ჩვენს წერილში მოგითხრობთ იმ ექვს მეკარეზე, რომლებიც სხვადასხვა დროს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად იბრძოდნენ
ჯერაც უცნობია, ვის დარჩება უპრესტიჟულესი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო "ოქროს ბურთი".

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ დიდი აღიარებისთვის, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერიც იბრძოლებს. ჩვენს წერილში მოგითხრობთ იმ ექვს მეკარეზე, რომლებიც სხვადასხვა დროს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად იბრძოდნენ...

ლევ იაშინი

1963 წელს მოსკოვის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ "ოქროს ბურთი" მოიპოვა.

იაშინმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში, დაამკვიდრა რა თვისებრივად ახალი სამეკარეო სტილი. გარდა ამისა, ეს ლეგენდარული გოლკიპერი ცნობილია "დინამოსადმი" განსაკუთრებული ერთგულებით.

დინო ძოფი

იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" მეკარე "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტი 1973 წელს იყო, თუმცა მან საბოლოოდ პირველობა იოჰან კრუიფს დაუთმო და მეორე ადგილზე გავიდა.

ივო ვიკტორი

პრაღის "დუკლასა" და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მეკარე 1976 წელს მესამე ადგილზე გავიდა. იმ წელს სანუკვარი ჯილდო ლეგენდარულმა გერმანელმა, ფრანც ბეკენბაუერმა მოიგო.

ოლივერ კანი

გერმანელ გოლკიპერს ორჯერ შეეძლო "ოქროს ბურთის" მოგება - 2001 და 2002 წლებში. პირველ ჯერზე მას მაიკლ ოუენმა და რაულმა გაასწრეს, მეორე შემთხვევაში კი კანი რონალდოსა და რობერტო კარლოსს ჩამორჩა. გერმანული მედია მანუელ ნოიერს ოლივერ კანის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნევს.

ჯანლუიჯი ბუფონი

2006 წელს ბევრი მიიჩნევდა, რომ ჯიჯის ალალად ეკუთვნოდა "ოქროს ბურთი", თუმცა მას იტალიის ნაკრებში მისმა პარტნიორმა და მეგობარმა, ფაბიო კანავარომ აჯობა.

მანუელ ნოიერი

გერმანიის ნაკრების მეკარეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად ორი "უცხოპლანეტელის", კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის კონკურენციის დაძლევა მოუწევს. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა მანუელს რამდენიმე კოზირი აქვს:

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამ ზაფხულს, ბრაზილიაში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. მანუელმა დიდებულად ჩაატარა ოთხწლეულის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირი და ბევრის აზრით, სწორედ ის იყო მთავარი ვარსკვლავი გერმანიის ნაკრებში, რომელიც ისედაც არ უჩიოდა ვარსკვლავების ნაკლებობას.

მეორეც - ნოიერი დღევანდელ ფეხბურთში ახალ სამეკარეო სტილს ამკვიდრებს და ამავე დროს, არანორმალურად სტაბილურია.

მესამე - თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია, უკეთ რომ ვთქვათ, არ არსებობს მეკარე, რომელიც ლიდერის თვისებებით იყოს დაჯილდოებული.

ნოიერის აღიარება დასტური იქნება იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ მესი და რონალდო არ არის. თავად მანუელი ამბიციების ნაკლებობას არ უჩივის და ამბობს, რომ მომავალ მუნდიალზეც ოქროს მედლის მოპოვება აქვს განზრახული.

და ერთიც: გერმანელი კიპერი მშვიდი ადამიანია და ის არასოდეს ეხვევა სკანდალებში.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წინასწარი ინფორმაციით, მესი და რონალდო ფავორიტები კი არიან, თუმცა შანსი ნოიერსაც აქვს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

simartle
ვისაც ეკუტვნის მიიგებს 12 იანვარს...ბევრი ფიკრის გარეშე რონალდოს
ttt
ჯანლუიჯი ბუფონს ოკროს ბურთი მოგებუ აქვს და რატომ არავინ წერს
გიორგი
იქნებ იაშინზე მეტი დაწეროთ ცოტა ვიცით ძალიან
levani
ასიანი ეკუთვნის
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ეპოქა დასრულდა - ნეტავ, რას ფიქრობს ბებია სელია ცაში?
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ამაზე კარგი დრო როდისღა ექნება?" - კანმა ნოიერს ფეხბურთელის კარიერის დასრულება ურჩია
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
კანი: ნოიერი მთიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს - არასოდეს არავის უჯერებს
75 წლის დინო ძოფი - ინტერვიუ ლეგენდარულ მეკარესთან
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘᓡ ᓧᓕᓔᓚᓐ ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓛᓐᓢᓩᓔᓑᓘ, ᓠᓝᓛᓔᓚᓗᓐᓪ ᓥᓕᓔᓧᓜᓔᓑᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ ᓨᓔᓪᓕᓐᓚᓔᓡ
დინო ძოფის ვერდიქტი "ბარსა"-"იუვეს" მატჩზე: რის ქამბექი, რა ქამბექი?!
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონის ფინალისთვის ჰონორარი არ მიმიღია
"რეალს" სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება" - კანმა ალონსო გააკრიტიკა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
ჯანლუიჯი ბუფონი და სხვები - დიდი სკოლა და რთული არჩევანი
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
იტალიელ მეკარეთა "მშრალი სერიების" ათეული - რეკორდსმენი ბუფონი
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
World Soccer-მა მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
გაჩემპიონებისთანავე "ბაიერნმა" კანი და სალიჰამიჯიჩი გადააყენა
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
დინო ძოფი: "იუვენტუსი" ამ სეზონში "რეალზე" უკეთესია