დეკემბერში "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" სულ 4 მატჩი გამართა, მაგრამ 21 გოლი გაიტანა. ეს კი თამაშში ხუთ გოლზე მეტია!
მართალია, "ბარსელონამ" ზამთრის ჩემპიონის "ტიტულისთვის" ბრძოლა წააგო, რადგან "ხეტაფესთან" წაიფორხილა, მაგრამ ფაქტია, ლუის ენრიკეს გუნდი შესაშურ ფორმაში შევიდა და მეტოქეთათვის ძალიან სახიფათო გახდა.

დეკემბერში "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" სულ 4 მატჩი გამართა, მაგრამ 21 გოლი გაიტანა. ეს კი თამაშში ხუთ გოლზე მეტია!

"ბარსამ" ჯერ ლა ლიგაში ბარსელონური დერბი მოიგო - 5:1, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაამარცხა "პარი სენ-ჟერმენი" - 3:1, მერე კოპა დელ რეიზე "უესკას" განადგურება მოყვა - 8:1 და ბოლოს, "კორდობას" არანაკლები დღე ელოდა ლა ლიგაში - 5:0. საშუალო მაჩვენებელი "ბარსასთვისაც" კი საუკეთესოა თვეების მიხედვით. ლიონელ მესის ანგარიშზე ამ 21 გოლიდან 6-ია, არადა, არგენტინელს თასის მატჩში არ უთამაშია. ასევე ძალიან პროდუქტიული იყო პედრო როდრიგესი - 5 გოლი.

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც შესაძლოა, ბევრს გამორჩა - ლეო გვაკვირვებს, როცა ისეთ ასპექტებში უმატებს, სადაც თითქოსდა წინასწარ განწირულია - ბოლო 8 გოლიდან მან 5 მარჯვენა ფეხით გაიტანა, რომელიც მისთვის "მუშა" სულაც არ არის. არგენტინელმა ამ სეზონში 23 გოლი გაიტანა და, რა თქმა უნდა, კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

არ წყდება ხმები "მანჩესტერ სიტიში" ლეო მესის შესაძლო გადაბარგების და საერთოდ, "ბარსელონადან" წასვლის შესახებ. ცეცხლზე ნავთივით მოუვიდა სესკ ფაბრეგასს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა მესის ნისლიან ალბიონზე, ოღონდ "ჩელსის" რიგებში.

ახლა ინგლისური გუნდები ჟორდი ალბას გადასწვდნენ. ყოველ შემთხვევაში, ახალი სპეკულაციების მიხედვით, შესაძლოა, მცველმა "ბარსელონას" მაისურა "მანჩესტერ სიტისაზე" გაცვალოს. ალბას კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს კლუბთან. მისი ხელფასი დაახლოებით 3,5 მილიონი ევროა სეზონში.

პროგრესი და ანდრესი

"ბარსა ტვ"-ის გადაცემა "ელ მარკადორში" სტუმრად გუნდის ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა იყო მიწვეული.

"მიზანი ამ ბოლო მატჩებში მიღწეულია, ჩვენ მოგებებს დავუბრუნდით. ძალიან პოზიტიურია, როცა წელიწადს მაჟორულ ნოტზე ასრულებ. ჩვენი მიზანი ყოველ მატჩში სამი ქულის მოპოვებაა. ახლა გუნდში აშკარად პროგრესია თითოეულ ასპექტში. რიტმი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მცირე დრო გვაქვს სულის მოსათქმელად და ეს დრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. 2015-ში კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ და ფანებს გავახარებთ, ეს კი ტიტულებს მოგვიტანს. ჩემი მოვალეობა კი ისევ ისაა - ბევრი ვიშრომო, რომ გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო", - განაცხადა ანდრესმა.

სხვათა შორის, "კორდობასთან" მატჩში ჩავი ერნანდესი "რეალის" ლეგენდა რაულს გაუთანაბრდა - მას ახლა "ბარსას" მაისურით 741 მატჩი აქვს ჩატარებული, იმდენი, რამდენიც რაულს "რეალის" მაისურით.

ნეიმარი 2022-მდე?

ესპანური მედიის ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ხშირად ეკონტაქტება ნეიმარის მამას, რათა ბრაზილიელი ფორვარდი კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს კატალონიურ გრანდში, ვიდრე ეს მიმდინარე კონტრაქტით არის განსაზღვრული.

მოქმედი ხელშეკრულებით, ნეიმარი "ბარსას" 2018 წლის ივნისამდე ეკუთვნის. კლუბს სურს, მას კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელოს. რა თქმა უნდა, ახალი ხელშეკრულება თავისთავად გულისხმობს პირობების გადახედვას, გაუმჯობესების კუთხით. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მხოლოდ 22 წლისაა. ამჟამად ბრაზილიელი ფორვარდი ტრავმირებულია, კლუბის ხელმძღვანელობამ ის საშობაო არდადეგებზე სამშობლოში გაუშვა.

მესის კიდევ ერთი აღიარება

ამასობაში ლიონელ მესი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ამ გამოკითხვას, ტრადიციულად, კუბური სააგენტო "პრენსა ლატინა" აწარმოებს.

მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ახალწვეული ჯეიმს (ხამეს) როდრიგესი. შეგახსენებთ, რომ მესის არგენტინის ნაკრები მუნდიალის ფინალში გავიდა, ხოლო თავად მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "პრენსა ლატინამ" 137 მედიასაშუალება გამოჰკითხა რეიტინგის შესადგენად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mindia
პენალსაც გატან უნდა
giorgi
და კიდევ წელს რონალდუმ მესიზე მეტი გოლი გაიტანა, ხოლო პენალტების გამოკლებით მესი გაცილებით წინ აღმოჩნდა. რონალდუს 15 გატანილი პენალტი აქვს.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად" - ილია თოფურია ლიონელ მესისა და მაიამის "ინტერის" სხვა ვარსკვლავებს შეხვდა [PHOTOS]
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ბარსელონადან" კიდევ ერთი მცველი მიდის? - ყველაფერი ზამთარში გადაწყდება
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"ნაპოლი" "ბარსელონას" მცველის გადაბირებას შეეცდება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მესი პიკეზე ნაწყენია, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უკვე მეოთხე - რატომ უკბინა სუარესმა მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელს [VIDEO]
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ხავიერ მასკერანო MLS-ის გადაწყვეტილებაზე
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს