"წლების მანძილზე იგი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და არანაირი პირობა არ ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა და აი, ახლა სად არის"
ბოლო ტურში "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

მართალია, "ვესტ ბრომვიჩი" "ლოფტუს როუდზე" 2:0-ს იგებდა და "ალბიონის" მთავარ მწვრთნელს, ალან ირვინს მიაჩნია, რომ დიდი უსამართლობა მოხდა, რადგან მისმა გუნდმა ვერ იმარჯვა, მაგრამ ფაქტია, ჰარი რედნაპის ბიჭებმა, უფრო სწორად, ბიჭმა ჩარლი ოსტინმა, დიდებული შემოტრიალება შემოგვთავაზა.

მან პრემიერლიგაში თავისი პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა და უკვე 11 გოლი დაუგროვდა. იგი ჩემპიონატის საუკეთესო ინგლისელი ბომბარდირია.

რედნაპმა ამ მოგებას, თავის გუნდს და პირადად ოსტინს სულ ფანტასტიკური ეძახა და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გამოცდილ მწვრთნელს მშვენივრად ესმის, რომ მარტო ოსტინი ყოველთვის ვერ მოიგებს თამაშებს და იგი იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. ერთ-ერთ ვარიანტად რედნაპი ანდროს თაუნსენდს განიხილავს, რომელსაც "ტოტენჰემში" საერთოდ აღარ აქვს სათამაშო დრო.

"ქუინზპარკელთა" თავკაცს იმედი აქვს, რომ მისი ყოფილი კლუბი 23 წლის გარემარბს მას იჯარის წესით დაუთმობს. ისიც გავიხსენოთ, რომ 2012/13 წლების სეზონში თაუნსენდი უკვე იყო ქპრ-ში განათხოვრებული და მშვენივრად ითამაშა.

თავად ოსტინმა ის ბურთი დაისაკუთრა და სამახსოვროდ შეინახა, რომლითაც "ვესტ ბრომვიჩს" 3 გოლი გაუტანა და მასთან ერთად სურათიც გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა და ყველას წინასწარ მიულოცა შობა.

ახლა ოსტინს, "ბარნლიდან" ქპრ-ში გადასვლის მერე, 52 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.

"ჩარლის შეუდარებელი ისტორია აქვს. წლების მანძილზე იგი სამოყვარულო დონეზე თამაშობდა და არანაირი პირობა არ ჰქონდა, მაგრამ არ დანებდა და აი, ახლა სად არის.

მას ჩინებული თვისებები აქვს და უკეთესს ამ ბიჭში ვერც ვერაფერს ინატრებ. იგი ყველასთვის სამაგალითოა", - განაცხადა რედნაპმა.

"ნახეთ, სად იყო ადრე და სად არის ახლა. მისი გოლის ალღო შეუდარებელია, ოსტინი კარგი დამგვირგვინებელია, მაგრამ ჩარლის ასევე ძალიან ეხმარება გვერდზე მყოფი ბობი ზამორა, რომელიც უფრო უკან იხევს და შავ სამუშაოს ასრულებს", - თქვა ალან შირერმა.

ფილ ნევილი: "ჩარლი ოსტინმა მარტომ ამოიყვანა "ქუინზ პარკი" გასავარდნი ზონიდან.

სიმართლე ითქვას, თავიდან ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რამდენად კარგად ითამაშებდა იგი პრემიერლიგაში, მაგრამ ჩინებულად გამოიყურება და ერთ-ერთი საუკეთესო, სათამაშო ფორმის მხრივ, ფორვარდებს შორის. მისი მაჩვენებლები ფანტასტიკურია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"ასე არ შეიძლება. ერთი და იგივე კუნთის მასა გვაქვს" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელს დასცინა
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სპაერი. ერთი ტაიმიც საკმარისი იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
რედნაპი ავარიის შემდეგ მკვდარი ეგონათ, ექიმმა ზეწარიც გადააფარა; ის გადარჩა, ყნოსვა დაკარგა და სახის ტიკი დარჩა
ფილ ნევილმა სოციალური ქსელების მავნებლობაზე ისაუბრა
"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
ინგლისის ქალთა ნაკრების მწვრთნელად ფილ ნევილი დანიშნეს
ინგლისის ასოციაციის თასი. 1/4-ფინალის წინ: კარგი ჯახი გველოდება
ფილ ნევილი: ვინც მატიჩი გაუშვა, მოსახსნელია
ქპრ: რემზიმდე და რემზისთან ერთად
ტრანსფერი: ოსტინი პრემიერლიგას დაუბრუნდა
"თუ ასე გააგრძელებს, მისი კარიერა მალე დასრულდება" - შირერმა რაშფორდზე ისაუბრა
რედნაპი: თუ გნებავთ, გიჟი მიწოდეთ, მაგრამ მინდა "ლივერპული" ჯერარდმა ჩაიბაროს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელად დევიდ მოიესს დანიშნავენ?
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
73 წლის რედნაპმა შეიძლება ნიგერიის ნაკრები ჩაიბაროს
კრის რემზის "ქუინზ პარკის" გაწვრთნა უნდა
რატომ დატოვა ჰარი რედნაპმა "ქუინზ პარკ რეინჯერსი"?
ფილ ნევილს ქალიშვილმა სთხოვა თავისი სახელი ინსტაგრამზე არ დაწეროს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
უცნობი ქართველი ფეხბურთელები: კახეთიდან "ქუინზ პარკ რეინჯერსამდე"
ჩარლი ოსტინი სამი მატჩით დასაჯეს
რონალდო ბოლო ადგილზე - შირერმა პრემიერლიგის ისტორიაში 5 საუკეთესო გარემარბი დაასახელა
ფეხბურთელები, რომლებიც მალე ინგლისის ნაკრებში გამოჩნდებიან
პრემიერლიგა. გადადებული მატჩი: "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის დუბლით მოიგო
შირერი: ინგლისს ევროს მოგების ასეთი შანსი აღარ ექნება
ჰარი რედნაპი: ბეილი ბუცების თასმებსაც ვერ იკრავს
აუტსაიდერული ისტორია: ყოფნა-არყოფნა? პასუხი ბენტეკეზეა
ინგლისი. პრემიერლიგა: ინგლისის ნაკრების კანდიდატთა დუელი
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
ფილ ნევილი ბექჰემის მაიამის "ინტერის" მწვრთნელი გახდა