ესპანეთის ლა ლიგაში 2014 წლის უკანასკნელი ტური "სამეფო კლუბის" გარეშე ჩაივლის
ფოტოზე: პედრო როდრიგესმა ჰეთ-თრიკით თამამი განაცხადი გააკეთა ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე

მადრიდის "რეალისა" და "სევილიას" დაპირისპირება მოგვიანებით გაიმართება. მიზეზი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია, რომლის ფინალშიც "სამეფო კლუბია" გასული.

როგორ ემზადება კარლო ანჩელოტის გუნდი იმ თამაშისთვის, სხვა სტატიაში შეიტყობთ, აქ კი ლა ლიგის დანარჩენი 9 თამაშის შესახებ ვიტყვით - მოიგებს თუ არა "ბარსელონა", "რეალი" მაინც პირველი დაასრულებს 2014 წელს, რადგან ამ ორ გრანდს შორის სხვაობა 4 ქულაა.

2015 - ლუის ენრიკეს წელია

მართალია, ლუის ენრიკეს გუნდი ვერაფრით დაეწევა "რეალს", მაგრამ მოგების შემთხვევაში, ქულამდე მიუახლოვდება. "ბარსა" "კორდობასთან" დაპირისპირების აშკარა ფავორიტია. 40 წელზე მეტია, ანდალუსიურ კლუბს "კამპ ნოუზე" თამაში არ ღირსებია ლა ლიგაში.

"კორდობა" პრიმერადან 42 წლის წინ გავარდა. 196-72 წლების შუალედში ანდალუსიელები პრიმერაში 8-ჯერ ეწვივნენ "კამპ ნოუს" და რვავე ბრძოლა წააგეს.

მოკლედ, ყველა ფაქტორი "ბარსას" სასარგებლოდ ლაპარაკობს, მათ შორის, ბოლო მათი დაპირისპირებაც სათასო მატჩში - 2013 წელს კოპაზე "ბარსამ" სეგუნდას ბინადარ "კორდობას" 5:0 მოუგო.

ამ მატჩამდე "ბარსა" სამეფო თასის მერვედფინალში გავიდა. ლუის ენრიკეს გუნდს პირველი შეხვედრა 4:0 ჰქონდა მოგებული და "რეკრეატივო" არც საპასუხოში დაენანა - 8:1 მოუგო, ხოლო პედრო როდრიგესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამით მან თამამი განაცხადი გააკეთა ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე. ფაქტია, ლუის სუარესი ჯერ უკბილოდ თამაშობს კატალონიურ გრანდში, ხოლო ნეიმარის თამაში საეჭვოა.

"უესკასთან" მატჩში "ბარსას" გოლკიპერის, ჟორდი მასიპის დებიუტი შედგა, რომელიც გუნდში მესამე მეკარეა. "კორდობასთან" შეხვედრაში კარს ისევ კლაუდიო ბრავო დაუბრუნდება.

ხუთშაბათის ვარჯიშზე არც ნეიმარი ყოფილა და არც დანი ალვეში. ბრაზილიელმა ფორვარდმა კოჭი "ხეტაფესთან" თამაშამდე დაიზიანა, ხოლო მისმა თანამემამულე მცველმა ბარძაყი - "ხეტაფესთან" მატჩისას.

"2014 წელი საკმაოდ რთული წელიწადი გამოდგა ჩვენთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინ ფანტასტიკური თვეები გველის. ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ განწყობილნი, გვჯერა ლუის ენრიკესი და 2015 წელი მისი წელი იქნება", - ეს სიტყვები "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ შობისთვის მიძღვნილ სპეციალურ საკლუბო ვახშამზე თქვა.

ჩინებული წლის დასასრული

მადრიდის "ატლეტიკო" დიდებულ წელიწადს "სან მამეს ბარიაზე" დაასრულებს და სწორედ ორი ათლეტური კლუბის დაპირისპირებაა ცენტრალური ტურში.

გაგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" ბილბაოს "ატლეტიკის" ფანმა სამმა სტუდენტმა დააარსა მადრიდში. ასე რომ, "ატლეტიკოს" ბასკური ფესვები აქვს.

დიდებული წელიწადი ვახსენეთ და მართლაც, დიეგო სიმეონეს გუნდმა დიდებულ შედეგებს მიაღწია 2014-ში - ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ამასობაში, პოლიციამ კიდევ 16 ფანი დააკავა, რომლებიც "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" ფანებს შორის მასობრივ ჩხუბში მონაწილეობდნენ და რომელმაც ერთი გალისიელი გულშემატკივრის სიკვდილი გამოიწვია.

ამბობენ, რომ დაჭერები კიდევ გაგრძელდება.

კონტრა მაინც გაყიდეს

ბოლო ტურში "ხეტაფემ" "ბარსელონას" ქულები დააკარგვინა. რუმინელი მწვრთნელით, კოსმინ კონტრათი კლუბში ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა "გრანადასთან" მადრიდულ კლუბს კონტრა აღარ გაწვრთნის.

საქმე იმაშია, რომ კონტრას "გუანჯოუ ფული" ეპატიჟებოდა და იქ გადავიდა, რაშიც დიდი წვლილი თავად "ხეტაფეს" ხელმძღვანელობას მიუძღვის.

მოკლედ, რუმინელი სპეციალისტი გაყიდეს იმ პირობებით, რომ ორი წლის მერე უკან დაიბრუნებენ. თავი და თავი ამ აბრაკადაბრის "ხეტაფეს" მძიმე ფინანსური სიტუაციაა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური

პარასკევი. 19 დეკემბერი

სელტა-ალმერია 0:1

გოლი: 0:1 ტომერ ჰემედი (17)

შაბათი. 20 დეკემბერი

ბარსელონა-კორდობა 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვერმალენი, ალვეში (?), ნეიმარი (?) - ჰავენაარი (?), ბუსონი, კარტაბია (?)

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 2 თამაში: +2=0-0, (7-0)

ლევანტე-სოსიედადი 21:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: როდასი - გრანერო, მარტინესი (?), აგირეჩე, ელუსტონდო (?), გონსალესი (?), ზალდუა (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +7=6-3, (20-16)

ეიბარი-ვალენსია 23:00

დისკვალიფიკაცია: გომეში (ვალ)

ტრავმა: ბერხონი (?), ხიმენესი (?) - იბანიესი, კოშტა

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

ვალეკანო-ესპანიოლი 01:00

დისკვალიფიკაცია: კანიასი (ესპ)

ტრავმა: ფატაუ, კობენიო, კასტრო - კაისედო (?), ფუენტესი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 20 თამაში: +4=6-10, (21-39)

კვირა. 21 დეკემბერი

ვილიარეალი-დეპორტივო 15:00

დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო (დეპ)

ტრავმა: მუსაჩიო, კანი (?), იოკიჩი, პერესი - ლუკასი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +9=4-11, (26-32)

გრანადა-ხეტაფე 20:00

დისკვალიფიკაცია: ხუან კარლოსი (გრ)

ტრავმა: როჩინა, მაჩისი, სილვესტრი (?) - ელუსტონდო (?)

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +2=2-2, (8-8)

ელჩე-მალაგა 22:00

დისკვალიფიკაცია: სუარესი - ველიგტონი, სამუელი, როსალესი

ტრავმა: ხიმენესი, მუდინგაი (?), ერერა - პერესი (?), ფერეირა, ჩენი, სანჩესი, ხიმენესი (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 თამაში: +3=0-3, (5-6)

ბილბაო-ატლეტიკო 00:00

დისკვალიფიკაცია: იტურასპე, ლაპორტი - კოკე, მანჯუკიჩი

ტრავმა: ირაოლა - ანსალდი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 41 თამაში: +13=5-23, (50-73)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩებში 1994 წლიდან

ბომბარდირები: 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 13 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - ნეიმარი (ბარსელონა); 10 - კარლოს ბაკა (სევილია); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

parfiumer
უყურებთ მაინც ესპანეთის ჩემპიონატს? მე რასაც უყურებ საუკეთესო თუ არა ერთ ერთი საუკეთესო მაინცაა სუარესი... უკბილოდ თუ სუარესი თამაშობს კბილიანად ვინღაა ეგ თქვი შენ :D
gio
გაგახსენებთ, რომ "ატლეტიკო" ბილბაოს "ატლეტიკის" ფანმა სამმა სტუდენტმა დააარსა მადრიდში. ასე რომ, "ატლეტიკოს" ბასკური ფესვები აქვს. ------ეს ნამდვილად ასეა, დავამატოთ რომ ეს სტუენტები ბასკები იყვნენ ბილბაოდან და ფორმაც ატლეტიკისა გამოიყენეს.
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"