ბენო უდრიხმა აიწყვიტა
გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მემფისში გაიმართა. 2014 წლის საუკეთესო საშინაო გუნდმა (თებერვლიდან მოყოლებული, საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ დამარცხდა) შეძლო "გოლდენ სტეიტის" 16-მატჩიანი მოგებათა სერიის შეწყვეტა.

პირველი მეოთხედი "დათვებს" არ გამოუვიდათ, სამაგიეროდ, მეორე მეოთხედში მასპინძლების რეზერვისტებმა მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს და კლუბის ისტორიაში სიგრძით მესამე გაქცევა მოაწყვეს.

ვინს კარტერის აქტიური მონაწილეობით, რომელმაც სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო, მასპინძლები 20:0 გაიქცნენ. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ბენო უდრიხი, რომელმაც ამ 20 ქულიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა, მთელი სპურტი კი იმ დროს იყო ორგანიზებული, როცა სათადარიგოთა სკამზე იჯდა "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი.

"დათვების" უპირატესობამ 14 ქულა შეადგინა, როცა სპეიტსმა პირველი ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ჩააგდო. ტომპსონისა და მორისის მონდომებით, სტუმრებმა ექვს ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას, მაგრამ დასკვნით 12-წუთეულში "უორიორზი" ორჯერ ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს.

მეორე ჯერზე ეს სიგნალი აღმოჩნდა "მემფისისთვის", რომელმაც იქვე 7:0 გაქცევა მოაწყო და აღარ მისცა მეტოქეს ინტრიგის აღდგენის საშუალება. არ წაუვიდა თამაში კარის, რომელმაც 10-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში. ენდრიუ ბოგუტის არყოფნაში კი გაილაღა სამწამიანში მარკ გასოლმა.

მემფისი-გ. სტეიტი 105:98

24:30, 33:19, 23:20, 25:29

მ: გასოლი (24+7 მოხსნა), რენდოლფი (17+10 მოხსნა), კონლი (17+5 პასი+4 ჩაჭრა), კარტერი (16), ლური (11).

გ-ს: ტომპსონი (22), კარი (19+7 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), სპეიტსი (18+8 მოხსნა), ლივინგსტონი (12), ბარნსი (11+8 მოხსნა), გრინი (4+10 მოხსნა+6 პასი+5 დაფარება).

ვაშინგტონი-მინესოტა 109:95

27:16, 19:20, 28:33, 35:26

ვ: ბატლერი (23), უოლი (21+17 პასი), გორტატი (15), ნენე (11+7 მოხსნა), პორტერი (10), ბილი (10+3 ჩაჭრა), სერაფინი (10), ჰემფრიზი (6+10 მოხსნა).

მ: ტ. იანგი (29), მუჰამედი (21+3 ჩაჭრა), დიონგი (12+12 მოხსნა+3 დაფარება).

ბრუკლინი-მაიამი 91:95

25:33, 20:22, 21:21, 25:19

ბ: პლამლი (21+9 მოხსნა), ჯონსონი (16), უილიამსი (15+11 პასი), კარასიოვი (11), გარნეტი (4+10 მოხსნა).

მ: უეიდი (28), დენგი (18+6 მოხსნა), ნაპიერი (11), ჩელმერსი (10+7 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), შ. უილიამსი (10).

ნიუ იორკი-დალასი 87:107

24:36, 20:18, 24:27, 19:26

ნ-ი: ენტონი (26+5 პასი+4 ჩაჭრა), ჰარდუეი (14), სტაუდმაიერი (10), სმიტი (10).

დ: ნოვიცკი (16+5 პასი), ელისი (14+6 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (13+6 პასი), ბარეა (10+5 პასი).

ნიუ ორლეანი-იუტა 119:111

20:26, 33:30, 25:33, 41:22

ნ-ო: დევისი (31+9 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (28), ტ. ევანსი (19+6 პასი), რივერსი (12), აშიქი (10+3 დაფარება).

ი: კანტერი (29+7 მოხსნა), ჰეივორდი (17+5 პასი), ბერკი (16+6 მოხსნა), ბერკსი (16), ეკზამი (12), ბუკერი (10).

საკრამენტო-ოკლაჰომა 92:104

20:34, 34:27, 17:20, 21:23

ს: გეი (22+6 მოხსნა), ლენდრი (14), სეშენსი (11), მაკლემორი (10).

ო: უესტბრუკი (32+6 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), დურანტი (26), მოროუ (10), ადამსი (5+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის დაძაბული ფინალი: 2 ოვერტაიმის შემდეგ "ტორონტომ" სხვაობა შეამცირა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
მარკ გასოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობაზე ისაუბრა
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: აფეთქება სან ანტონიოში
NBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]
გასოლის ამერიკული თავგადასავალი დასრულდა