სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა "დინამომ"
სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა "დინამომ".

ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა კოტე ტუღუშის "შსს-აკადემიასთნ" წააგო. შედეგად, სუპერლიგაში არც ერთი გუნდი აღარაა დაუმარცხებელი. ლიდერთა სამეულს - დინამოს, შსს-აკადემიას და რუსთავს- თითო წაგება აქვს.

მიმდინარე ტურის ცენტრალური შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. "შსს-აკადემიამ" სტაბილურად ჩაატარა მთელი თამაში და შესაბამისად, ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ტუღუშის გუნდში ჰარმონიულად თამაშობდა წინა და უკანა ხაზი. ბექა წივწივაძე, გიორგი ცინცაძე და რევაზ როგავა ბურთს სწრაფად და გონივრულად ათამაშებდნენ, შესაბამისად, პასებით მეფარე გიორგი შარაბიძეს ამარაგებდნენ და თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ "შსს-აკადემიის'' უპირატესობა გამოიკვეთა.

დიდი შესვენებისთვის შსს-ელები 6 ქულით იგებდნენ, მესამე მეოთხედში კი გადამწყვეტი ლიდერობა მოიპოვეს, რაც ცინცაძის, წივწივაძის და შარაბიძის შედეგიანი თამაშის წყალობით მოხდა. თავის მხრივ, შესანიშნავად თამაშობდა დინამოელი უკანახაზელი ლაშა გამყრელიძე, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის პასების რეკორდი დაამყარა. მის ანგარიშზე, საბოლოოდ, 16 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.

მხოლოდ გამყრელიძის ზუსტი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატებისთვის. დინამოელთა ბომბარდირმა ბესო ლეჟავამ ჩვეული შედეგიანობა ვერ გამოავლინა და ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატის პირველი წაგებისთვის გაიწირა. ბოლო პერიოდის წინ "შსს-აკადემიას" ლიდერობამ 16 ქულა შეადგინა და ეს უპირატესობა ტუღუშის გუნდმა ხელიდან აღარ გაუშვა. მაქსიმუმი, რაც დინამომ მოახერხა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო.

საბოლოოდ, "შსს-აკადემიამ" დამსახურებულად - 72:66 გაიმარჯვა და ცხრილის სათავეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. აკადემიელებში 21 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი შარაბიძემ დააფიქსირა, 17 ქულა და 7 პასი მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო გიორგი ცინცაძემ პირად ანგარიშზე 12 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი ჩაიწერა. დინამოში 22 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო შედეგი რიჩარდ მათიაშვილს ჰქონდა, გამყრელიძემ 16 პასს 8 ქულა მოაყოლა, ხოლო ილია ლონდარიძემ შეხვედრა ორმაგი დუბლით - 12 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

20.12.14, 14:00

დინამო-შსს აკადემია 66:72

დინამო 20 17 11 18

შსს აკადემია 21 22 20 9

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ანალიზს. იყო რამდენიმე ტაქტიკური მომენტი, რომლისთვისაც არ ვიყავით მზად. თუმცა, კალათბურთში ტაქტიკური მონახაზის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ოსტატობას, რაშიც ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს ჩვენზე მაღლა იდგა. ტაქტიკურადაც ჩვენზე უკეთესად იყვნენ მომზადებული. ხდება ხოლმე, გვქონდა პრობლემები და წავაგეთ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება გამოვიტანოთ დასკვნები და ბოლო ტურს მომზადებულები შევხვდეთ".

კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო როგორც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიურად. საქართველოს თასზე "ქუთაისთან" 2-მატჩიანი სერიაში დავმარცხდით და საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ, მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ლიდერს ვხვდებოდით, რომელსაც აქამდე წაუგებელი სერია ჰქონდა. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და უმეტესწილად ზუსტად შეასრულეს ის, რაზეც ნამუშევარი გვქონდა. ორივე გუნდს აქვს პრობლემები, რაც, ძირითადად, მოკლე სკამს ეხება. ჩვენ გვაკლია გამოცდილი მოთამაშეები, მწვრთნელს თავის საქმე აქვს, თუმცა მოედანზე მოთამაშე გადის და მან უნდა შეასრულოს დავალებები. ამიტომ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოთამაშეებს მოუმატონ და იმედია იანვრისთვის, როგორც ჩვენს, ასევე "დინამოს" გუნდში, უკეთესი სიტუაცია იქნება და მეორე წრეს ბევრად უფრო კარგ ფორმაში შევხვდებით".

რევაზ როგავა ("შსს აკადემია"): "საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა, "დინამო" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და მათ წინააღმდეგ სათამაშოდ სერიოზულად მოვემზადეთ. ვეცადეთ, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით, თამაშში გადმოგვეტანა და ეს შევძელით. იყო შეცდომები, თუმცა ამაზე მუშაობა შეიძლება და შევეცდებით, კიდევ უფრო მოვუმატოთ".

წყარო: superleague.ge

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
სუპერლიგა 2013-14. XIII ტური: ტრანსფორმაცია მეოთხეში
"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!
სუპერლიგა. IV ტური: გიორგი ცინცაძე შსს-აკადემიას გამარჯვებაში დაეხმარა
"შსს-აკადემიამ" პირველი წრე საამაყო გამარჯვებით დაასრულა
"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან
"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა
"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება
სუპერლიგა. I ტური: "მაქაბი" "შსს აკადემიას" გაუძალიანდა