მამის ნაკვალევზე - კარიერის დასაწყისი ნორჩი პილოტისთვის საკმაოდ მხნე გამოვიდა
29 დეკემბერს ზუსტად ერთი წელი შესრულდება იმ მომენტიდან, როცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა საფრანგეთის კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

თითქმის ნახევარი წელი გერმანელმა პილოტმა ქალაქ გრენობლის კლინიკაში კომაში გაატარა.

მოგვიანებით ის ლოზანას ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სექტემბერში კი ოჯახის წევრებმა შვეიცარიაში, საკუთარ სახლში წაიყვანეს, სადაც ლეგენდა ოჯახურ გარემოში აღდგენას განაგრძობს - მეუღლე კორასთან, აგრეთვე შვილებთან - ჯინ-მარისთან და მიკთან ერთად. "წითელი ბარონის" ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კვლავაც მინიმალურია, მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის აღდგენას წლები დასჭირდება.

მერიბელში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის დროს, უფროს შუმახერთან ერთად, თხილამურებით მისი ვაჟი - მიკიც სრიალებდა. რთული წარმოსადგენია, რა გადაიტანა ერთი წლის წინ 14 წლის ბიჭმა, რომელმაც მამის გზა აირჩია და უკვე გამოდიოდა კარტინგში, მაგრამ დიდი ავტორბოლების სამყაროზე ოცნებას, შესაბამის ადრენალინსა და რისკს უმცროსმა შუმახერმა მაინც არ უთხრა უარი.

ავტოსპორტში უყვართ სარბოლო დინასტიები - ცნობილი სახელი ძალიან ხშირად ეხმარება ნორჩ პილოტს წარმატებული კარიერის მოწყობაში. ამის ნათელი მაგალითია "ტორო როსოს" 16 წლის ახალბედა მაქს ვერსტაპენი.

სხვადასხვა სარბოლო სერიაში გამოიჩინეს თავი წარსულში ბევრი ცნობილი პილოტის შვილებმა, ნათესავებმა და ქალიშვილებმაც კი, მაგრამ იშვიათად, რომელიმე მათგანი თავისი ვარსკვლავური ნათესავის დონემდე მისულიყო. მიკ შუმახერისთვის, მისი პიროვნების გარშემო ატეხილი არანორმალური აჟიოტაჟის პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება ლეგენდარული მამის შედეგების გამეორება.

მიუხედავად ამისა, კარიერის დასაწყისი ნორჩი პილოტისთვის საკმაოდ მხნე გამოვიდა.

2014 წელს მიკმა მეორე ადგილი დაიკავა იუნიორებს შორის გერმანიის საკარტინგო ჩემპიონატში - მოიგო ათიდან ორი რბოლა და მხოლოდ სამი ქულა წააგო საერთო ჩათვლის გამარჯვებულთან. ერთი წლით ადრე კი ამავე ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა ერთი გამარჯვებით.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, იუნიორებს შორის გერმანიის ჩემპიონატი მოგებული აქვთ რობერტ კუბიცას, სებასტიან ფეტელსა და ნიკო ჰიულკენბერგს, რომლებიც შემდეგ ფორმულა 1-ის პილოტები გახდნენ. 1987 წელს კი უფროსმა შუმახერმა მოიგო არა იუნიორების, არამედ კარტინგში გერმანიის ძირითადი ჩემპიონატი.

წელს მიკ შუმახერი გამოვიდა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სექტემბერში საფრანგეთის ქალაქ ესეში გაიმართა. ფინალურ რბოლაში ის მეორე ადგილზე გავიდა - წააგო მხოლოდ ბრიტანელ ენაამ აჰმედთან. მასვე ჩამორჩა მიკი ევროპის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში. ეს სერია ოთხი ეტაპისგან შედგებოდა.

"რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემი მეორე ადგილით, - ამბობდა მიკი ესეში რბოლის შემდეგ. - მაგრამ ჩემი მიზანი - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულია. ეს მხოლოდ კარიერის დასაწყისია".

დაახლოებით ორი კვირის წინ 15 წლის პილოტი პირველად დაჯდა ღიასაბურავებიანი ავტომობილის საჭესთან ვალენსიას "რიკარდო ტორმოს" ავტოდრომზე. მან ტესტები გამართა საჯინიბო Mucke Motosports-ის ფორმულა 4-ის ბოლიდით.

"მიკი, რა თქმა უნდა, ნიჭიერია, - აღიარა გუნდის მფლობელმა პეტერ მიუკემ. - მაგრამ აუცილებელი არ არის პილოტი, რომელიც ძალიან კარგად გამოდის კარტინგში, სწრაფი იყოს ფორმულა 1-ის ავტომობილით. საკმარისი არ არის, ხმაურიანი სახელი გქონდეს. საჭიროა, იყო სწრაფი. ამიტომაც შეუძლებელია, მიკს შეფასება მისცე ერთდღიანი ტესტების მიხედვით".

ვარაუდობენ, რომ უმცროსი შუმახერი კარტინგში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, 2016 წელს კი ფორმულა 4-ში დაიწყებს გამოსვლას. ამასობაში, მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა მიკის მომავალზე საუბრისას აღნიშნა: "წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება".

ცნობილია, რომ მიკს იცავენ პრესის ზედმეტი ყურადღებისგან, რადგან აუცილებლად გაახსენებენ იმ უსიამოვნო წუთებს, რაც მან მერიბელში გადაიტანა. წლევანდელ სეზონამდე ის კარტინგში ბეტჩის (შუმახერის მეუღლის - კორინას ქალიშვილობის გვარი) გვარით გამოდიოდა, წელს კი ფსევდონიმად არჩეული ჰქონდა - მიკ ჯუნიორი.

უმცროსი შუმახერი იზრდებოდა ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომელთა გატაცებაც რბოლები იყო. მიხაელის უმცროსმა ძმამ - რალფმა "სამეფო რბოლებში" საჩემპიონო ტიტულამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ფორმულა 1-ში 11 სეზონი გაატარა, მოიგო ექვსი რბოლა და ბევრჯერ ავიდა პოდიუმზე.

ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ რალფმა კიდევ ხუთი წელი DTM-ის სერიაში გაატარა და მხოლოდ 2012 წლის სეზონის შემდეგ გადაწყვიტა საბოლოოდ პილოტის კარიერის დასრულება. მიხაელისა და რალფის ნათესავი სებასტიან შტალი დიდ სიმაღლეებზე ვერ ავიდა, მაგრამ პერიოდულად ჩნდებოდა ტრასაზე. მისი კარიერის პიკი იყო A1 სერიაში გამოსვლა, რომელმაც რამდენიმე წლით შეწყვიტა არსებობა. 2014 წლის ნოემბერში კი ევროთასის ერთ-ერთ ეტაპზე გამოჩნდა.

ასე რომ, მიკი ნამდვილად არ განიცდის ისეთი ადამიანების ნაკლებობას, რომლებისგანაც რჩევის მიღება შეიძლება. ამასთან, ავტოსპორტის სამყარო კვლავაც იმედოვნებს, რომ ოდესღაც სარბოლო ტრასებზე თავისი ვაჟის გამოსვლას თავად უფროსი შუმახერი მიადევნებს თვალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
პატარა შუმის ორი მოგება
სახელგანთქმული მამის კვალდაკვალ - მიხაელ შუმახერის ვაჟი "ფერარის" ბოლიდის საჭესთან [VIDEO]
მიკ შუმახერი: მამა ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო
მიკ შუმახერი: ფორმულა 1 ჯერ ადრეა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
პატარა შუმი უტიტულოდ დარჩა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
მიკი შუმახერი არ აჩქარდება