8 იანვარს თბილისის ჭადრაკის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატები, რომლის პირველი ტურის პარტიები 10 იანვარს გაიმართება
8 იანვარს თბილისის ჭადრაკის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნება ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატები, რომლის პირველი ტურის პარტიები 10 იანვარს გაიმართება.

ქალებში სხვადასხვა კუთხის 10 წარმომადგენელი იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის. ესენი არიან: ბელა ხოტენაშვილი (რეიტინგი - 25043), ლელა ჯავახიშვილი (2486), სალომე მელია (2473), ნინო ხურციძე (2451), ნინო ბაციაშვილი (2442), მერი არაბიძე (2378), სოფიო გვეტაძე (2343), ალექსანდრა ვახანია (2109), ანა კუჭავა (2106), მერი ჟორჟოლიანი (2088).

უძლიერეს ქართველ ქალთაგან მსოფლიო რეიტინგით მე-4 ადგილზე მყოფი ნანა ძაგნიძე ვერ ითამაშებს, რადგან მალე მეორე შვილს ელოდება.

მედლების მფლობელები წრიული სისტემით, 9 ტურის შემდეგ გამოვლინდებიან (14 იანვარი დასვენების დღეა). გამარჯვებული ეროვნულ ნაკრებში დაიბევებს ადგილს, ხოლო პირველ-მესამეადგილოსნებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დააფინანსებს.

მანდილოსნებისგან განსხვავებით, ვაჟებში ჩემპიონის ვინაობას ოლიმპიური, ანუ ნოკაუტსისტემა დაასახელებს. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მიხეილ მჭედლიშვილი (2587), დავით ჯოჯუა (2585), ლევან ფანცულაია (2583), ლუკა პაიჭაძე (2561), კონსტანტინე შანავა (2528), დავით მაღალაშვილი (2516), თორნიკე სანიკიძე (2508), შოთა აზალაძე (2503), გიგა ყუფარაძე (2485), დავით ბენიძე (2473), გიორგი სიბაშვილი (2361), ივერი ჭიღლაძე (2337), ბაჩანა მორჩიაშვილი (2326), ნიკოლოზ ჩხაიძე (2226) და ზვიად ფაცია (2204).

ფინალამდე მოჭადრაკეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას გაითამაშებენ. შეხვედრა ფრედ (1:1) თუ დამთავრდება, მომდევნო ტურში გამსვლელთ ტაიბრეიკები დაასახელებს (ჯერ - 15-15, თუ საჭირო გახდა - 5-5-წუთიანი პარტიები). პირველი და მესამე ადგილებისთვის მეტოქეები ოთხ-ოთხჯერ შეხვდებიან ერთმანეთს (19 იანვარი დასვენების დღეა).

ჩემპიონატებზე დაწესებულია ფულადი პრიზები. ვაჟებში 4 საუკეთესო დაჯილდოვდება, შესაბამისად, 6500-5000-3500 და 2500 ლარით, ხოლო ქალებში პირველ-მეხუთე ადგილებზე გასულნი - 5.500-4500-3500-2500 და 1500 ლარით.

მამაკაცთა ჩემპიონატში არ ითამაშებს საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ლიდერი ბაადურ ჯობავა, რომელიც ვეიკ-აან-ზეეს (ჰოლანდია) მე-20 კატეგორიის (საშუალო რეიტინგი - 2746) წრიულ ტურნირშია მიწვეული. ქართველი დიდოსტატი იქ შეხვდება ისეთ სახელოვან მოჭადრაკეებს, როგორებიც არიან: მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2862), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2820), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2797), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), ვესლი სოუ (აშშ, 2762), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2757), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2744), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2734), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2732), ბაადურ ჯობავა (საქართველო, 2727), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2715), ქალთა მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2673), ლიუკ ვან ველი (ჰოლანდია, 2667), ივან შარიჩი (ხორვატია, 2666).

საგულისხმოა, რომ ხუთი მათგანი მსოფლიო კლასიფიკაციით პირველი ათეულის წევრია.

სათამაშო დღეებია: 10-13, 15-1, 20-21, 23-25 იანვარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
13:28 05-01-2015 დადებულ ინფორმაციაში სხვა რეიტინგებს დებთ და ამ წერილში სხვას,ცოტა დაფიქრებაც საჭიროა ,გადაწერის გარდა.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა