სათანადო დაფინანსება უკვე გამოყოფილია, კლინიკა კი იმის მიხედვით შეირჩევა, მკურნალი ექიმი სად იქნება იმ კონკრეტულ დღეს
გადაწყვეტილია, რომ ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (100) 23 იანვარს ხელის ოპერაციას გაიკეთებს.

სათანადო დაფინანსება უკვე გამოყოფილია, კლინიკა კი იმის მიხედვით შეირჩევა, მკურნალი ექიმი სად იქნება იმ კონკრეტულ დღეს.

შეგახსენებთ, რომ მას კარგა ხანია, მაჯის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მთელი სეზონი, ფაქტობრივად, ცალხელამ ჩაატარა. როგორც ექიმები ამბობენ, დასამუშავებელია ნავისებური ძვალი - ერთ-ერთი დამხმარე და არა მთავარი ძვლოვანი სხეული, რაც ხელს უშლის დატვირთვების მიღებაში.

ამ ტრავმასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ხმები დადის, ზოგი ვერსიით კი იმდენად რთულია, რომ სრულად განკურნებას არც უნდა ველოდოთ და ის მთელი ცხოვრება შეახსენებს თავს.

მართალია, არსებობს უფრო "რბილი" ვერსიებიც, თუმცა მდგომარეობა რომ საკმაოდ მძიმეა, ამაზე ყველა თანხმდება. ახლაც ოპერაციამდე წინასწარ ვერავინ ამბობს, განიკურნება თუ არა ხელი სრულად, მაგრამ მთავარია, ქირურგიული ჩარევა მოხდება და თან სპორტსმენი ბოლომდე, სრულად დაასვენებს ხელს.

ექიმები ამ ტრავმის გამიზეზებას იმასაც აბრალებენ, რომ წინა თვეებში ადაპტაციის, განკურნების პერიოდი ბოლომდე არ მიიყვანეს - ათლეტს პარალელურად უწევდა ორ ნაკრებში, ახალგაზრდულსა და ეროვნულში, გამოსვლა. მართალია, უფროსებში იმდენად ინტენსიურად არ ჭიდაობდა, მაგრამ ამას არასაშეჯიბრო და არასპორტულ ვითარებაში მიღებული ტრავმაც დაერთო, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.

ექიმთა თქმით, ახლანდელ ოპერაციას დაახლოებით თვენახევრიანი სარეაბილიტაციო პერიოდი დასჭირდება, რადგან ეს არაა განსაკუთრებით რთული პროცესი.

სავარაუდოდ, თუშიშვილი მოასწრებს გამოჯანმრთელებას 20-22 მარტს თბილისში გასამართავი "დიდი პრიზისთვის", თუ არა და, ევროპის ჩემპიონატისთვის ნამდვილად მზად იქნება, რომელსაც 9-12 აპრილს გლაზგო უმასპინძლებს. მისი გამოჯანმრთელება ფრიად საშურია, რადგან ის 100 კილოგრამში ჩვენგან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია.

ხელის ტრავმის მიუხედავად, მან მაინც წარმატებით ჩაატარა წლევანდელი სეზონი. მართალია, პირად პირველობაში ევროპის პირველობაზეც უმედლოდ დარჩა და მსოფლიოზეც, სამაგიეროდ, ბრწყინვალედ გამოვიდა გუნდურებში, სადაც მძიმეწონოსნებთან უწევდა ჭიდაობა.

ამის მიუხედავად, ევროპაზეც და მსოფლიოზეც მუსრი გაავლო ამ წონის ტიტულოვან მეტოქეებს და ლომის წილი დაიდო ევროპირველობის მოგებაში, ხოლო მსოფლიოზე ფინალში გასვლაში. იქაც მისი წაგება იაპონელთან მთლიანად მსაჯის შეცდომაა, თორემ ნაკრებს სეზონში ზედიზედ მეორე გუნდურ ტრიუმფში დაეხმარებოდა.

ჯანაშვილის მეორე ოპერაცია

ახალი წლის წინა დღეებში მეორე მუხლზეც გაიკეთა ოპერაცია ევროპის ჩემპიონმა ჭაბუკთა შორის მარიამ ჯანაშვილმა (52). შეგახსენებთ, რომ ქართველ ქალთაგან პირველი ევროტიტულის მფლობელმა შარშან ორივე მუხლზე დაიზიანა მყესები და ერთზე ოპერაცია შემოდგომაზე გაიკეთა. მას შემდეგ საჭირო იყო დაახლოებით ორთვიანი შუალედი, რათა მეორე ფეხზე ქირურგიულ ჩარევამდე ის ნაოპერაციები სახსარი იმდენად მომაგრებულიყო, მასზე დაყრდნობა შესაძლებელი ყოფილიყო და გაეძლო დატვირთვებისთვის.

პირველი ფეხის რეაბილიტაცია ნორმალურად, შეუფერხებლად მიმდინარეობს და ნელ-ნელა მეორის დატვირთვაც დაიწყო.

ბუნებრივია, აქ იგულისხმება სამკურნალო-სარეაბილიტაციო დატვირთვა და არა - წმინდა სპორტულ-სავარჯიშო, ანუ ტატამზე შესვლა... აქამდე მას დაახლოებით 4 თვე კიდევ დასჭირდება, დღესდღეობით კი დატვირთვა იმაში გამოიხატება, რომ დაიწყო მუხლის მოხრა-დამუშავება.

სამწუხაროდ, მას სეზონის პირველი ნახევარი, ანუ სალიცენზიო ტურნირების დიდი ნაწილი გაუცდება. არადა, ეს ტრავმა რომ არა, ნამდვილად შეეძლო, ებრძოლა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებისთვის. ვინძლო, გაისად ბრაზილიაში ესტერ სტამთან(70) ერთად ქართული ტანდემიც შეექმნა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე