საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდზე, კლუბსა და სპორტულ იღბალზე ისაუბრა

ჩვენს სხვა ლეგიონერებთან ერთად "ბენდელას თასზე" ითამაშა ნალჩიკის "სპარტაკისა" და ნაკრების თავდამსხმელმა დავით სირაძემ, რომელმაც 2010 წელს ნაკრებში სამი გადამწყვეტი ბურთი გაიტანა, შესარჩევში კი ეროვნულს ექვსიდან ოთხი ქულა სწორედ სირაძის გოლებმა მოაპოვებინა.

- ნალჩიკის "სპარტაკისთვის" სეზონი წარმატებული იყო. თუ არ ვცდები, რაც ეს გუნდი პრემიერლიგაშია, ასეთი მიღწევა ჯერ არ ჰქონია. მეექვსე ადგილი ჩინებული შედეგია. "ზენიტი" თუ თასს მოიპოვებს, მაშინ ევროპის ლიგის საგზურიც გვერგება და ჩვენი გუნდი გაისად ზაფხულში ევროტურნირებზე ითამაშებს.

- საკუთარი თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- სულ 27 მატჩი ჩავატარე, სამი ბურთი გავიტანე და ამდენივე საგოლე პასი გავაკეთე. მეტსაც შევაგდებდი, მაგრამ ცენტრფორვარდად არ ვთამაშობდი, ხან მეორე ფორვარდად ვიყავი გამწესებული, ხანაც ხუთი ნახევარმცველიდან წინწაწეული ვთამაშობდი.

- თქვენი გუნდის აღმასვლამ ბევრი გააკვირვა. მაინც რისი წყალობით აჩვენა ასეთი შედეგი იური კრასნოჟანის გუნდმა?

- სეზონი რიხიანად დავიწყეთ, ძალიან მონდომებულები ვიყავით, ცოტა გაგვიმართლა კიდეც. ალბათ, მეტოქეებიც არ გვაფასებდნენ სათანადოდ. ამ შედეგში უდიდესია მწვრთნელის წვლილი. კრასნოჟანმა დაატკიცა, რომ ბევრს სახელიან მწვრთნელზე არანაკლები გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს. იგი ქვედა ლიგის მატჩებს ესწრება და იქ არჩევს ახალბედებს. ჩვენს გუნდში ახლაც არაერთია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც კრასნოჟანმა ქვედა ლიგაში აღმოაჩინა და პრემიერლიგაში სათანადოდ აათამაშა.

ამიტომაც რუსეთში არა მარტო კარგი მწვრთნელის, არამედ ჩინებული სელექციონერის სახელიც დაიგდო. იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ კრასნოჟანს ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს და ნალჩიკის "სპარტაკთან" შინაც და სტუმრადაც ყველას უჭირს თამაში.

- კრასნოჟანს გარჯა დაუფასდა და მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩააბარეს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ამბიციურ "ლოკომოტივში" მაღალი შედეგის მიღწევას?

- ვფიქრობ, შეძლებს, რადგან ძალიან მონდომებული და მოტივირებულია, არც გამოწვევა აშინებს. ბოლოს გულთბილად დაგვემშიდობა და ყველას წარმატებები გვისურვა.

- ნალჩიკში უკვე ახალი მწვრთნელი გყავთ.

- დიახ, გუნდი ვლადიმირ ეშტრეკოვმა ჩაიბარა. პირადად ჯერ არ ვიცნობ, მაგრამ მასზე ბევრი რამ გვითხრეს, საბჭოთა დროს ნალჩიკის "სპარტაკშიც" თამაშობდა და მოსკოვურ გუნდებშიც, "ლოკომოტივში", "სპარტაკში" და "დინამოში". თავდამსხმელი იყო და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც უთამაშია. ბოლოს ქვედა ლიგის "როსი მოსკვას" წვრთნიდა, მანამდე კი მოსკოვის "ლოკომოტივში" მუშაობდა. საახალწლო არდადეგების შემდეგ შევიკრიბებით, ახალ მწვრთნელს გავიცნობთ და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონშიც წარმატებით ვითამაშებთ.

- ნალჩიკში რჩებით თუ ზამთრის შესვენებისას გუნდს შეიცვლით?

- კლუბთან ჯერაც კონტრაქტი მაკავშირებს და გუნდის შეცვლაზე ჯერ არ ვფიქრობ.

- რუსულ ფორუმებზე დაიწერა, იური კრასნოჟანს ნალჩიკიდან "ლოკომოტივში" რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანა უნდა და მათ შორის დავით სირაძისაცო.

- მხოლოდ ის ვიცი, რომ "ლოკომოტივის" პრეზიდენტმა კრასნოჟანს ჰკითხა, ნალჩიკიდან თუ ვინმეს დამატება გინდა, კლუბთან მოლაპარაკებები დავიწყოთო. ჩვენმა ყოფილმა მწვრთნელმა კი ორაზროვნად უპასუხა, წლეულს არავის დავიმატებთ და გაისად ვნახოთო. ეს პრესაშიც წავიკითხე და ტელევიზიითაც ვნახე. ეს წელიწადი უკვე დასრულდა და მომდევნო წელში ვნახოთ. პირადად მე ჯერ არავინ დამკავშირებია. 7 იანვარს ნალჩიკში ვიკრიბებით და ახალ სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ.

- ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაქვთ, შეგელევათ გუნდი?

- თუ იური კრასნოჟანი ჩემს დამატებას მოინდომებს, ვფიქრობ, ეს საქმე გამოვა. ნალჩიკში მას დიდ პატივს სცემენ და, წესით, უარი არ უნდა უთხრან.

- თქვენს ყოფილ გუნდზეც მინდა გკითხოთ. "აუე" მეორე ბუნდესლიგიდან მთავარ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. კიდევ თუ არიან იქ თქვენი ნაცნობები და მათთან თუ გაქვთ კონტაქტი?

- შემადგენლობა საკმაოდ შეცვლილია და ფეხბურთელებიდან თითო-ოროლას თუ ვიცნობ. ჩემი ყოფილი თანაგუნდელი "აუეში" ახლა მეკარეების მწვრთნელია. მას ვეხმიანები ხოლმე და ბუნდესლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში ვქომაგობ.

- ნაკრების წელიწადიც შევაფასეთ.

- ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების რვამატჩიანი წაუგებელი სერია გასული წლის ერთ-ერთი მთავარ მოვლენად უნდა შეფასდეს. თემურ ქეცბაიამ გუნდს გამაჯვების რწმენა, ტრიბუნებს კი გულშემატკივარი დაუბრუნა.

- ამ რვა შეხვედრაში სამი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანეთ.

- დიახ, ესტონეთთან მეორე შევაგდე და იმ გოლით მოვიგეთ. მალტასთან ერთადერთი ბურთი გავიტანე, ლატვიაში ჩემი გოლით ვიგებდით, მაგრამ ბოლოს გაგვიტანეს.

- ნაკრებში ერთ წელში გატანილი სამი გადამწყვეტი გოლი ჩინებული შედეგია. აშკარაა, იღბლიანი ფეხბურთელი ხართ.

- ფეხბურთში იღბალს მეორეხარისხოვნად სულაც არ მივიჩნევ. შესაძლოა, თავდამსხმელი მონდომებული იყოს, მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდეს გატანას, მაგრამ არ გამოუვიდეს. ყველას სმენია ფეხბურთელებისგან, არ გაგვიმართლაო.

სწორედ ეს არის იღბალი. თუ იღბალი გწყალობს, ის დღე და ის მატჩი შენია. მე ასე ვფიქრობ და ამიტომ, იღბალი ფეხბურთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. გეთანხმებით, ალბათ იღბლიანიც ვარ. თუნდაც იმიტომ, რომ გადამწყვეტი გოლები გავიტანე და არა, ასე ვთქვათ, რიგითი.

- ნაკრების მომდევნო მატჩებზე რას იტყოდით?

- მარტის მატჩები ბევრს გადაწყვეტს. ხორვატიას შინ ვუმასპინძლებთ, ისრაელს ვესტუმრებით. ეს თამაშები ჩემთვის ფინალივითაა. მახსოვს, მალტასთან 93-ე წუთამდე ეროვნული სტადიონის ტრიბუნები სავსე იყო, ხალხი გოლს ელოდა და ბოლომდე არ დატოვა გუნდი. თუნდაც ამის გამო მთელი გუნდი მადლიერი ვართ ჩვენი ქომაგებისა. ყოველივე ამის შემდეგ წარმომიდგენია, რა იქნება ხორვატიასთან მატჩში. იმედი მაქვს, მომდევნო თამაშებშიც არ მოგვაკლდება მხარდაჭერა და ქომაგების გახარებასაც არაერთხელ შევძლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

zhilina
დავით ქართელი ხარ და გაგიმარჯოს ძმობილო შენი ქართველობით!!! მე მახსოვს სჰენი კომენტარი ერთ_ერთი გოლის შემდეგ: ეს გოლი ღვთის წყალობაა და მთელი გუნდის დამსახურებააო!!! ეს სიტყვები ჩემტვის უპრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე გოლი:) გპარავდეთი...ჩვენ ვიყოთ ერთნი... ამინ...
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა