ულებრონო "კლივლენდი" მას ვერ გაუძალიანდა
"დალასი" აგრძელებს თავის იდეალურ გამოსვლას აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდების წინააღმდეგ. სტუმრად "კლივლენდთან" "მავერიქსმა" ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მიაღწია, მიმდინარე სეზონში კი აღმოსავლეთის გუნდებთან ათიდან ათი მოგება აქვს.

"კავალიერზმა" ლებრონ ჯეიმსისა და მესამე მეოთხედში თამაშიდან გასული კაირი ირვინგის გარეშე ვერაფერი დაუპირისპირა ტექსასელთა ზუსტ მოქმედებებს. სტუმრები პირველ ტაიმში მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და სხვაობა 20 ქულამდე აიყვანეს. მასპინძელთა დაცვა აშკარად მოიკოჭლებდა:

"დალასის" ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, ხოლო მთლიანად გუნდმა 56 პროცენტის სიზუსტით ისროლა, მათ შორის, 46 პროცენტით სამქულიანები. "კლივლენდის" სიზუსტე კი 40 პროცენტის ფარგლებში იყო. აღვნიშნავთ, რომ დიონ უეიტერსმა პირველ ტაიმში შვიდიდან შვიდი ტყორცნა ააცილა, თანაც სამმა სროლამ საერთოდ ვერ მიაღწია კალათამდე.

კლივლენდი-დალასი 90:109

25:28, 22:29, 24:32, 19:20

კ: ლავი (30+10 მოხსნა), მერიონი (13), დელავედოვა (10+7 პასი), ტომპსონი (8+11 მოხსნა).

დ: ელისი (20), ნოვიცკი (15), ჩენდლერი (14+8 მოხსნა), პარსონსი (14), ბარეა (14), რ. ჯეფერსონი (11).

პირველად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, "ტორონტომ" ზედიზედ სამი მატჩი წააგო. ამჯერად, "რეპტორზმა" ვერ გაუძლო "ფინიქსის" ფენომენალურ ტემპს. კანადელები ზედიზედ მეექვსე გასვლით შეხვედრას ატარებდნენ და დაღლილები ჩანდნენ. ამას დაემატა უზომო რაოდენობის შეცდომები. პირველ ნახევარში არიზონელებმა 23 ქულა დააგროვეს მეტოქის შეცდომების ხარჯზე. პირველი და მეორე მეოთხედების მიჯნაზე "ფინიქსმა" 27:7 გაქცევა მოაწყო და აღარ გასჭირვებია ბოლო 10 შეხვედრაში მერვე მოგება.

ფინიქსი-ტორონტო 125:109

27:19, 43:34, 28:23, 27:33

ფ: ბლედსოუ (20+8 პასი+3 ჩაჭრა), დრაგიჩი (18+6 მოხსნა), ტომასი (18+5 ჩაჭრა), გუდვინი (12), გრინი (11+6 მოხსნა), მარკუს მორისი (10).

ტ: ვალანჩუნასი (21+10 მოხსნა), ლაური (19+7 პასი), ჯონსონი (17+7 მოხსნა), უილიამსი (17), როსი (12+6 მოხსნა).

მაიამი-ბრუკლინი 88:84

30:21, 19:19, 15:19, 24:25

მ: ბოში (26), უეიდი (25+6 მოხსნა+7 პასი), უაიტსაიდი (11+10 მოხსნა+5 დაფარება).

ბ: ჯონსონი (19), ლოპესი (16+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), უილიამსი (13+6 მოხსნა+8 პასი), პლამლი (12).

ლეიკერსი-ინდიანა 88:87

15:28, 26:20, 22:21, 25:18

ლ: იანგი (22), ბრაიანტი (20+6 პასი+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბუზერი (12), დევისი (11+6 მოხსნა), ლინი (10).

ი: მაილზი (19), სლოუნი (16+7 მოხსნა+9 პასი), ჰიბერტი- (12+11 მოხსნა), უესტი (11+8 მოხსნა), ს. ჰილი (10), სტაკი (10).

დეტროიტი-საკრამენტო 114:95

24:22, 31:24, 29:32, 30:17

დ: ჯენინგსი (35+7 პასი), დრამონდი (15+14 მოხსნა), მონრო (14+11 მოხსნა), მიქსი (13).

ს: კაზინსი (18+15 მოხსნა), კოლისონი (17+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გეი (12), უილიამსი (12), მაკლემორი (11), მაკალუმი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]