჰყოფს და მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ამის შემდეგ გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ბაჩანა კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებისა და რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობის ერთ-ერთი ლიდერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

shoda
აბა თქვენ იცით, ფულის კეთების შანსი არ დაკარგოთ. იქნებ როგორმე გაძღეთ. ფედერაციაში უკვე დიდი ხანია სხვა მიზანი არა აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ. გაყიდეთ და დაძეხით!!
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ კაცნაკლულ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...