2010 წელი იტალიური ფეხბურთისთვის მეტად რთული გამოდგა. მართალია, “ინტერმა” ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და...

2010 წელი იტალიური ფეხბურთისთვის მეტად რთული გამოდგა. მართალია, “ინტერმა” ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ბუნებრუივია, ეს მთლიანად კალჩოს გამარჯვებაც გახლდათ, მაგრამ თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავესესხებით, გასულ წელს უარყოფითი მეტი იყო. დღევანდელი ჩვენი სტატიაც სწორედ ამ თემას შეეხება - წარმოგიდგენთ იტალიური ფეხბურთისთვის გასული წლის 5 ყველაზე წარუმატებელ მოვლენას:

გაფიცვები სერია A-ში

იტალიური ფეხბურთი და სკანდალი ერთმანეთისგან განუყოფელი მცნებებია. ამ ქვეყანაში ხუმრობენ კიდეც, რომ მაშინ აღწევენ წარმატებას, როდესაც კალჩოში მორიგი სკანდალი იფეთქებს. ასე მოხდა 2006 წელსაც, როდესაც “სკუადრა აძურამ” კალჩოპოლის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა. მაშინ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში მართლაც ურთულესი ვითარება იყო და ეს ყველა იმ მოთამაშის ბედს ეხებოდა, რომლებსაც გერმანიის მინდვრებზე ქვეყნის ღირსება უნდა დაეცვათ. იმ სკანდალში თვით მარჩელო ლიპი იყო გარეული, რომლის ვაჟსაც ვირის აბანოში ჩასმით ემუქრებოდნენ. ბუნებრივია, ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე თამაში იოლი არ არის, მაგრამ აპენინელებმა ყველა დავალებას თავი იდეალურად გაართვეს.

გასაგებია, რომ ხშირად სკანდაკლი არ უშლის ხელს წარმატების მიღწევას, მაგრამ თავად ასეთი მოვლენები იტალიურ ფეხბურთს რბილად რომ ვთქვათ არ ამშვენებს. 2010 წელს არაერთხელ იყო სერია A-ს ტური ჩაშლის საფრთხის წინაშე, რაც ფედერკალჩოს ახალმა კანონპროექტმა განაპირობა. აპენინური ფეხბურთის მამები ახალი ინიციატივით გამოვიდნენ, რომლის მიხედვითაც კლუბებს შეეძლოთ მოთამაშის ტრანსფერის საკითხი მისი აზრის გაუთვალისწინებლად გადაეჭრათ. ამის წინააღმდეგ “იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაცია” გამოვიდა და სკანდალიც აგორდა. საბოლოო ჯამში, მხარეები კონსესუსამდე მივიდნენ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ არაერთი ტური იყო ჩაშლის პირას, იტალიურ ფეხბურთში არსებული პრობლემების ნათელი დადასტურებაა.

უეფას საკლუბო რეიტინგი

ამ თემას იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე დიდი ხანია აქტიურად აშუქებენ და ეს სრულიად ბუნებრივიც არის. რომ არა “ინტერის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება, სერია A უკვე მომდევნო სეზონიდან გადაულოცავდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხე საგზურს ბუნდესლიგას, თუმცა ეს ამბავი ერთი წლით გადაიდო. დიახ, გადაიდოო ვამბობთ, რადგან იტალიურმა გუნდებმა ვერც ამ სეზონის პირველ ნახევარში იბრწყინეს ევროარენაზე და უკვე ჩამორჩებიან კიდეც უეფას საკლუბო რეიტინგში გერმანელებს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპის ლიგაში სერია A-ს ბინადართაგან მხოლოდ “ნაპოლია” შემორჩენილი, უნდა ვაღიაროთ, რომ ბუნდესლიგა ძალიან ახლოს არის სანუკვარ მიზანთან. გერმანელებს ძალიან უნდათ რეიტინგში იტალიას გადაასწრონ და ამასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.

მას შემდეგ, რაც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე “იუვენტუსი”, “პალერმო” და “სამპდორია” ჩარჩნენ, ადრიანო გალიანიმ ვეღარ მოითმინა და ამ გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. “მილანის” ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სწორედ ევროპის ლიგაზე მოასპარეზეთა ბრალია იტალიური საკლუბო ფეხბურთი ასეთ მძიმე ვითარებაში რომ ჩავარდა. ამ საკითხს კიდევ არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არასაფეხბურთო წრეებიდან. მდგომარეობის გამოსწორება ძალიან რთული იქნება - აპენინელთა იმედები მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა დამყარებული, სადაც ჯერ კიდევ ასპარეზობენ “მილანი”, “ინტერი” და “რომა”.

მარიო ბალოტელი - ნაციზმი და რასიზმი

დიდი ხანია, შევეჩვიეთ იმას, რომ ეროვნულ ნაკრებებში ნატურალიზებული ფეხბურთელები ასპარეზობენ. უკვე წლებია საფრანგეთის უმთავრეს გუნდში მეტად რთული ამბავია სუფთა ფრანგის მოძებნა და ზოგადად, ევროპულ ქვეყნებში ეს ტენდენცია სახეზეა. ვის წარმოედგინა თუნდაც ოცი წლის წინ, რომ გერმანიის ნაკრებში ამდენი რჯულის ფეხბურთელი იასპარეზებდა... მეტიც, გერმანელებისთვის ეს სიამაყის საფუძველი გახდა, რაც ბუნდესგუნდის ამასწინდელმა პაექრობამ თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან ნათლად დაადასტურა. ქვეყნის პირველი პირი ანგელა მერკელი თამაშის შემდეგ გასახდელში ჩავიდა და პერსონალურად უთხრა მადლობა მესუთ იოზილს, რომელმაც ისტორიული სამშობლოს წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა.

და რა ხდება ამ დროს იტალიაში? - აპენინელები ვერაფრით შეეგუენ იმ აზრს, რომ “სკუადრავ აძურაში” მარიო ბალოტელი ასპარეზობს. მოკლედ გეტყვით, რომ მარიო ბარვუა წარმოშობით განელი გახლავთ, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ბალოტელების ოჯახმა იშვილა და საცხოვრებლად იტალიაში ჩაიყვანა. ამგვარად გახდა ბარვუა ბალოტელი და შესაბამისად, იტალიელი. თუმცა, ასე თავად თვლის და ჰკითხეთ აბა ტიფიზებს? მათ სულ სხვა მოსაზრება აქვთ, მათთვის მარიო განელია და სწორედ ისტორიული სამშობლოს ღირსება უნდა დაეცვა. იტალია-რუმინეთის თამაშს, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა, ასობით ტიფოზი დაესწრო, რომლებსაც დიდი ბანერი ჰქონდათ გამოფენილი” “იტალია იტალიელებისთვის”. ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის გამართვა “მანჩესტერ სიტის” ტურინში უწევდა “იუვენტუსის” წინააღმდეგ - მიუხედავად იმისა, რომ ბალოტელი სრულიად ჯანმრთელი გახლდათ, ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს მისი მანჩესტერში დატოვება სთხოვა, რადგან კარგად იცოდა, ტიფოზები ძალიან ცუდად დახვდებოდნენ. “იუვე”-“სიტის” პაექრობაში ბალოტელის საერთოდ არ უთამაშია, ტრიბუნებზე კი არაერთხელ გაისმა მარიოს სალანძღავი შეძახილები და სიმღერები.

ევრო 2016

ის, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთს ბევრი პრობლემა აქვს, ამაში სტადიონების და ზოგადად, ინფრასტრუქტურის მოძველებას დიდი როლი მიუძღვის. სერია A-ს პაექრობებზე იმდენი გულშემატკივარი არ დადის, რამდენიც მაგალითად გერმანიის ბულდესლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კუთხითაც უმნიშვნელოვანესი იყო იტალიას ევროპის 20!6 წლის ჩემპიონატისთვის ემასპინძლა.

გახსოვთ ალბათ, აპენინელებს ევრო 2012-ის მასპინძლობის სურვილიც ჰქონდათ, თუმცა მაშინ უეფამ არჩევანი უკრაინასა და პოლონეთის ტანდემზე შეაჩერა. გამომდინარე აქედან, ევრო 2016-ის მასპინძლის შერჩევისას ფავორიტად იტალია ითვლებოდა, თუმცა აპენინელებს ამჯერადაც მოეცარათ ხელი - არჩევანი საფრანგეთზე შეჩერდა. იტალიაში ეს მიშელ პლატინის არაობიექტურობას და სამშობლობის ლობირებას მიაწერეს, თუმცა ფაქტია, როდესაც ფავორიტის რანგში ორჯერ დარჩები ხელმოცარული, პრობლემები საკუთარ თავშიც უნდა ეძებო. როგორც ჩანს, ფედერკალჩომ კარგად ვერ იმუშავა და ვერ დაარწმუნა ევროპული საფეხბურთო საზოგადოება იმაში, რომ ევროფორუმს ყველაზე უკეთ სწორედ იტალია უმასპინძლებდა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ტარდება, 2016-ის ევროპირველობა საფრანგეთში, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში და უმჯობესია, აპენინებზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გეგმა B აამოქმედონ - თუ ასეთი საერთოდ არსებობს.

მუნდიალი

გასული წლის ყველაზე დიდი წარუმატებლობა იტალიელებმა სამხრეთაფრიკაში გამართულ მუნდიალზე იგემეს. შავ კონტინენტზე “სკუადრა აძურა” ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა. გავიხსენოთ თამაშიბი: პარაგვაისთან და ახალ ზელანდიასთან ფრეს გამორჩა, სლოვაკეთთან კი სულაც დამარცხდა. არადა, მესამე შეხვედრაც რომ ფრედ დაესრულებინა, სამი ქულით გადიოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში. სწორედ ასე გაძვრა “აძურა” 1982 წლის მუნდიალის ჯგუფიდან და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ 2010 წლის ფორმაციის “აძურა” უბრალოდ არ იყო ის გუნდი, რომელსაც წარმატებისთვის უნდა მიეღწია და ამაში მარჩელო ლიპის მიუძღვის ბრალი. იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ყველაფერი იცოდა; ჩათვალა, რომ მას ვერავინ ვერაფერს ასწავლიდა; ჩათვალა, რომ ყოველთვის და ყველაფერში გაუმართლებდა; ჩათვალა და მწარედაც შეცდა - მაესტრო დაეცა, 2006 წლის მუნდიალის ტრიუმფატორმა ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელი ჩაწერა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა