ქარელში საქართველოს სამბოს ჩემპიონატი გაიმართა
შარშანდელი და წლევანდელი მსოფლიოს სამი ჩემპიონი, ევროპის წლევანდელი ერთი ჩემპიონი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის სამი პრიზიორი, ანუ ყველა უძლიერესი მონაწილეობდა ქარელში სამბოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში.

ეს იყო სეზონის დასკვნითი ასპარეზობა, რომელმაც გარკვეულწილად წარმოაჩინა კიდეც ის სამბისტები, რომლებიც 2015 წლის პირველივე თვიდან ჩაებმებიან საერთაშორისო ტურნირებში, გაზაფხულზე კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა - გენადი ჩირგაძემ (52 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნაკრების მწვრთნელებთან შეთანხმებით, ქარელში, ზედა წონით კატეგორიებში იჭიდავეს. ჩირგაძემ აქაც იჩემპიონა, ჩიდრაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილიც (68) ზედა წონაში გამოვიდა და მესამე პრიზიორი გახდა.

გააზრებული ორთაბრძოლებით მოწონება დაიმსახურა ახალგაზრდა საგარეჯოელმა ირაკლი კუპატაძემ (57), რომელიც მხოლოდ ფინალში დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონ გენადი ჩირგაძესთან.

გამორჩეულად დაძაბული ორთაბრძოლები იყო 62, 74 და 90 კილოგრამ წონითი კატეგორიების ფინალში.

წარმატებით დაუბრუნდა ხალიჩას ევროპის 2008 წლის ჩემპიონი, დედოფლისწყაროელი ლევან წიკლაური (82), რომელიც საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

მძიმე წონაში კი მეორე წელიწადია ზედიზედ იზეიმა ჩემპიონობა ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა.

ჩემპიონატი საუცხოოდ იყო ორგანიზებული (მთავარი მსაჯი გიორგი ბერუაშვილი).

სამბოს ფედერაციამ ქარელშივე დაასახელა და დააჯილდოვა კიდეც 2014 წლის საქართველოს საუკეთესო სამბისტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57). ახალგაზრდებს შორის საუკეთესოდ ცნო ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი თორნიკე ჭოველიძე (68), ხოლო ჭაბუკთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ირაკლი კუპატაძე (52).

წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი.

მადლობის სიგელებითა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ სამბოს ერთგული და ღვაწლმოსილი მწვრთნელები - გივი სარდანაძე (ქუთაისი) და ზურაბ ტუღუში (ფოთი).

კვარცხლბეკი

52 კგ. 1. გივი ნადარეიშვილი (ფოთი), 2. ლევან ბერბერაშვილი (თიანეთი), 3. იმედა არაბული (ახმეტა), 3. რომან თურქაძე (ყვარელი).

57 კგ. 1. გენადი ჩირგაძე (ქუთაისი), 2. ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო), 3. დავით გეჯაძე (კასპი), 3. სოლომონ თედიაშვილი (საგარეჯო).

62 კგ. 1. შმაგი ლაგაზაური (ახმეტა), 2. ზვიად ოდოშაშვილი, 3. ვახტანგ ჩიდრაშვილი (ორივე - კასპი), 3. ილია ტყეშელაშვილი (ქუთაისი).

68 კგ. 1. ბექა ტუღუში (ფოთი), 2. მინდია ლილუაშვილი (ზესტაფონი), 3. კახა ცაგარელი (ყვარელი), 3. ლევან ჩუბინიძე (ზესტაფონი).

74 კგ. 1. კახა მამულაშვილი (კასპი), 2. ბესარიონ ბერულავა (ზუგდიდი), 3. ომარ ნიაზაშვილი (თბილისი), 3. ლევან ნახუცრიშვილი (მცხეთა).

82 კგ. 1. ლევან წიკლაური (დედოფლისწყარო), 2. ზაურ გაგნიძე (რუსთავი), 3. გიორგი გასიტაშვილი (გორი), 3. გიორგი გულიაშვილი (ყვარელი).

90 კგ. 1. დავით კარბელაშვილი (გორი), 2. პაატა ღვინიაშვილი (ქარელი), 3. გიორგი კობაიძე (თეთრიწყარო), 3. ნიკო კუცია (ფოთი).

100 კგ. 1. დავით ლორიაშვილი, 2. გიორგი ქავთარაძე (ორივე - გარდაბანი), 3. რეზო წულუკიძე (ბათუმი), 3. უშანგი გასიტაშვილი (გორი).

+100 კგ. 1. ბექა ბერძენიშვილი (ახალციხე), 2. გიორგი ზაქარიაძე (სამტრედია), 3. სლავა რეზესიძე (დმანისი), 3. ონისე ბუღაძე (საჩხერე).

გაბრიელ ბარჯაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე