ბაქოში, 18-წლამდე მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირში გორელმა ნიკოლოზ სეხნიაშვილმა (75 კგ) ჩემპიონობა მოიპოვა

რამდენიმე დღის წინ ბაქოში 18 წლამდელთა შორის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ბეჟან ჭიჭინავას ხელმძღვანელობით ოთხმა ქართველმა მოკრივემ იბრძოლა. აქედან სამი მედალს ვერ შესწვდა, სამაგიეროდ, ჩემპიონობა იზეიმა 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა ნიკოლოზ სეხნიაშვილმა, რომელსაც ბაქოში თან პირადი მწვრთნელი ილია ტლაშაძეც ახლდა.

ტურნირზე ისეთ ძლიერ ქვეყნებს, როგორებიც მასპინძელი აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვები არიან, თითო წონაში ორ-ორი მონაწილეც ჰყავდათ. ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე სეხნიაშვილმა ორ რუს მოკრივეს სძლია – მეოთხედფინალში მეორე ნომერს, ფინალში კი - პირველს. ნახევარფინალში ნიკამ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე პაკისტანელსაც მოუგო. განსაკუთრებით დაძაბული ფინალური ორთაბრძოლა გამოდგა, სადაც ბოლო წამებამდე ქულის მოპოვება ვერავინ შეძლო და სეხნიაშვილმა ზედ საფინალო გონგის წინ მიაყენა მოწინააღმდეგეს გადამწყვეტი დარტყმა.

ბაქოში ქართველებმა, ცხადია, წლის ბოლო ტურნირზე მოსინჯეს ძალები. შეგახსენებთ, მომავალი წლის სექტემბერში უფროსთა მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქი უმასპინძლებს.

იანვრიდან საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დაახლოებით 40 მოკრივის შემადგენლობით ბაკურიანში გაერთიანებულ წვრთნას გაივლის, 1 თებერვლიდან კი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი რჩეულ სპორტსმენებს ბულგარულ შეკრებაზე წაიყვანს, რომელსაც ჩვენები ადგილობრივ ნაკრებთან ერთად გაივლიან. იქვე ფალიანის შეგირდები საერთაშორისო ტურნირზეც იასპარეზებენ. 2011 წელს ქართველ მოკრივეებს შინაარსიანი და დატვირთული გრაფიკი ელით და შესაბამისად, ამ თემაზე სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციებს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა