ქართველი დიდოსტატი სინგაპურში, აზიის ღია ჩემპიონატის მე-9 ტურში ვიეტნამელ სანგ კაოს დაუზავდა და 6,5 ქულით გაჩემპიონდა

სინგაპურში დამთავრდა მოჭადრაკეთა აზიის ღია ჩემპიონატი, რომელშიც 5 ქვეყნის 32 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - 7 დიდოსტატი.

გულშემატკივრებმა იციან, რომ ქართველი მოჭადრაკე, 2003 წლის ევროპის ჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთი სახელოვანი მოთამაშეების სამწვრთნელო ბანაკში იყო, როგორებიც არიან, გარი კასპაროვი, იუდით პოლგარი, თეიმურ რაჯაბოვი, ბოლო დროს სინგაპურელებს ავარჯიშებს.

აზმაიფარაშვილმა აზიის ჩემპიონატშიც ამ ქვეყნის სახელით იასპარეზა. მთელი შეჯიბრების განმავლობაში გათამაშების ცხრილის სათავეში იდგა. გუშინ მე-9 ტურის პარტიაში ვიეტნამელ სანგ კაოს დაუზავდა და 6,5 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა. მართალია, ამდენივე ქულა მოაგროვა ფილიპინელმა ოლივერ ბარბოსამ - სინგაპურელი ტიმოთი ჩანის ძლევით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილზე გავიდა. ინდონეზიელი სუსანტო მეგარანტო ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს