"გუდისონ პარკი" აპლოდისმენტებისაგან კინაღამ დაინგრა. მხოლოდ რამდენიმე წამის მერე მივხვდი, რომ ეს ხალხი ტაშს მე მიკრავდა"
2000 წლის 16 დეკემბერი სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. იტალიელმა პაოლო დი კანიომ დაინახა, რომ მოწინააღმდეგის მეკარე დაშავებული იყო და ცარიელ კარში გოლი არ გაიტანა.

ისე, ხომ არ გაგახსენდათ კადრი ლეგენდარული ქართული ფილმიდან - "პირველი მერცხალი"? როცა იასონ კვირკველიამ (დოდო აბაშიძის გმირი) არ იკადრა დაუცველ კარში გატანა...

ხუმრობა იქით იყოს და, დი კანიოს რომ გაეტანა, "ვესტ ჰემი" აუცილებლად მოუგებდა პრინციპულ მეტოქე "ევერტონს". გატანას კი არაფერი უნდოდა - დი კანიო პრაქტიკულად ცარიელი კარის წინ იდგა, ის კი არა, იმ გოლს ბავშვიც კი შეაგდებდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს თამაშის დამატებული წუთი მიდიოდა...

მინდვრის ყველაზე "ცხელ" მონაკვეთში ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო: კარს მხოლოდ მცველი ფარავდა. "ევერტონის" მეკარე პოლ ჯერარდი მინდორზე იწვა და ტკივილისგან იკლაკნებოდა...

ის დი კანიოს ხელს ვერაფრით შეუშლიდა. პაოლომ ამ დროს ბურთი ხელში აიღო და არბიტრს საშუალება მისცა, მატჩი შეეწყვიტა. მინდორზე მედპერსონალი გამოჩნდა. ფიფამ იტალიელი ფეხბურთელი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა...

მოგვიანებით, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დი კანიომ გაიხსენა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი, რომელიც შემდეგ დაუწერელ კანონად იქცა ფეხბურთში:

"ასეთ რთულ სიტუაციებში მთავარია, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინონ სამედიცინო დახმარება. ხშირად ეს ფაქტორი გადამწყვეტიც კი ხდება. კვალიფიციურ ექიმს პირველ წუთებში შეუძლია მოთამაშისათვის მძიმე ტრავმის თავიდან აცილება.

კარში რომ დამერტყა, 60-80 წამი უაზროდ დაიკარგებოდა. შეიძლება, ეპიზოდი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მცველი დარტყმის ბლოკირებას მოახდენდა, ბურთი თამაშში დარჩებოდა და შეხვედრა გაგრძელდებოდა.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ როცა მინდორზე ვარ, ჩემთვის მოწინააღმდეგე - მტერია. მაგრამ იმ შემთხვევაში, ჯერარდი ვეღარ აღვიქვი მტრად.

მე გავიხსენე, რომ ის უბრალოდ ჩემი კოლეგა იყო და მას ძალიან უჭირდა. ის იმ წამს იყო ჩემი ძმა, ჩემსავით ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული და ჩემგან მხოლოდ წამიერი დახმარება სჭირდებოდა. მას შეეძლო, საერთოდ დაესრულებინა საფეხბურთო კარიერა. მოკლედ, რჩებოდა ერთადერთი ვარიანტი - თამაში აუცილებლად უნდა გაჩერებულიყო.

პუბლიკა ერთ წამს გაირინდა. წამებში ყველა მიხვდა, რაც მოხდა. "გუდისონ პარკი" აპლოდისმენტებისაგან კინაღამ დაინგრა. მხოლოდ რამდენიმე წამის მერე მივხვდი, რომ ეს ხალხი ტაშს მე მიკრავდა", - დაწერა დი კანიომ.

დი კანიოს მანამდე გაუგონარ საფეხბურთო რაინდობას რამდენიმე თანამედროვე გამოეხმაურა.

"ის ჩემთვის უბრალოდ ფეხბურთის რაინდია. ასეთები ალამაზებენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს", - თქვა არსენ ვენგერმა.

"ერთია ქულები და მეორე - ადამიანის სიცოცხლე. დი კანიომ ისეთი რამ ჩაიდინა, რომ ამაზე, შესაძლოა, მთელი რომანი აიგოს", - ეს სვენ გორან ერიქსონის სიტყვებია.

დი კანიო ახლა 46 წლისაა. ფეხბურთელობისას ითამაშა "ლაციოში", "ტერნანაში", "იუვენტუსში", "ნაპოლიში", "მილანში", "სელტიკში", "შეფილდ უენსდეიში", "ვესტ ჰემში", "ჩარლტონსა" და "ჩისკო რომაში".

სამწვრთნელო ასპარეზზე მისი ბიოგრაფია შედარებით მოკრძალებულია. წვრთნიდა მხოლოდ ორ კლუბს - "სუინდონსა" და "სანდერლენდს". დიდი წარმატებისთვის არც ერთ კლუბში არ მიუღწევია.

საყოველთაოდაა ცნობილი დი კანიოს უცნაური პოლიტიკური გემოვნების შესახებ. მან საკუთარ თავს ღიად უწოდა "ფაშისტი", ოღონდ, იქვე განმარტა, რომ "ის ფაშისტია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ არის რასისტი".

განსაკუთრებით "ლაციოში" ასპარეზობის დროს დი კანიოს არაერთხელ აღუნიშნავს გოლი ფაშისტური რიტუალით. ამიტომ ის კლუბის "ულტრასებს" განსაკუთრებით უყვართ.

დი კანიო არანაკლებ ცნობილი და პოპულარულია თავისი ტატუებით. მარჯვენა ბიცეფსზე მას ლათინურად აწერია "DUX", რაც ნიშნავს "ლიდერს" და თავის დროზე იტალიის დიქტატორის ბენიტო მუსოლინის საპატივცემულო აბრევიატურა გახლდათ იტალიაში.

პაოლოს ზურგზეც უამრავი ტატუ აქვს. აქ გამოირჩევა ბენიტო მუსოლინის რამდენიმე პორტრეტი. მხრებზე აქვს "ვესტ ჰემისა" და მამის გამოსახულებები.

ბოლო დროს დი კანიოს ცხოვრებაში მკვეთრად გაიზარდა იაპონური კულტურის როლი. ის სამურაების ყოფას ჩაუღრმავდა და რამდენჯერმე ეწვია იაპონიას, რათა უფრო ღრმად გარკვეულიყო მათი ყოფის რთულ თავისებურებებში.

დი კანიო გატაცებით სწავლობს ორ იაპონურ მიმდინარეობას - ჰაგარუკესა და ბუდიშოს, რომლებიც ასევე სამურაების ყოფასთანაა დაკავშირებული.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - დი კანიოს, ვინც მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, არასოდეს უთამაშია იტალიის ნაკრებში...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

laziale
პაულო დი კანიო!!! როდესაც პროფესიაზე მაგლა კაცობა დგას! ლაციოს ტიფოზი
ლაციალე
ჭეშმარიტად რაინდი!
მიშა
მადლობა ავტორს! კარგი მასალაა! დი კანიო უმაგრესი იყო. ლაციოს ფანი!
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
დი კანიო: სერია А-ს სპილოების სასაფლაოა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"ჭირვეულია და გამაღიზიანებელი" - დი კანიომ ოსიმენი გააკრიტიკა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
დი კანიო: იტალიაში გვშურს - პსჟ-ს და "ბაიერნის" მატჩი გოძილასა და კინგ კონგის ბრძოლას ჰგავდა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
კლაუდიო ლოტიტო, როგორც ბენიტო მუსოლინი - "ლაციოს" პრეზიდენტი მცირე კლუბებს თავს დაესხა
ჰიტლერისა და მუსოლინის საყვარელი კლუბები - "დუჩეს" ფავორიტი გუნდის მწვრთნელი ოსვენციმში მოკლეს...
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
დი კანიო: ოსიმენთან და "კვარასთან" ერთად ახლა "ნაპოლის" ყველაფრის გაკეთება შეუძლია
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"შევცდით, როცა კვარაცხელია კაკას შევადარეთ" - დი კანიო