თბილისის ჭადრაკის სასახლეში 9 იანვარს მოჭადრაკე ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატები საზეიმოდ გაიხსნება
თბილისის ჭადრაკის სასახლეში 9 იანვარს მოჭადრაკე ქალთა 72-ე და ვაჟთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატები საზეიმოდ გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ ქალებში მედლებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის 10 წარმომადგენელი (ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე, ალექსანდრა ვახანია, ანა კუჭავა, მერი ჟორჟოლიანი) იბრძოლებს.

ერთ-ერთი ფავორიტია საქართველოს სამგზის ჩემპიონი (2001, 2007, 2014), 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 2010 წლის მესამეადგილოსანი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატების სამგზის ოქროსმედალოსანი, ევროპისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ლელა ჯავახიშვილი, რომელსაც ტიტულები და მედლები მრავლად აქვს მოხვეჭილი როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ისე 18-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე თანატოლთა შორის.

- 2014 წელი ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა, - გვითხრა ლელამ. - მესამედ მოვიგე საქართველოს ქალთა ჩემპიონატი, რეიტინგი 60 პუნქტით გავიუმჯობესე, ვაჟთა დიდოსტატის პირველი ბალი შევასრულე, ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოს პირველობის საგზური მოვიპოვე, ხოლო საქართველოს საკლუბო ჩემპიონატზე "კახეთის" შემადგენლობაში მესამე ადგილი დავიკავე. ასევე, წარმატებით ვითამაშე რუმინეთის, თურქეთისა და საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატებში.

- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე არაფერი გითქვამს...

- ტრომსო ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, არადა, ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ვემზადებოდი. ჯერ კიდევ ნორვეგიისკენ მგზავრობისას ალერგიით გავხდი ავად - საოცარი შეტევა მომცა, მსგავსი რამ არასდროს მქონია. ტრომსოში, ფაქტობრივად, ორი ღამე ჰოსპიტალში გავატარე.

წამლებით გაბრუებულმა ჩვეული ენერგიით ვერ ვითამაშე და, ცხადია, პირადი შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება, საერთოდ, ქალთა ნაკრებს, ურიგოდ არ გვითამაშია.

საშუალო რეიტინგით მე-4 ვიყავით და საბოლოოდაც მე-4 ადგილი დავიკავეთ. ფორტუნას რომ ზურგი არ ექცია ჩვენთვის, ალბათ, მედალსაც მოვიპოვებდით; სამაგიეროდ, საჭადრაკო დაფებს მიღმა მიაღწია საქართველომ წარმატებას - ბატონი ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი გახდა, ხოლო ბათუმმა 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო.

ამ გამარჯვებით დიდი საქმე გაკეთდა - ჩვენს ქვეყანაში ბრძენთა თამაშის განვითარებას ახალი სტიმული მიეცემა.

- ხვალ ქალთა ეროვნული ჩემპიონატი იწყება...

- დიახ. ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მხოლოდ ნანა ძაგნიძე ვერ ითამაშებს, რადგან მეორე შვილს ელოდება. მოსამზადებლად, ვგონებ, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ცხადია, ტიტულის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებ, თუმცა ეს იოლი არ იქნება.

ეროვნული ჩემპიონატის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებებიც მელის. კერძოდ, გიბრალტარის დიდი საერთაშორისო ტურნირი, მარტში მსოფლიოს პირადი ჩემპიონატი გაიმართება, რომლის საგზურიც, როგორც გითხარით, შარშან მოვიპოვე.

აპრილის მეორე ნახევარში ჩინეთი ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, ზაფხულში ევროპის პირადი, ხოლო ნოემბერში გუნდური ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც ხედავთ, წინ დაძაბული სეზონია. ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე