"ბარსელონას" წვლილი უდიდესია იმაში, რომ მე დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ"
საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი, თამაშის მსვლელობისას სკამიდან რამდენჯერმე რომ წამოგახტუნებს. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ჭანტურიაა - ნიჭიერი, ტექნიკური, თამამი, ფინტების მოყვარული, მეტოქის კარზე დაგეშილი.

21 წლის ჭანტურიამ უკვე რამდენიმე გუნდი გამოიცვალა - "ბარსელონის" აკადემიიდან ჰოლანდიურ (არნემი) "ვიტესში" მივიდა, მერე იყო ვლადიკავკაზის "ალანია" და რუმინული "კლუჟი". ამ ზაფხულს გიორგი იტალიურ "ვერონაში" ვარჯიშობდა, თუმცა საბოლოოდ ისევ "კლუჟს" დაუბრუნდა, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ ქრონიკულ უსახსრობას გამოექცა.

გიორგის საკლუბო მომავალი მალე უნდა გაირკვეს. მანამდე კი ჭანტურიას ინტერვიუს ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.

- გიორგი, საინტერესოა, როდის შემოვიდა პირველად ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?

- პირველად დედამ წამიყვანა ფეხბურთზე, "ირაოზე". მაშინ 5 წლის ვიყავი. იმის შემდეგ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და მის გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია.

- ვინ იყო თქვენი ბავშვობის კერპი?

- ერთადერთი კერპი მყავდა ბავშვობაში - ანდრეი შევჩენკო.

- თქვენი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი...

- ალექსანდრე ჩივაძე. მისი თამაშის ცქერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

- რა როლი შეასრულა ოჯახმა თქვენს ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

- უდიდესი! ოჯახის როლს ვერ შევაფასებ. იმიტომ, რომ ის უბრალოდ შეუფასებელია.

- ახერხებდით თუ არა სპორტული ცხოვრებისა და სწავლის შეთავსებას?

- სიმართლე გითხრათ, ვერ ვახერხებდი. აქცენტი თავიდანვე ფეხბურთელობაზე გადავიტანე. მეექვსე კლასიდან გამოვედი სკოლიდან.

- ვინ შეასრულა ყველაზე დიდი როლი იმაში, რომ დღეს ფეხბურთელი ხართ?

- დედამ და მამამ.

- რას ნიშნავს თქვენთვის "ბარსელონას" ფენომენი?

- "ბარსელონა" უდიდესი კლუბია. დაუსრულებლად შემიძლია, მის შესახებ ვილაპარაკო. მოკლედ ასე ვიტყვი: "ბარსელონას" წვლილი უდიდესია იმაში, რომ მე დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ.

- გაიხსენეთ ის დრო, როცა "ბარსელონას" ძირითად გუნდში ვარჯიშობდით....

- ორი კვირა ვივარჯიშე და ის დრო მართლაც დაუვიწყარია ჩემთვის. თუ დამიჯერებთ, ყოველი წამი მახსოვს. ეს მართლაც დაუჯერებელი იყო.

- ვინ არის თქვენთვის ლიონელ მესი?

- ის ჩემთვის უნიკალური ფეხბურთელია.

- "ალანიაში" ყოფნის დროს მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში მომხდარ ჩხუბში თქვენ იყავით მთავარი მოქმედი პირი...

- მაშინ კოკორინი არასწორად მოიქცა. არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. სამწუხაროდ, მეც ვერ შევიკავე თავი. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის.

- არნემის "ვიტესი" რას ნიშნავდა თქვენთვის?

- ჩემი პროფესიული კარიერა სწორედ "ვიტესში" დაიწყო. ბევრი კარგი მახსენდება და ბევრიც - ცუდი. საერთო ჯამში არნემში მაინც კარგი იყო.

- რა ხდება "ვერონასთან" დაკავშირებით?

- მე ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი. არსებობს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. ამიტომ, ჯერ არ ვიცი, სად გავაგრძელებ თამაშს.

- "კლუჟში" არსებულ ფინანსურ კრიზისზე ლეგენდებს ჰყვებიან. რა ხდება სინამდვილეში?

- ცხრა თვეა ზუსტად, რაც ხელფასი არ ამიღია. ცხადია, ასე ვეღარ გაგრძელდება. იანვარში ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს გუნდს, ისევე, როგორც მე, მაგრამ გუნდის მონაგარი მაინც წარმატებულია - მეორე ადგილზეა რუმინეთის ჩემპიონატში და თასის ნახევარფინალშიცაა გასული.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნება?

- ვითამაშო საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგაში თამაში.

- გაიხსენეთ თქვენ მიერ გატანილი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი...

- ასეთად "ნაიმეგენთან" დერბიში გატანილ გოლს დავასახელებდი. "ვიტესს" ამ გუნდთან 12 წელი არ ჰქონდა მოგებული და სწორედ ჩემი გოლის წყალობით გაიმარჯვა. გოლიც ლამაზი გამოვიდა, თუმცა... (იხილეთ ვიდეო)

- რა მოხდა?

- იმ თამაშში წითელი ბარათიც მივიღე...

- სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ჭანტურია?

- არის რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, მაგრამ არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან ერთად მივიღებ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ზვიად
ოთო ძაან ბევრი იცი პროფესიონალიზმზე? სერხიო რამოსმა რომ სკოლის დიპლომი ეხლა აიღო თვალები ხომ არ დაგიბრმავდა?
nikoloz basilaze
მიხეილ მესხი გარდასულ ფეხბურთს ახლაც გვაგონებს გათელილი აქვს ბუცით მინდორი, მიხეილ მესხი ბურთს კვლავ აგორებს შუბლზე აცხია უფლის მირონი. ქარიშხალივით დაქრის მინდორზე მას ხომ ფეხბურთის ღმერთი აბოდებს მიხეილ მესხი იბრძვის დიდგორზე მისი თამაში ელვას გვაგონებს. დაიქუხებს და ელვარებს მეხი მოედანი კი ბრჭყინავს ცის სწორზე, გარღვევაზეა მიხეილ მესხი მცველები ყველა ყრია მინდორზე. ხმა ეროსისა ჟრუანტელს მოგგვრის გულშემატკივართ ზღვა ხმა ღელდება, შეტევაზეა მიხეილ მესხი და მისი გოლი ბადეს ეხვევა. სიმღერა,ცკვა,ცეცხლი ქართულად მისთვის აქ არის ახლა დიდგორი მეტოქეები მიწას გართხმულან დაგლეჯილი აქვთ ბუცით მინდორი. ისმის გუგუნი,ფინტავს მესხურად ფინტების,ფინტთა,ფინტის მესია მცველები ბურთის ძებნით დაღლილან- ფინტების მეფე,მეფე მესხია. ისევ ფინტები და კვლავ შეტევა მეტოქის გუნდი არევაზეა, გული საგულეს აღარ ეტევა მიხეილ მესხი გარღვევაზეა. ნიკოლოზ ბასილაძე
qarTveli
ჭანტურიამ მე მგონი ფეხბურთი დაამთავრა.
gaga
კურნალისტი ნუ არი პადოშ ვარონაში არ უთამაშია ირიცხედებოდა და ვერ გაამართლა და გაანათხოვრეს
ოტტო
ნიჭიერია, მაგრამ უდისწიპლინო და რთული ხასიათის..შეეძლო უფრო მეტის მიღწევა.
PSG
ამდენი ხანია ამას აპიარებენ და ერთი სეზონი სტაბილურად არსად უთამაშია!
Oto
დააკლდება პროფესიონალური მიდგომა აბა რა იქნება, მეექვსე კლასიდან დაუნებებია სწავლას თავი
pele
ქინქლაძე #2.ესეც ისე დაამთავრებს კარიერას, რომ რაიმე წარმატებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს აკლიათ პროფესიონალური მიდგომა.
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"შევჩენკოს დამატება არასდროს მინდოდა" - მოურინიომ უკრაინელის ტრანსფერი გაიხსენა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
უკრაინა საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? - შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს