საუკეთესო "კლივლენდი"
"ტორონტომ" კარგად გამოიყენა იოლი კალენდარი და ზედიზედ ექვსი გამარჯვება მოიპოვა. ამ სერიაში კანადური კლუბი ხვდებოდა გუნდებს, რომლებსაც გათამაშების ცხრილში უარყოფითი ბალანსი ჰქონდათ. ახლა "რეპტორზს" წინ აქვს ექვსი გასვლითი მატჩი დადებითი ბალანსის მქონე მოწინააღმდეგეებთან.

"ტორონტო" მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა "ნიქსს". პირველ მეოთხედში სტუმრებმა ხუთი სამქულიანი მიიღეს, მთლიანად მატჩში - 14. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა ძალიან დიდი არ ყოფილა - მხოლოდ რვა ქულა, მაგრამ მესამე მეოთხედში ლუ უილიამსმა და ვალანჩუნასმა მოაწყვეს გაქცევა, რის შემდეგაც სხვაობა 16 ქულამდე გაიზარდა და დარჩენილ დროში "ნიუ იორკს" ინტრიგის აღდგენის არანაირი შანსი არ მისცემია. "ნიუ იორკმა" ზედიზედ მეხუთე და ბოლო 16 მატჩში მე-15 შეხვედრა წააგო.

ტორონტო-ნიუ იორკი 118:108

33:25, 25:26, 33:24, 27:33

ტ: ლაური (22+9 პასი+3 ჩაჭრა), უილიამსი (22), ვასკესი (21+5 პასი), როსი (18), ჯონსონი (10+6 მოხსნა), ვალანჩუნასი (10).

ნ-ი: ენტონი (28), სმიტი (16), კალდერონი (15+10 პასი), ოლდრიჩი (11+7 მოხსნა), ჰარდუეი (10).

"კლივლენდმა" სეზონში საუკეთესო რეალიზაცია აჩვენა "მემფისთან" შეხვედრაში: მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს ტონი ალენისა და ზაკ რენდოლფის არყოფნა და 60 პროცენტის სიზუსტით ისროლეს და ეს იმის მიუხედავად, რომ 14-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი მოათავსეს კალათში.

"მემფისს" პირველ ტაიმში მეტოქის 20:6 გაქცევა გამოეპარა, მაგრამ მაინც ხუთი ქულით წააგო პირველი ნახევარი. მესამე მეოთხედში "კავალიერზი" 8:2 გაიქცა, მეოთხეში - 11:3, როცა შეუჩერებელი იყო დიონ უეიტერსი. ამ კალათბურთელმა თავისი 21 ქულიდან 13 ბოლო 12-წუთეულში დააგროვა.

კლივლენდი-მემფისი 105:91

22:19, 30:22, 25:29, 28:21

კ: ჯეიმსი (25+11 პასი), უეიტერსი (21), ვარეჟაო (18+7 მოხსნა), ირვინგი (17+12 პასი), მერიონი (11).

მ: მ. გასოლი (23+11 მოხსნა+5 პასი), ლიუერი (16+7 მოხსნა), კარტერი (12), კონლი (11+5 პასი).

"საკრამენტომ", როგორც იქნა, მოიგო ახალი მწვრთნელის, ტაირონ კორბინის მეთაურობით და შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია. "მეფეებმა" კარგად გამოიყენეს კობი ბრაიანტის პრობლემები რეალიზაციაში (30-დან მხოლოდ 8 ჩაგდებული ბურთი). თამაშის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, როცა "ლეიკერსი" ხუთი ქულით იგებდა საფინალო სირენამდე რვა წუთით ადრე. "საკრამენტომ" ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 10:0 გაქცევა მოაწყო და კომფორტული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მატჩის შემდეგ "ლეიკერსის" მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა განაცხადა, რომ ბრაიანტმა, შესაძლოა, შემდეგი მატჩი გამოტოვოს, რადგან დროა, ვეტერანს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს.

საკრამენტო-ლეიკერსი 108:101

26:23, 26:37, 29:20, 27:21

ს: კაზინსი (29+14 მოხსნა+3 დაფარება), გეი (24+6 პასი), მაკლემორი (23+8 მოხსნა), კოლისონი (19).

ლ: ნ. იანგი (26), ბრაიანტი (25+5 მოხსნა), დევისი (10).

გასაკვირია, მაგრამ "მაიამიმ" მაშინ შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია, როცა მის რიგებში არ იყვნენ ბოში და უეიდი. კარგი გუნდური თამაშის წყალობით, "ჰიტმა" მხოლოდ შეხვედრის სტარტზე მისცა "ბოსტონს" დაწინაურების საშუალება და შემდეგ მუდმივად წინ იყო. მესამე მეოთხედში ფლორიდელთა უპირატესობა 14 ქულას აღწევდა. ამის შემდეგ "ბოსტონი" რვა ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ აქ გაიბრწყინა დებიუტანტმა ჯეიმს ენისმა, რომელმაც ბოლო მეოთხედში 10 ქულა დააგროვა.

მაიამი-ბოსტონი 100:84

28:21, 24:21, 20:19, 28:23

მ: დენგი (23), ჯ. ენისი (16+8 მოხსნა), კოული (15), ჩელმერსი (11+10 პასი), შოუნ უილიამსი (11), ჰასლემი (10+6 მოხსნა).

ბ: ზელერი (22+8 მოხსნა), გრინი (13), ოლინიკი (13).

"ფინიქსი" აგრძელებს თავის პარადოქსულ გამოსვლას. გუნდმა, რომელმაც შინ აღმოსავლეთის თითქმის ყველა აუტსაიდერთან წააგო, ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოიგო. ამჯერად, "სანზმა" დაამარცხა "ვაშინგტონი", რომელსაც მანამდე ზედიზედ ექვსი გამარჯვება ჰქონდა და შინ ცხრა მატჩი არ მარცხდებოდა.

"უიზარდსმა" ჯამში მხოლოდ 11 შედეგიანი პასი შეასრულა, რამაც დაღი დაასვლა შემოქმედებით თამაშს. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მესამე მეოთხედში კი გაისროლა გორან დრაგიჩმა, რომელმაც ექვსიდან ხუთი ტყორცნა მოათავსა კალათში. არიზონელები 13 ქულით გავიდნენ წინ.

შემდეგ სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა, მაგრამ კარგი პასუხი ჰქონდა ერიკ ბლედსოუს, რომელმაც პრაქტიკულად, მარტომ მოაწყო ფინალური სპურტი.

ვაშინგტონი-ფინიქსი 92:104

23:22, 27:28, 21:29, 21:25

ვ: რ. ბატლერი (17+6 მოხსნა), სერაფინი (16), უოლი (14+8 პასი+3 ჩაჭრა), ბილი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), პირსი (12).

ფ: ბლედსოუ (17+9 მოხსნა), მარკიფ მორისი (17), დრაგიჩი (16+6 მოხსნა), გრინი (13), მარკუს მორისი (11), ტომასი (10).

კევინ დურანტის გარეშე "ოკლაჰომამ" შინ ვერ მოუგო "ნიუ ორლეანს". ენტონი დევისმა მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა - 22-დან 16 ტყორცნა მოათავსა კალათში და 38 ქულა დააგროვა.

"ოკლაჰომა" სამ მეოთხედზე მეტი კარგად გამოიყურებოდა და ბოლო 12-წუთეულის შუაში ხუთი ქულით იგებდა და სწორედ აქ ბრუქსის გუნდი ჩავარდა. ანდერსონმა, დევისმა და ევანსმა 10:2 გაქცევა მოაწყვეს, რის შემდეგაც ბოლო სამი წუთი ჩაგდებული ბურთის გარეშე გაგრძელდა.

ოკლაჰომა-ნ. ორლეანი 99:101

28:25, 20:28, 33:23, 18:25

ო: უესტბრუკი (29+5 მოხსნა+8 პასი+3 ჩაჭრა), ჯექსონი (19+6 მოხსნა+5 პასი), ს. ადამსი (12+10 მოხსნა), ჯონსი (12).

ნ-ო: დევისი (38+12 მოხსნა+3 დაფარება), ანდერსონი (14), ტ. ევანსი (12+7 პასი), ჰოლიდეი (11+15 პასი+4 ჩაჭრა), აჟინკა (10), აშიქი (3+12 მოხსნა+3 დაფარება).

მინესოტა-ინდიანა 96:100

17:20, 21:32, 30:23, 28:25

მ: მო უილიამსი (24+10 პასი), მუჰამედი (21+6 მოხსნა), ბადინგერი (13), დიენგო (10+7 მოხსნა).

ი: მაილზი (28+6 მოხსნა), ჰიბერტი (15+8 მოხსნა), უესტი (14), სლოუნი (10+7 პასი), სკოლა (10).

ორლანდო-ფილადელფია 88:96

20:23, 22:14, 18:27, 28:32

ო: ოლადიპო (23+3 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (19+17 მოხსნა), ჰარისი (17), ფურნიე (16).

ფ: კარტერ-უილიამსი (21+6 პასი), ნოელი (13+12 მოხსნა), სიმსი (12+12 მოხსნა), კოვინგტონი (11+10 მოხსნა), როტენი (10+7 პასი).

ბრუკლინი-დეტროიტი 110:105

28:18, 25:33, 30:27, 27:27

ბ: პლამლი (21+12 მოხსნა), ჯონსონი (16+7 პასი), ჯეკი (15+10 პასი), ბოგდანოვიჩი (14), ტელეტოვიჩი (13+7 მოხსნა), გარნეტი (10)

დ: კოლდუელ-პოუპი (20+6 მოხსნა), დრამონდი (18+20 მოხსნა), მონრო (16+8 მოხსნა), სმიტი (13+6 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), მიქსი (13), ჟერებკო (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამქულიანები ლილარდისაა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
რაზე ჭორაობენ NBA-ში: გულუხვი წინადადება ტაირიკ ევანსს, კევინ მარტინი იცვლება
კევინ დურანტი კარიერას "ჰიუსტონ როკეტსში" გააგრძელებს
გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო