სიჩქარის გადაჭარბებისთვის
ქალაქ ბალტიმორში გაიმართა 18-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, ამერიკელი მაიკლ ფელპსის სასამართლო პროცესი. ლეგენდარული მოცურავე 30 სექტემბერს, მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის დააკავეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ალკოჰოლის დოზა მაიკლის ორგანიზმში დაშვებულზე ორჯერ მეტი იყო.

სასამართლომ ფელპსს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, 18-თვიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ასევე სასჯელი ითვალისწინებს ალკოჰოლიკების ანონიმურ შეკრებებზე დასწრებას.

სასამართლო სხდომის შემდეგ ყველა დროის ყველა ტიტულოვანმა სპორტსმენმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ნანობს საკუთარ საქციელს და გადაწყვეტილი აქვს შეცდომებისგან დასკვნების გაკეთება.

"ბოლო სამი თვე ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება იმათგან, რაც აქამდე მიმიღია. იმედია, ბევრი ახალი რამ გავიგე ჩემს შესახებ და ახლა, არსებობს შესაძლებლობა სწავლისთვისა და ზრდისთვის. ის, რაც გავაკეთე, არასწორი იყო. საკუთარ გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ და იმედია, შევძლებ სიტუაციის გამოსწორებას", - დაწერა სპორტსმენმა.

ფელპსმა აღნიშნა, რომ მის წინაშე ბევრი ამოცანაა, მაგრამ დიდი მხარდაჭერის დახმარებით წარმატებული მომავალის იმედი აქვს. ჩემპიონის თქმით, მან განაახლა ვარჯიშები აუზში და ახალ ამოცანებს ისახავს ცურვაში 2015 წელსა და მომდევნო სეზონებში. "დიდად მადლიერი ვარ მათი, ვინც მხარი დამიჭირა ჩემი ცხოვრების ამ რთულ მომენტში", - დაამატა ფელპსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
Marca: XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები - ფელპსი პირველია, მესი მეშვიდე, რონალდო მეათე
მაიკლ ფელპსი სუიციდს აპირებდა: სიცოცხლის გადარჩენა გაცილებით კარგია, ვიდრე ოქროს მედლის მოგება
ოლიმპიზმი: ვარსკვლავთცვენა Sports Illustrated-ისთვის
მაიკლ ფელპსმა ზვიგენთან წააგო [VIDEO]
მაიკლ ფელპსმა 2,5 მილიონად ვილა იყიდა
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება