საქართველოს მთავრობამ ჭადრაკის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა დაამტკიცა
საქართველოში ჭადრაკი ყოველთვის იყო პრიორიტეტული სპორტის სახეობა და მის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

ახლაც ასეა. ნათელ მაგალითად ისიც გამოდგება, რომ შარშან, წლის მიწურულს საქართველოს მთავრობამ ჭადრაკის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზნები და ამოცანებია:

- საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;

- საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;

- საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა. მათ შორის: 2015 წლის ვაჟთა მსოფლიო გრან პრის გათამაშება, 2016 წლის მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი და მსოფლიო ქალთა გრან პრის გათამაშება. 2017 წლის ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, 2018 წლის ევროპის ქალთა და ვაჟთა ინდივიდუალური ჩემპიონატები;

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;

- ბათუმში 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

- ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;

- საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;

- რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

- "ჭადრაკი სკოლებში" პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა.

- ეს სახელმწიფო პროგრამა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო დოკუმენტია, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ. - მის განსახორციელებლად მთავრობა 38,5 მილიონ ლარს გამოგვიყოფს, საიდანაც 33.5 მილიონი ლარი 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას და ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებას მოხმარდება, დანარჩენს კი ჩვენთან ბრძენთა თამაშის განვითარებისა და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჩასატარებლად გამოვიყენებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროგრამის რეალიზაციით ქართველი მოჭადრაკეები საერთაშორისო სარბიელზე ახალ-ახალი გამარჯვებებით გაგვახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი არსებულ პრობლემებზე საუბრობს
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
ზურაბ აზმაიფარაშვილი: ჯობავას დონის დიდოსტატმა სტარტზე ამდენი პარტია არ უნდა წააგოს
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ