„არსენალის“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი მსაჯ ლი პობერტზეა გაბრაზებული - „უიგანთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნაო

„არსენალის“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი მსაჯ ლი პობერტზეა გაბრაზებული - „უიგანთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნაო. ეპიზოდი ასეთი იყო: სამირ ნასრიმ ჯარიმა დაარტყა და ბურთი კედელში მდგომ უფრო სწორედ კი ამხტარ ჯეიმს მაკარტურს აღმართულ ხელზე მოხვდა. ეს, ძალიან თვალსაჩინო გახლდათ.

ესპანელი ვარსკვლავი განრისხდა: „რა განსხვავებაა ამ და იმ ეპიზოდს შორის, „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში რომ იყო? მაშინ, მეც კედელში ვიდექი, ბურთი შემთხვევით მომხვდა ხელზე და ჩვენს კარში მსაჯმა პენალტი დანიშნა. არბიტრებს ძალიან არ უყვართ მათზე რომ ლაპარაკობენ, მაგრამ თავად ირთულებენ ცხოვრებას“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელიც ფაბრეგასმა გაიხსენა „ტოტენჰემის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მომენტი, როდესაც მაშინდელი შეხვედრის არბიტრმა ფილ დოდმა პენალტი დანიშნა ნასრისა და მაკარტურის ახლანდელი ეპიზოდის ზუსტი ასლი იყო. ფაბრეგასმა „თვითერში“ თავის გვერდზე დაწერა: „ვეღარ გავიგე, წესი წესია თუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ გუნებაზე არიან მსაჯები?“

„არსენალის“ თავკაცმა არსენ ვენგერმა განაცხადა: „პირადად მე კარგად ვერ დავინახე რა მოხდა, მაგრამ ნასრი იფიცებს, რომ აშკარა პენალტი იყო.“

თუმცა, „მეთოფეთა“ პრობლემა ერთ ეპიზოდში არ უნდა იყოს. საქმე ბოლო წუთამდე არ უნდა მისულიყო და გუნდი, რომელსაც ინგლისის ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ჯობს გაცილებით სტაბილური იყოს. თან, „არსენალი“ 2:1-ს იგებდა და „უიგანს“ კაცი გაგდებული ჰყავდა – შარლ ნ’ზოგბიას არბიტრმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა – 24 წლის ფრანგი ჯეკ უილშერს გაექაჩა.

მასპინძლებმა ანგარიში სებასტიან სკილაჩის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით გაათანაბრეს.

„მაისში გამოჩნდება, ძვირად დაგვიჯდება თუ არა დღევანდელი ორი ქულა“, - თქვა ვენგერმა.

„უიგანის“ მწვრთნელმა, ესპანელმა რობერტო მარტინესმა კი თავისი ბიჭები შეაქო:

„ჩვენ კაცი გაგვიგდეს, მაგრამ წარბი არ შევიხარეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. ამით ძალიან ვამაყობ“.

ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს