გერმანია. XVI ტურის შემდეგ
მე-16 ტურის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო წლევანდელ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. მართალია, იურგენ კლოპის გუნდმა შინ ვერ მოუგო "ვოლფსბურგს", მაგრამ გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩნენ საყვარელი გუნდის თამაშით. განსაკუთრებით აღნიშნავდნენ ფორვარდ ჩირო იმობილეს მაღალი დონის თამაშს.

მატჩის შემდეგ "ბორუსიას" დამრიგებელი მატჩის დადებით მომენტებზე საუბრობდა და აქებდა გუნდს ხასიათის სიმტკიცის გამო.

"სამი კარგი ამბავია. ჯერ ერთი, ცოცხლები ვართ! მეორე - არ დაგვვიწყებია ფეხბურთის თამაში; მესამე - ბრძოლა შეგვიძლია! ამაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. ჩავატარეთ კარგი მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა სულელურად ვიმოქმედეთ მეორე გაშვებული გოლის შემთხვევაში. მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ადგილზე ხარ თუ მეთხუთმეტეზე - ანგარიში 2:2 "ვოლფსბურგთან" მისაღები ვარიანტია. დღეს ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, მაგრამ "ვოლფსბურგმა" ორჯერ გაგვიტანა სტანდარტული სიტუაციიდან, რაც არ უნდა დაგვეშვა. კვირის ბოლოს ბრემენში მივემგზავრებით, რათა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია".

კლოპი ჩირო იმობილეზე: "ჩირომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს საჯარიმოში. მან ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა: ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ასეთივე შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. კიდევ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ბენალიო უმაღლეს დონეზე მოქმედებდა. ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო "ბორუსიას" მაისურით. თამაშის სტილი, რომელსაც შეჩვეული იყო, განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვთამაშობთ. მას დრო დასჭირდა ახალ მოთხოვნებთან შესაგუებლად".

"მწვრთნელმა შესანიშნავი განწყობით გაგვიშვა მოედანზე და ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ყოველთვის დასანანია ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მოგება, მაგრამ უნდა დავინახოთ დადებითი მომენტები: მისწრაფება, სურვილი, ბრძოლის ჟინი - ჩვენ ეს ყველაფერი ვაჩვენეთ. და იგივე უნდა გავაკეთოთ ბრემენში! თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, მეტოქეს ბევრ პრობლემას შევუქმნით. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში - გადავსულიყავი "დორტმუნდში". "ბორუსია" დიადი გუნდია და ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ყველაზე სამწუხაროა გუნდის მდგომარეობა სატურნირო ცხრილში, მაგრამ ეს კრიზისი უნდა გადავლახოთ!" - ასეთი იყო იმობილეს კომენტარი მატჩის შემდეგ.

XVI ტური ციფრებში

178 - ამდენი წაგება დაუგროვდა შინ "ჰამბურგს", რაც ყველაზე მეტია ბუნდესლიგის ისტორიაში.

13 - "ბაიერნი" პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც პირველ წრეში 13 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

3 - 16 ტურში "ბაიერნმა" მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

სერიები

12 - "ფრაიბურგმა" ზედიზედ 12 მატჩი წააგო სტუმრად "ბაიერნთან".

9 - "ბაიერნმა" პირველ წრეში შინ ცხრიდან ცხრა მატჩი მოიგო.

7 - "ჰანოვერი" არასოდეს დამარცხებულა "აუგსბურგთან" - ეს სერია შვიდ მატჩს ითვლის.

8 - "მაინცის" მოუგებელი სერია 8 მატჩამდე ავიდა (4 ფრე, 4 წაგება). დღეისთვის არც ერთ გუნდს არ აქვს ასეთი განგრძლივი უარყოფითი სერია.

გოლები

100 - არიენ რობენმა მე-100 გოლი გაიტანა "ბაიერნის" რიგებში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ფრანკ რიბერის, რომელმაც ამ ზღვარს ორი ტურის წინ მიაღწია.

38 - "ვერდერმა" 16 ტურში 38 გოლი გაუშვა - ეს ბუნდესლიგის ანტირეკორდია.

12 - შტეფან კისლინგმა მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში 12 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი ბუნდესლიგის ყველა მოთამაშეს შორის.

10 - ალექსანდრ მაიერმა კარიერაში მეათე დუბლი შეასრულა, აქედან სამი მიმდინარე სეზონში.

8 - "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ ჩატარებულ 12 მატჩში კისლინგმა 8 გოლი გაიტანა.

7+ - პირველ წრეში ხუთი ისეთი მატჩი იყო, რომელშიც შვიდი ან მეტი გოლი გავიდა. აქედან სამი შემთხვევა ფრანკფურტში დაფიქსირდა: 4:5 "შტუტგარტთან", 5:2 "ვერდერთან" და 4:4 "ჰერტასთან".

4 - პირველად ხოსელუმ ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

3 - ზლატკო იუნუზოვიჩმა სამივე გოლი ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

იუბილეები

500 - შტუტგარტელი ადამ ჰლუშეკის ყვითელი ბარათი მე-500 იყო ამ სეზონში.

50 - პეპ გვარდიოლამ 50-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში. ესპანელს 42 მოგება, 6 ფრე და 2 წაგება აქვს. ორივე მარცხი გუნდმა მაშინ იწვნია, როცა ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა.

სხვადასხვა

1106 - "ბაიერნი" 1106 წუთია არ უშვებს გოლს, როცა მოედანზე რაფინია იმყოფება.

634 - "ჰამბურგის" ფორვარდი პიერ-მიშელ ლასოგა 534 წუთია ვერ ახერხებს გოლის გატანას.

123 - გეიოგ ნიდერმაიერის გაძევება 123-ე იყო "შტუტგარტისთვის" ბუნდესლიგაში - ეს ლიგის ანტირეკორდია.

31 - 16 ტურში მოპოვებული 31 ქულა საკლუბო რეკორდია "ვოლფსბურგისთვის".

14 - "ვერდერს" 16 ტურში 14 ქულა აქვს. გუნდს არასოდეს ჰქონია ასეთი ცუდი ბალანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
იმობილე "ლაციოდან" "ბეშიქთაშში" გადავიდა
იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს