პრემიერლიგა. XX ტური: „სტემფორდ ბრიჯზე“ ქომაგმა იხილა უშნო, უფანტაზიო, მაგრამ მაინც გამარჯვება და „ჩელსისთვის“ სწორედ ეს იყო მთავარი

როგორც იქნა! „სტემფორდ ბრიჯზე“ ქომაგმა იხილა უშნო, უფანტაზიო, მაგრამ მაინც გამარჯვება და „ჩელსისთვის“ სწორედ ეს იყო მთავარი - „ლურჯებს“ ასეთი საზიზღარი პერიოდი ხომ ათი წელიწადია არ ჰქონიათ. ახლა, ისინი იმედოვნებენ, რომ „ბოლტონთან“ გამარჯვებით ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ფლირენ მალუდამ გაიტანა - ფრანგი გოლს მოწყურებული გახლდათ, ორი თვე არ შეეგდო. ბურთი ძელს გაარტყა დიდიე დროგბამ, ოღონდ აფრიკელს იმავე ბურთის გამოტანა თავისი კარის ხაზიდანაც მოუხდა - „ბოლტონს“ თავისი წილი მომენტები ჰქონდა და შეეძლო შეხვედრა ფრედაც დაესრულებინა.

აი, „არსენალი“ კი ტრადიციისამებრ ხან ძლიერია და ხანაც ისეთს ჩაიდენს... ამჯერად, „მეთოფეებმა“ კაცნაკლულ „უიგანს“ ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს. არა, თუ გასულ სეზონს შევადარებთ ახლა უკეთ არის საქმე. მაშინ არსენ ვენგერის გუნდმა ორგოლიანი უპირატესობა გაფლანგა და 3:2 წააგო, მაგრამ საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ თითქმის ჯიბეში ჩადებული ქულები რომ ამოუღეს, რად უნდა ლაპარაკი. თან, რა მწარეა – საბედისწერო გოლი არსენალელმა სებასტიან სკილაჩიმ საკუთარ კარში შეაგდო. როგორც გითხარით, ამ ეპიზოდამდე „უიგანს“ შარლ ნ’ზოგბია გაუგდეს. მიზეზი: ჯეკ უილშერს მწარე სიტყვები რომ გაუცვალა, მერე სახესთან თავიც მიუტანა. ცნობისათვის: ამ შეხვედრაში ვენგერმა 8 კაცი შეცვალა იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ორშაბათ საღამოს „ჩელსის“ მოუგო 3:1.

და ტრადიციული ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთა კიდევ ერთი იმედგაცრუება „ლივერპული“... მერსისაიდელებმა შინ წააგეს, თანაც არ იკითხავთ ვისთან? იმ მომენტისთვის ბოლო ადგილზე მყოფ „ვულვერჰემპტონთან“. გამართლება ყოველთვის მოინახება. დამთავრდა თუ არა თამაში, ხელად ითქვა, ყველაფერი თოვლის ბრალია, „ლივერპულს“ თამაშები გადაუდეს და 18 დღის განმავლობაში პრაქტიკა აკლდაო, მაგრამ შინ, „ვულვზთან“? სტატისტიკის წიგნებში წერია, რომ „ვულვერჰემპტონმა“ „ენფილდზე“ ბოლოს 27 წლის წინ მოიგო. ეტყობა, ამ 27 წლის განმავლობაში სულ კარგი ამინდი იყო.

და ისევ გაისმა ტრიბუნებზე „ლივერპულის“ სათავეში კენი დალგლიშის მიყვანის მოთხოვნა. „ჰოჯსონი ინგლისის ნაკრებში!“ - მწარედ ხუმრობდენ ფანები.

ჩელსი-ბოლტონი 1:0

ჩელსი (4-3-3): ჩახი – ბოსინგვა (90. ფერეირა), ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული – ესიენი, რამირესი, ლემპარდი – ანელკა (90. კალუ), მალუდა, დროგბა

ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი – რიკეტსი, ნაითი, გ. კეჰილი, პ. რობინსონი – როდრიგო (72. კლასნიჩი), ჰოლდენი (82. მ. დევისი), მუამბა, ტეილორი (78. მ. პეტროვი) – კ. დევისი, ელმანდერი

გოლები: 1:0 მალუდა

გაფრთხილება: ივანოვიჩი - ტეილორი

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-25; კარში დარტყმა: 15-10 (6-3); თამაშგარე: 10-3; ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 40 982

უიგანი-არსენალი 2:2

უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი – სტამი (86. ფიგეროა), ალკარასი, კოლდუელი, გოჰური – ნ’ზოგბია, ტომასი, უოტსონი, კლივერლი – დიამე (72. მაკარტური), როდალეგა

არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი – სანია, კოშელნი, სკილაჩი, ებუე – ბენდტნერი, დიაბი (27. უილშერი, 83. უოლკოტი), დენილსონი, არშავინი (83. ნასრი) – როსიცკი, შამახი

გოლები: 1:0 უოტსონი (18-პენ), 1:1 არშავინი (39), 2:1 ბენდტნერი (44), 2:2 სკილაჩი (81 ს.კ.)

გაფრთხილება: კოლდუელი (უიგანი)

გაძევება: ნ’ზოგბია (79-უიგანი)

კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-11; კარში დარტყმა: 8-17 (5-6); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 17 014

ლივერპული-ვულვვერჰემპტონი 0:1

ლივერპული (4-4-2): რეინა – გ. ჯონსონი, შკრტელი, კირიაკოსი, კონჩესკი (74. ფაბიო აურელიო) – მეირელეში (73. ჯ. კოული), ლუკასი, ჯერარდი, კუიტი – ტორესი, ნგოგი (63. ბაბელი)

ვულვერჰემპტონი (4-5-1): ჰენესი – ზუბარი, ბერა, სტირმენი, ელოკობი – ჯერვისი (89. ედუარდსი), მილიაში, ფოული, უორდი (78. ს. ფლეტჩერი), ჰანტი – ებანკს-ბლეიკი

გოლები: 0:1 უორდი (56)

გაფრთხილება: გ. ჯონსონი - ელოკობი

კუთხური: 2-8; ჯარიმა: 8-11; კარში დარტყმა: 13-8 (3-2); თამაშგარე: 5-4; ბურთის ფლობა: 56%-44%

მაყურებელი: 41 614

1. იუნაიტედი 18 10 8 0 39:17 38

2. სიტი 20 11 5 4 32:16 38

3. არსენალი 19 11 3 5 39:22 36

4. ჩელსი 19 10 4 5 33:15 34

5. ტოტენჰემი 19 9 6 4 29:23 33

6. ბოლტონი 20 7 8 5 32:26 29

7. სანდერლენდი 20 6 9 5 21:22 27

8. ბლექპული 17 7 4 6 26:29 25

9. ბლექბერნი 20 7 4 9 26:31 25

10. სტოკი 19 7 3 9 23:24 24

11. ევერტონი 19 4 10 5 21:22 22

12. ლივერპული 18 6 4 8 21:23 22

13. ნიუკასლი 19 6 4 9 28:31 22

14. ვესტ ბრომვიჩი 19 6 4 9 25:34 22

15. ასტონ ვილა 19 5 5 9 20:34 20

16. უიგანი 19 4 8 7 17:31 20

17. ბირმინგემი 18 3 10 5 18:21 19

18. ფულჰემი 19 3 10 6 19:23 19

19. ვულვზი 19 5 3 11 20:32 18

20. ვესტ ჰემი 20 3 8 9 20:33 17

ბომბარდირები: 14 – ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 12 – ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 9 –კეჰილი (ევერტონი), ელმანდერი (ბოლტონი); 8 - მალუდა (ჩელსი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 7 – ბენტი (სანდერლენდი), შამახი (არსენალი), დროგბა (ჩელსი); 6 – დევისი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი).

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...