ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰოჯსონი: როდის აგუგუნდება ენფილდ როუდი?

ჰოჯსონი: როდის აგუგუნდება ენფილდ როუდი?

„ვულვერჰემპტონთან“ 1:0 წაგების შემდეგ „ლივერპულის“ თავკაც როი ჰოჯსონს რისხვის მორიგი ტალღა დაატყდა თავს

„ვულვერჰემპტონთან“ 1:0 წაგების შემდეგ „ლივერპულის“ თავკაც როი ჰოჯსონს რისხვის მორიგი ტალღა დაატყდა თავს.

თამაშის მიმოხილვაშივე მოგახსენეთ, რომ ტრიბუნებიდან ისმოდა ირონიული შეძახილი: ჰოჯსონი ინგლისის ნაკრებში! და, რასაკვირველია, „კოპი“ („ენფილდ როუდის“ ისტორიული ტრიბუნა, რომელზეც განსაკუთრებით მხურვალე ფანები იკრიბებიან) გუნდის მწვრთნელად კენი დალგლიშის მიყვანას ითხოვდა - ჯერ კიდევ ზაფხულზე, როდესაც „ლივერპული“ რაფა ბენიტესმა დატოვა, ხალხს მის შემცვლელად ლეგენდარული სქოთი ესახებოდა.

იმის გასააზრებლად თუ რას ნიშნავდა ამ შეხვედრის შედეგი: „ვულვზს“ „ლივერპულთან“ სტუმრად 1984 წლის იანვრის შემდეგ არ მოუგია! მატჩის ერთადერთი გოლი სტივენ უორდმა გაიტანა. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში, „ლივერპულისა“ და „ვულვზის“ შეხვედრაში უორდი მოედნიდან გააძევეს. ამ გამარჯვების შემდეგ მიკ მაკარტის გუნდი ბოლოსწინა ადგილზე გადავიდა - საბრალო „ვესტ ჰემმა“, შობის შემდეგ ერთი თამაში მოიგო და ერთიც ფრედ ითამაშა, მაგრამ მაინც გადაახტნენ - „ლივერპული“ კი 22 ქულით ცხრილის ძალიან სახიფათო მონაკვეთში ტრიალებს: გასავარდნთა ზონას სულ 3 ქულა აშორებს.

და რით უპასუხა ჰოჯსონმა განრისხებულ ფანობას? - მოთმინებისკენ მოუწოდა მათ:

„მე ტრიბუნიდან შეძახილების მოსმენას შეჩვეული ვარ. რასაკვირველია, ამაში სასიამოვნო არაფერია, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებ და ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთესად გავაკეთო ჩემი საქმე. რაც შეეხება კენის, ის „ლივერპულის“ ლეგენდაა.

ერთი სიტყვით, შეძახილებთან ვერაფერს გავხდები. ასეა, „კოპს“ უკმაყოფილების გამოხატვის თავისი მეთოდი აქვს.

რასაკვირველია, პასუხისმგებლობა ყოველთვის მწვრთნელს ეკისრება. ეს პროფესიის შემადგენელი ნაწილია და მას არ გავურბივარ. ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, ფანების მხარდაჭერაა. დღეს „ლივერპულს“ ყველაზე მეტად სწორედ მხარდაჭერა სჭირდება. რაც „წითლების“ თავკაცი გავხდი, ველოდები, როდის აგუგუნდება „ენფილდ როუდი“ ისე, როგორც ისტორიულად სჩვეოდა, მაგრამ ამას ერთხელაც ვერ ვეღირსე. ბოლოს და ბოლოს ძალად ხომ არ ვაგებთ. განა ყველამ კარგად არ ვიცით, რა დონის ფეხბურთელებიც გვყავს და რისი შემძლენიც არიან ისინი? ამიტომაც, ყველას დახმარებას გთხოვთ, ამისკენ მოგიწოდებთ. ჩვენ თამაშის ხარისხის გარდა საკუთარი თავის რწმენა გვაკლია.

ეს ფეხბურთელები ცუდ ფორმაში ადრეც ყოფილან, მაგრამ მე საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვიცი და იმასაც ვხედავ, რომ ისინი შრომას არ იზარებენ. გუნდი დაუღალავად ვარჯიშობს, რათა მდგომარეობა გამოასწოროს. რასაკვირველია, ამწუთას ცუდი შედეგი გვაქვს - ამას ყველანი კარგად ვხედავთ, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს.

დღეს, თამაშის ტემპი იმაზე გაცილებით დაბალი იყო, ჩვენ რომ ვისურვებდით და გვინდოდა. მართალი გითხრათ ცოტა იღბალმაც ზურგი გვაქცია - წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. 0:0 უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. „ვულვზს“ გაუმართლა, რის გამოც ჩვენ ფანები კიდევ ერთხელ გავანაწყენეთ“.

ამ საღამოს ჰოჯსონისა და მისი შეგირდების მისამართით მარტო „კოპი“ როდი იძახდა მწარე სიტყვებს, არც „ვულვერჰემპტონის“ ფანებმა დააკლეს. ისინი ომახიანად გაიძახოდნენ: „ხომ გრძნობთ, რა ცუდებიც ხართ? ჩვენ სტუმრად გეთამაშებით.“

გამარჯვებულთა თავკაცმა მიკ მაკარტიმ თქვა: „კარგად მახსოვს რა მოხდა შარშან. უორდი გაგვიგდეს. პეპე რეინამ მთელი მოედანი გადმოირბინა, რათა მსაჯს მივარდნოდა და დაერწმუნებინა, რომ სტივი გასაგდები იყო. როგორც ხედავთ, სამართალმა მთელი სეზონი იცადა და ერთი წლის შემდეგ მაინც მოაღწია ჩვენამდე.“

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა