აუტსაიდერმა ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
გრძელდება "დეტროიტის" პროგრესი. მას შემდეგ, რაც ამ გუნდმა გაუშვა თავისი ლიდერი ჯოშ სმიტი, "პისტონზმა" უკვე ექვსი მატჩი მოიგო, მაგრამ "სან ანტონიომდე" "დეტროიტის" მსხვერპლნი ხდებოდნენ გუნდები უარყოფითი ბალანსით, მაგრამ ამჯერად, გუშინდელმა აუტსაიდერმა თვით NBA-ს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.

"სპურსის" შემადგენლობაში დაბრუნდა ტონი პარკერი, თუმცა ფრანგმა მხოლოდ 13 წუთი ითამაშა. პირველ მეოთხედში მასპინძლებმა 18 ქულით დაწინაურება შეძლეს. თითქოს, "დეტროიტი" განწირული ჩანდა, მაგრამ მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, "პისტონზმა" სხვაობის შემცირება დაიწყო. სტუმრები მაქსიმალური სარგებლობით ათამაშებდნენ თავიანთ კოზირებს, მონროსა და დრამონდის სახით.

ამ დუეტმა სამწამიანი ზონის სრული ოკუპაცია მოახდინა. პირველ მეოთხედში მონრომ და დრამონდმა გუნდური 20 ქულიდან 16 თავიანთ ანგარიშზე ჩაიწერეს, მთლიანად მატჩში კი 20-დან 15 ტყორცნა გამოიყენეს.

დიდი შესვენების შემდეგ გუნდებმა შედეგიანი თამაში გააჩაღეს, თუმცა ამას მოჰყვა რვაწუთიანი "მშრალი" პერიოდი, რომლის დროსაც მეტოქეები ქულებს მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან აგროვებდნენ. "პისტონზი" 10 ქულით გაიჭრა წინ. "დეტროიტმა" 24 ქულა სამწამიანი ზონიდან დააგროვა, "სპურსის" ანალოგიური მაჩვენებელი კი მხოლოდ ოთხი ქულა იყო. გარდა ამისა, მესამე მეოთხედში სტუმრებმა ცხრა ქულა კონტრშეტევებით აიღეს, "სან ანტონიოს" კი არც ერთი ასეთი იერიში არ ჰქონია.

ბოლო მეოთხედში "სპურსმა" სამქულიანების (შვიდიდან ხუთი ზუსტი შორეული ტყორცნა) წყალობით არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ლიდერობაც დაიბრუნა, მაგრამ შორი მანძილიდან სიზუსტის ფონზე, მასპინძლები საშინლად ისროდნენ საჯარიმოებს (12-დან 6 აცილება). ბოლოსკენ მხოლოდ ჯინობილიმ შეძლო ორიდან ორი თავისუფალი ტყორცნის რეალიზება, დანარჩენები კი მინიმუმ ერთ სროლას აცილებდნენ. დეტროიტელები - ოგასტინი და დრამონდი არ აძლევდნენ "სპურსს" წინ გაჭრის საშუალებას. სწორედ დრამონდმა ჩაჭრა დანკანის ცუდი პასი მილზის მისამართით, ბურთი ჯენინგსს მიაწოდა, რომელმაც შვიდ წამში მეტოქის ფართან მიირბინა და თითქმის სირენასთან ერთად ჩააგდო გადამწყვეტი ორქულიანი.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრამდე "სან ანტონიო" ზედიზედ 14 მატჩი არ მარცხდებოდა შინ აღმოსავლეთის გუნდებთან.

სან ანტონიო-დეტროიტი 104:105

37:20, 21:29, 19:33, 27:23

ს-ა: აირესი (16), დანკანი (15+7 მოხსნა), გრინი (13+6 მოხსნა), ბელინელი (12), ჯინობილი (11+8 პასი), სპლიტერი (10+7 მოხსნა), დიაო (10).

დ: დრამონდი (20+17 მოხსნა), ოგასტინი (19+5 პასი), მონრო (17+11 მოხსნა), ჯენინგსი (13+7 პასი), მიქსი (13), კოლდუელ-პოუპი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"გოლდენ სტეიტმა" შესაძლოა, ზაზა ფაჩულიას სერიოზული კონკურენტი დაიმატოს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
NBA: "კლიპერსი" ჯოშ სმიტს შეუთანხმდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
ბრენდონ ჯენინგსი "დეტროიტში" წავიდა
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
დიდი ამბები NBA-ში
NBA. პლეი ოფი: ნოვიცკი დაბერებულა
ზაზა ფაჩულია: ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში, პირადი გამოწვევა იყო!
რა ელის ზაზა ფაჩულიას ამერიკაში თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნის შემდეგ
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
"დეტროიტმა" ჯოშ სმიტი დაითხოვა
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს