საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევმა თავისი ყოფილი კლუბი, "საბურთალო" მოინახულა, სადაც ბავშვობა გაატარა
საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია, რომელმაც რუმინული "კლუჟი" ცოტა ხნის წინ დატოვა, ამჟამად სამშობლოში იმყოფება. 22 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ესტუმრა და ის გარემო და მწვრთნელ-ხელმძღვანელები მოინახულა, სადაც ბავშვობა გაატარა და პროფესიულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა

კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჭანტურიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც მცირე ცვლილებით გთავაზობთ:

- ყველაფერი ძალიან კარგად და ლამაზად მახსენდება. რომელ გუნდშიც უნდა ჩავირიცხო, რასაც უნდა მივაღწიო, ვერაფრით დავივიწყებ იმ დროს, იმ წლებს, რომელიც "საბურთალოსთან" ერთად გავატარე.

ამ კლუბის ხელმძღვანელები ჩემი მეგობრები არიან - ტარიელ ხეჩიკაშვილი, კახა და ქართლოს ჭუმბურიძეები, კახა კაშია... სწორედ ამ ადამიანების დიდი დამსახურებაა, რომ ფეხბურთს ვთამაშობ. "საბურთალო" ჩემს გულში არის და მუდამ იქნება.

- რამდენი წლის იყავით, როდესაც "საბურთალოს" სკოლაში მოხვდით?

- კარგად მახსოვს, 12 წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლის კარები შემოვაღე. "საბურთალოში" სათამაშოდ საფეხბურთო აკადემია "ოლიმპიდან" გადმოვედი. აქ რამდენიმე წელი ვითამაშე, რომელიც მართლაც დაუვიწყარი იყო, შემდეგ კი ესპანურ გრანდში, "ბარსელონაში" აღმოვჩნდი.

რა თქმა უნდა, მოულოდნელი და სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, კარგა ხანს ვერ ვაცნობიერებდი, თუ რა დონის კლუბში მოვხვდი. იშვიათად, რომ მოზარდი ჩაირიცხოს ისეთ დიდ, მსოფლიოს დონის კლუბში, როგორიც "ბარსაა".

- რახან ბარსელონაზე" საუბრობთ, აქვე შეგეკითხებით - ახლანდელი გადასახედიდან, შეცდომა ხომ არ იყო ესპანეთიდან წამოსვლა?

- ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო - არ უნდა წამოვსულიყავი და უნდა დავრჩენილიყავი "ბარსელონაში".

წარმოიდგინეთ, როგორ გარემოში მიწევდა თითოეული ვარჯიშისა თუ თამაშის გამართვა, რა პირობებში ვიყავი, როგორ ლეგენდებთან მქონდა ურთიერთობა. ამასთან ერთად, როცა თამაშის საშუალება მომეცა, გოლებიც შევაგდე და ურიგოდ არ გამოვიყურებოდი. თან მაშინ მართლაც პატარა ვიყავი...

ესპანეთის ჩემპიონატი მაღალი დონის პირველობაა, გახსნილ, სწრაფ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.

- "ვიტესში", შემდეგ კი "კლუჟში ითამაშეთ. როგორ შეადარებთ ამ ორ გუნდს და რა სხვაობებია?

- ჰოლანდიაში ბევრად კარგი პირობებია, ვიდრე რუმინეთში, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობაა ჩემპიონატებს შორის. რუმინეთში ბევრად რთულია თამაში, იქ ძალისმიერ, შედარებით ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. მაღალი დონის გუნდები არიან "სტიაუა", ბუქარესტის "დინამო", "კლუჟი" და კიდევ რამდენიმე. უბრალოდ, ახლა გარკვეული კრიზისია და ეს იქაურ ჩემპიონატსაც დაეტყო.

რაც შეეხება ჰოლანდიას, ბევრად იოლია თამაში, აქცენტი შეტევაზეა გადატანილი. ხშირად არის მატჩები, როდესაც 4-5 გოლი უპრობლემოდ გადის. ძირითადად, "აიაქსი" და პსვ ბატონობენ, იშვიათად, რომ ამ დიდ კლუბებს რომელიმემ გაუწიოს კონკურენცია.

- "კლუჟში" მეორედ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდით. ალბათ, ახლა უფრო გაგიადვილდებოდათ...

- დიახ, უკვე ნაცნობი ადგილი და გარემო იყო. ენის მხრივ, არც ადრე მქონია პრობლემა, რადგანაც ვფლობდი ინგლისურს, ახლა კი ოთხი ენა ვიცი. ახლანდელი სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია - გოლებიც გავიტანე, რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოვხვდი.

- ორივე კლუბს ფანების დიდი არმია ჰყავს. გვიამბეთ ჰოლანდიელი და რუმინელი გულშემატკივრების შესახებ...

- ისინი მართლაც გამორჩეულები არიან. ძნელია, ყველაფერი გადმოგცეთ, რაც თამაშის დაწყებამდე, მატჩის მიმდინარეობისას თუ დასრულების შემდეგ ხდება. ეს ყველაფერი ერთხელ მაინც უნდა ნახოს ადამიანმა, თუ როგორი ზეიმია და როგორ ემზადებიან კონკრეტული მატჩებისთვის. ჩათვალეთ, რომ თითოეული თამაში მათთვის დღესასწაულია.

- არნემის ნოსტალგია არა გაქვთ, სადაც რამდენიმე წელიწადი ითამაშეთ?

- "ვიტესშიც" სასიამოვნოდ მახსენდება ყველაფერი. შეიძლება ითქვას, ჰოლანდიაში შედგა ჩემი, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის დებიუტი. არნემის ნოსტალგია არა მაქვს. რაც "ვიტესიდან" წამოვედი, ორჯერ თუ ვიქნები ნამყოფი, თუმცა გულშემატკივრები თბილად მხვდებიან.

- ეროვნულ ნაკრებზეც შეგეკითხებით - ქვეყნის პირველ გუნდში პირველად რამდენიმე თვის წინ მოხვდით. როგორი იყო სადებიუტო შეკრება, მატჩი?

- ვფიქრობ, რომ ნაკრებში გამოძახებას მანამდეც ვიმსახურებდი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს აზრი არა აქვს. მაშინ მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ, თუმცა როცა გამომიძახა, ბუნებრივია, გამიხარდა. დებიუტის კვალობაზე, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს - კარგად მახსოვს, "მიხეილ მესხზე" ლიხტენშტაინის ნაკრებს შევხვდით, 2:0 მოვიგეთ, ერთი გოლი კი მე გავიტანე. გოლი ლამაზი გამოდგა, რომელიც მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

- ნაკრებზე რას იტყვით, რამდენად ჯანსაღი მდგომარეობაა გუნდში?

- მეგობრული სიტუაცია, კარგი გარემოა, თუმცა შედეგები არასახარბიელო გვაქვს. ვფიქრობ, ქვეყნის პირველ გუნდს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შემტევი და ლაღი ფეხბურთი ითამაშოს, ისეთი, როგორიც ჩვენს გენშია. უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი, როგორიც გულშემატკივარს სიამოვნებს, როგორსაც მიჩვეულები ვართ.

- როგორც ვიცი, ჯერაც გუნდის ძიებაში ხართ. რაიმე კონკრეტულის თქმა ხომ არ შეგიძლიათ?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მოლოდინის რეჟიმში ვარ. იმედია, ეს ყველაფერი მალე კარგად დასრულდება. ახალ წელს სამშობლოში შევხვდები, მოვინახულებ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგა ხანს არ მინახავს. როცა კონკრეტული შემოთავაზება მექნება, ყველაფერს ავწონ-დავწონი, ოჯახთან ერთად განვიხილავ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მივიღებ.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ის მიხედვით

(საიტის ფოტოები)

ქომაგი
დინამოში ჩამოდი ლიგაში იქნებ ითამაშოდ...
zviad
ბარსადან თავისით არ წამოსულა ბიძიკო, ქართველმა ღორებმა მილიონი მოითხოვეს ამაში და იმათმა მილიონი მესიში არ გადაგვიხდიაო. ზონდერ-კომენტატორებო დისპეტჩერებო და პარავადნიკებო ყველას მატარებელი ჩავლილი როგორაა? შავდათუაშვილზეც კი რომ გაბედავს და ამას იტყვის კაცი, შეიძლება არ დაიჯეროთ მარა მართლა დაწერა ეგ კომენტარი ვიღაც საცოდავმა. მატარებელს თქვენ გამოებით, ჩვენს მერანს არ გადაუდგეთ თორემ ჩაგფლოქვავთ საბოლოოდ!
mesebi
ბრექიაობამ დაღუპა ეს ბიჭი.. მე აღარ მჯერა ამის დიდი ფეხბურთის :(
sake
ბარსადან შენით წახვედი?შენ ბიძიკო.....
giorgi
ეს არ იყო იძახდა- აქაო და ვერონასთან 4 წლიანი კონტრაკტი მაქო? ამბიციამ დაგამარხინა დიდი ფეხბურთი. არასერიოზული ხარ . აითვისე რამე სხვა პროფესია
dato
telefonis ra gitxra ?! me ufro mgonia aq ezebs es gunds saqartveloshi )))))
giorgi
ra gawuwunebt kide am fexburtelebs 2000 lariani telefonit ro dadixar kaci sacucuno arunda gqondes araferi
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
გიორგი ჭანტურიას გუნდის უეცარი ნახტომი მე-16 ადგილიდან მესამეზე
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
ფიბა ევროპის თასი. დინამო-კლუჟი [LIVE]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
ლეაო ტრანსფერზეა - "მილანი" პორტუგალიელი შემტევის გასხვისებაზე ფიქრობს
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
iamcalcio.it: ნიკო ლოპესი "ვერონადან" წავა, გიორგი ჭანტურიას საკითხი ჯერ გასარკვევია
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
ლევან ყენიას "დუდელანჟის" მეტოქე გუნდში ჟულიო ბაპტისტა ჩაირიცხა
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა