დარეგისტრირებულ დელეგატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ყრილობის თავმჯდომარის არჩევა და ხმის დამთვლელი კომისიის ფორმირება გახდა
ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები ხმაურით მიმდინარეობს.

დარეგისტრირებულ დელეგატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ყრილობის თავმჯდომარის არჩევა და ხმის დამთვლელი კომისიის ფორმირება გახდა.

ყრილობის თავმჯდომარის ფუნქციის შესრულების სურვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მაკასარაშვილმა გამოთქვა, რასაც დელეგატთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

საბოლოოდ, დელეგატები შეთანხმდნენ, რომ ყრილობას ვეტერანი მოჭიდავე თემურ ყაზარაშვილი გაუძღვება.

რაც შეეხება ხმის დამთვლელ კომისიას, დელეგატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თითოეულ პრეზიდენტობის კანდიდატს ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლება. სულ ფედერაციის არჩევნებში 109 დელეგატიდან 106 დარეგისტრირდა. სწორედ დელეგატებმა უნდა აირჩიონ კენჭისყრით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

ყრილობასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე. მის ნაცვლად, ხმის უფლებით ერთ-ერთი დელეგატი, ედიშერ მაჩაიძე ისარგებლებს.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ორი წლის ვადით ირჩევენ.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

დღეს, 26 დეკემბერს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე