რეკორდმაისტერი ისევ მოიგებს? მანუელ ნოიერს 599 წუთია, გოლი არ გაუშვია
პირველი წრის ბოლო ტურში განსაკუთრებულად გამორჩეული მატჩი არ არის - ბევრ წყვილში ფავორიტი აშკარად მოჩანს და ისინი ეცდებიან, თითქმის თვენახევრიან არდადეგებზე კარგი განწყობით გაემგზავრნონ...

"ბაიერნის" უახლოესმა მდევარმა "ვოლფსბურგმა" ბოლო ორ მატჩში ვერ მოიგო. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ორი ტურის წინ "პადერბორნთან" ფრე.

ახლა "მგლები" ეცდებიან, ეს მინი-სერია შინ "კიოლნთან" მატჩში შეწყვიტონ. ამასთან, არ უნდა დაივიწყონ, რომ "თხები" ქულების უმეტეს ნაწილს გასვლით მატჩებში აგროვებენ (19-დან 13 ქულა).

საერთოდ, "ვოლფსბურგს" ბუნდესლიგის გუნდებს შორის ყველაზე კარგი ბალანსი სწორედ "კიოლნთან" აქვს და ბოლო სამი მატჩიც მოუგო ბურთების შეფარდებით - 8:1.

და კიდევ, "კიოლნს" ერთადერთ მატჩში აქვს "ვოლფსბურგთან" სტუმრად გოლი გატანილი.

მხიარული თამაში უნდა იყოს ლევერკუზენში, "ბაი-არენაზე" ადგილობრივ კლუბსა და "აინტრახტს" შორის. ეს გუნდები 58-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და არასოდეს დაფიქსირებულა 0:0; თან, წელს ყველაზე მეტი გოლი სწორედ ფრანკფურტული კლუბის მატჩებში გადის.

ამის დამადასტურებელია თუნდაც ბოლო ტური, როცა "აინტრახტმა" და "ჰერტამ" 4:4 ითამაშეს.

სხვათა შორის, ეს გუნდები გასულ სეზონში, ასევე დეკემბერში შეხვდნენ ერთმანეთს ლევერკუზენში და მაშინ მარკო რუსის გოლით "აინტრახტმა" 1:0 მოიგო.

რთული მატჩი ელის სტუმრად "აუგსბურგთან" მიონხენგადბახის "ბორუსიას". მათ ექვსმატჩიან დაპირისპირებაში ლუსიენ ფავრის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო, სტუმრად კი არასოდეს გაუმარჯვია.

მატჩის ერთ-ერთი ინტრიგაა "აუგსბურგის" არგენტინელი ფორვარდი რაულ ბობადილია, რომელიც "ბორუსიას" ექსმოთამაშეა. გლადბახელთა რიგებში მან 20 მატჩში 8 გოლი და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.

"აუგსბურგში" არგენტინელის პროდუქტიულობამ იკლო (48 მატჩში 12 გოლი და 13 პასი), თუმცა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ბობადილია აუცილებლად მოინდომებს. თან "აუგსბურგს" მოტივაცია მაღალი აქვს: ოთხი მოგების შემდეგ ზედიზედ ორი წააგო და ამ სერიის შეწყვეტა უნდა. გარდა ამისა, მოგების შემთხვევაში დაეწევა "გლადბახს".

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი - "შალკე" შინ იღებს "ჰამბურგს", რომელთანაც ბუნდესლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი მოგება და გატანილი გოლი აქვს.

სტუმრებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ - ტრავმირებულთა სიას ლასოგა დაემატა, ხოლო ვან დერ ვაარტი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს შეხვედრას.

ორი ტურია "შალკეს" რიგებში გოლი არ გაუტანია კლაას-იან ჰუნტელაარს და მისგან ყველაზე მეტი ხიფათი ელის "ჰამბურგს", რადგან ჰოლანდიელს მომავალი მეტოქისთვის 6 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.

"დორტმუნდი" ვალდებულია, გამარჯვებით დაასრულოს პირველი წრე. იურგენ კლოპის გუნდის მეტოქე უშუალო კონკურენტი - ბოლოადგილოსანი "ვერდერია", რომელმაც უკვე 38 გოლი გაუშვა და "ბორუსიასთან" ზედიზედ ექვსი წაგება აქვს.

თუმცა "დორტმუნდზე" ყოველი ტურის წინ გაიცემა ავანსები, რომელიც შემდეგ არ მართლდება.

სავარაუდოდ, წელს პირველად გამოჩნდება "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში იაკუბ ბლაშჩიკოვსკი.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური

პარასკევი. 19 დეკემბერი

მაინცი-ბაიერნი 1:2

გოლები: 1:0 ელკინ სოტო (21), 1:1 ბასტიან შვაინშტაიგერი (24), 1:2 არიენ რობენი (90)

შაბათი. 20 დეკემბერი

შალკე-ჰამბურგი 18:30

დისკვალიფიკაცია: - ვან დერ ვაარტი

ტრავმა: კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი, ლასოგა

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 92 მატჩი: +35=22-35 (133-145)

ლევერკუზენი-აინტრახტი 18:30

დისკვალიფიკაცია: - აიგნერი

ტრავმა: დონატი, პაპადოპულოსი, რაინარტცი, კრუსი - ვიდვალდი, ჯაპკა, კინსომბი, სამბრანო, ვალდესი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 58 მატჩი: +25=12-21 (96-84)

აუგსბურგი-ბორუსია (მ) 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, მატავჟი, მიოლდერსი - რაფაელი

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 6 მატჩი: +2=3-1 (6-5)

ვერდერი-დორტმუნდი 18:30

დისკვალიფიკაცია: კალდიროლა - სუბოტიჩი

ტრავმა: ბუში, პრიოდლი, ილდირიმი, დი სანტო - პაპასტატოპულოსი, მხითარიანი, როისი, ჟი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 92 მატჩი: +39=16-37 (151-141)

შტუტგარტი-პადერბორნი 18:30

დისკვალიფიკაცია: ნიდერმაიერი

ტრავმა: რიუდიგერი, აბდელაუე, იბიშევიჩი - ქოჩი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

ვოლფსბურგი-კიოლნი 21:30

დისკვალიფიკაცია: - ფოგტი

ტრავმა: ფელიპე, ოხსი - ბრიუკნერი, ჰელმესი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 მატჩი: +10=5-3 (42-21)

კვირა. 21 დეკემბერი

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი - კასტელსი, ზიულე

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 მატჩი: +4=2-2 (11-12)

ფრაიბურგი-ჰანოვერი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ზორგი, დარიდა, სტანკო - ანდრეასენი, ჰოფმანი, ა. ზობიხი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 მატჩი: +4=4-6 (20-26)

ბომბარდირები:

12 - მაიერი (აინტრახტი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), რობენი (ბაიერნი); 8 - ოკაზაკი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი), ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი), სეფეროვიჩი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - თურანი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია