ბეტიუნის ფესტივალის ქლთა შეჯიბრში ბელას გადამწყვეტ პარტიაში ყაიმიც ყოფნიდა, მაგრამ პოლონელ სოჩკოსთან დამარცხდა
ბეტიუნის (საფრანგეთი) საჭადრაკო ფესტივალის A ტურნირში ბოლო ტურის წინ 7 ქულით ფრანგი იულის მუსარი ლიდერობს.

მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან პოლონელი ბართოშ სოჩკო და გერმანელი რაი ტიშბერეკი. 6-6 ქულა მოაგროვეს საფრანგეთში მცხოვრებმა ტიგრან გარამიანმა და 2009 წლის საქართველოს ჩემპიონმა თორნიკე სანიკიძემ, რომელმაც ბოლო ხუთ ტურში 4,5 ქულა მოაგროვა. მან გუშინ ფრანგ გაბრიელ ბატაგლინს სძლია. ამავე ტურნირში მონაწილეობს მალხაზ სულაშვილი, რომელიც 5,5 ქულით მე-12 ადგილზეა. მე-8 ტურში ნიდერლანდელ ალი ბიტალზადეს დაუზავდა.

ფრანგული საჭადრაკო ფესტივალის პროგრამაში ცალკე შეჯიბრებად შედის ქალთა კვარტეტის ტურნირი ორ წრედ. სამი ტურის შემდეგ 2-2 ქულით ბელა ხოტენაშვილი და პოლონელი მონიკა სოჩკო ლიდერობდნენ. მომდევნო ორ ტურში ქართველმა დიდოსტატმა მონაგარს კიდევ ორი ქულა შესძინა - ზედიზედ დაამარცხა ფრანგი სოფი მიიე და გერმანელი ელიზაბეტ პეტცი. ამ უკანასკნელთან პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღო. მე-4 ტურში სოჩკო პეტცს დაუზავდა, გუშინ კი მიიეს სძლია.

ბოლო ტურის წინ ხოტენაშვილი 4 ქულით მეწინავეობდა. პირველობისთვის სოჩკოსთან ყაიმიც ჰყოფნიდა, მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში პოლონელმა იყოჩაღა და 4,5 ქულით მთავარი პრიზიც მას ერგო. ხოტენაშვილი მე-2 ადგილზე გავიდა. მესამე-მეოთხე ადგილები პეტცს (2,5) და მიიეს (1) ხვდათ.

kopala
როგორც გაირკვა საფრანგრთის ცივმა ამინდმა გავლენა იქონია ტურნირის შედეგებზე,ბელა ხოტენაშვილი მთელი ტურნირი მარალი ტემპერატურით ტამაშობდა,რამაც ბოლო პარტიაში თავის შედეგი გამოიღო,იგი დამარცხდა ძლიერ მეტოქესთან სოჩკოსთან და მას ნახევარი ქულით ჩამორჩა.ბარაქალა მის ქალობას ასეთი ბრძოლისთვის და ვულოვაბთ მეორე ადგილის მოპოვებას
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა