რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოს" მეკარეს გუნდში სერიოზული კონკურენტის გამოჩენა არ აშფოთებს
რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოს" მეკარე ნუკრი რევიშვილმა sportsdaily.ru-ს ინტერვიუ მისცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სანკტ-პეტერბურგის კლუბში დაბრუნებულმა ქართველმა გოლკიპერმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

შეგახსენებთ, რომ კლუბში ზამთრის პაუზის წინ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები.

"ტოსნოს" ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს სეზონის პირველი ნაწილის მიწურულს გუნდში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. კლუბში "ამკარის" ყოფილი გოლკიპერი სერგეი ნარუბინი ჩაირიცხა, თუმცა ნუკრის ეს სულაც არ ეხამუშება", - წერს საიტი.

- როგორ გავატარე საახალწლო დღესასწაული? ბრწყინვალედ!

საერთოდაც, როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, განსაკუთრებით კი, შვებულების პერიოდში, მაშინვე სამშობლოში მივემგზავრები. სხვაგან სადმე წასვლაზე არც მიფიქრია, შინ ვიყავი და კარგადაც დავისვენე, ავივსე პოზიტიური ემოციებით.

- შვებულების გახანგრძლივება არ გიცდიათ?

- სიმართლე გითხრათ, ფეხბურთი უკვე მომენატრა. ჩემთვის ერთთვიანი დასვენებაც საკმარისია და მზად ვარ შრომისთვის.

- როგორ შეხვდით გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს - ახალი სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების მოსვლის შესახებ ცნობას?

- ერთია, რას წერს პრესა, მაგრამ შესაძლოა, საქმე სულ სხვაგვარად იყოს. დავსხდებით პირველი შეკრების წინ, დავილაპარაკებთ და მაშინ ნათლად გამოჩნდება, რა სურთ კლუბის ხელმძღვანელებსა და სამწვრთნელო შტაბს.

- "ლუჩ-ენერგიაში" ალექსანდრ გრიგორიანის მიერ გაწეულ სამუშაოს როგორ შეაფასებთ?

- "ლუჩის" წინააღმდეგ პირველ მატჩშიც, რომელიც 1:4 წავაგეთ და მეორეშიც, რომელიც 2:1 მოვიგეთ, მეტოქეზე ცუდად ვითამაშეთ. "ლუჩი" უკეთესად გამოიყურებოდა.

პრინციპში, გასაგებია, რა სურს გრიგორიანს და როგორია მისი სამწვრთნელო ფილოსოფია. იმედია, მისი ხელმძღვანელობით ჩვენც კარგად ვითამაშებთ.

- გუნდში სერიოზული კონკურენტი გამოგიჩნდათ. ამ ვითარებას როგორ ხვდებით?

- ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია და ის ხელისშემშლელი არასდროს არის.

- გრიგორიანმა პირდაპირ თქვა, სერგეი ნარუბინის "ტოსნოში" მოწვევა ლეგიონერებზე ლიმიტს უკავშირდებაო. თქვენ კი ლეგიონერი ხართ...

- ვნახოთ, როგორ წარიმართება სეზონი.

- ძირითადში ადგილის დაკარგვის არ გეშინიათ?

- რუსეთში უკვე ათი წელია ვთამაშობ და ამ ხნის განმავლობაში ლეგიონერებზე ლიმიტი მუდმივად მეხებოდა (ეღიმება). ამას უკვე მივეჩვიე.

ika
warmatebebi)) eg tosnoa da samwuxarod rusetis meore divizioni amitom...
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
ტაფარელის მაგალითზე დაწყებული ისტორია - ინტერვიუ ნუკრი რევიშვილთან
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ნუკრი რევიშვილი: საქართველოს ნაკრებში პირველი დაძახებისთანავე ჩამოვალ!
სავარაუდო ტრანსფერი: გორის "დილა" მიხაილ გორელიშვილსაც იმატებს
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ფედერაციამ სომხეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი "გადააგდო"
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან