მაგათს ტურინში უკვე გაგზავნილი ჰყავდა მსტოვრები, „იუვეს“ სპორტული დირექტორი კი რაკიტიჩის მრჩეველს ესაუბრა

ამას წინათ გაცნობეთ, რომ „შალკეს“ მენეჯერსა და მთავარ მწვრთნელ, ფელიქს მაგათს ტურინის „იუვენტუსის“ საყრდენი ნახევარმცველის, მოჰამედ სისოკოს გადაბირება უნდა, რაც თვითონ ფელიქსმა ოფიციალურად დაადასტურა. სამ დღეში საქმემ წინ წაიწია. იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, „შალკე“ და „იუვენტუსი“ ორივე მხარისთვის სარფიან გარიგებას ამზადებენ: სისოკო შეიძლება ივან რაკიტიჩში გაიცვალოს. მაგათს ტურინში უკვე გაგზავნილი ჰყავდა მსტოვრები, ხოლო „იუვეს“ სპორტული დირექტორი ფაბიო პერატიჩი პირადად ესაუბრა რაკიტიჩის მრჩეველს.

რაკიტიჩის აგენტი არ მალავს, რომ ტურინელები მისი კლიენტით მართლაც არიან დაინტერესებულები, მაგრამ იქვე დასძენს, რომ სავარაუდოდ იანვრის მეორე ნახევრამდე არაფერი გადაწყდება. მისივე თქმით, რაკიტიჩისთვის პირველი ვარიანტი მაინც „შალკეა“, მაგრამ მისი კლიენტი „იუვენტუსის“ დარ გრანდში გადასვლაზე უარს ნამდვილად არ იტყვის - მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მისცემენ.

ფაქტი ის არის, რომ მაგათს მაღალი კლასის საყრდენი ნახევარმცველი სჭირდება, ტურინელებს კი რაკიტიჩის ტიპის შუამარბი არ ჰყავთ. მართალია, „ბებერი ქალბატონის“ თავკაც ლუიჯი დელ ნერის ტიპური გამთამაშებელი არ სჭირდება, რადგან „იუვეს“ კლასიკური 4-4-2-ით ათამაშებს, მაგრამ რაკიტიჩს საყრდენის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში, ფლანგზეც დადგება. „იუვენტუსი“ სისოკოს 7 მილიონ ევროდ აფასებს და ზუსტად ამდენივეს ითხოვს „შალკე“ რაკიტიჩში.

ამასობაში, გელზენკირხენულმა კლუბმა ჯერმეინ ჯონსიც (ასევე საყრდენი ნახევარმცველი) ტრანსფერზე დააყენა. „შალკეში“ სხვა ტრანსფერიცაა მოსალოდნელი - 21 წლის მარიო გავრანოვიჩს, რომელიც ასევე ვერ ჩაჯდა მაგათის გემოვნებაში, „ზანკტ პაული“ ეპატიჟება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ „შალკედან“ თავდამსხმელ ერიკ იენდრიშეკის წასვლაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ახალგაზრდა სლოვაკი თავდამსხმელი, რომელიც „ხუმარებმა“ ზაფხულში „კაიზერსლაუტერნიდან“ გადაიბირეს, სეზონის მეორე ნახევარს განათხოვრების წესით „პანათინაიკოსში“ გაატარებს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე