ჰოფეს ცუდი ახალი წელი: ლუის გუსტავო მიუნხენში წავიდა, ამით გამწარებული რანგნიკი კი პოსტიდან გადადგა

2011 წელი „ჰოფენჰაიმისთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო. ლუის გუსტავოს მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან გერმანიაში ამ ტრანსფერზე სამი კვირის განმავლობაში საუბრობდნენ. მონასტერი იმ ამბავმა არია, რომ ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველის წასვლამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ისე გააბრაზა, რომ მან თანამდებობა დატოვა. „პროფესორი რალფი“ ასე ძალიან არ გაბრაზდებოდა, რომ არა გუნდის მფლობელის, მილიარდერი დიტმარ ჰოპის ამასწინანდელი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ის ლუის გუსტავოს ფაქტობრივად უბრძოლველად თმობდა - ჰოპმა თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიუნხენურ გრანდს ლანგრით მიართვა. დეკემბრის მიწურულს გერმანულ პრესაში ერთი-ორჯერ კი გავრცელდა ინფორმაცია,

თუ „ჰოფე“ ლუის გუსტავოს გაუშვებს, რანგნიკი გადადგებაო, მაგრამ სერიოზულად ამის მაინც არავის სჯეროდა.

კვირას „ჰოფენჰაიმის“ ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც გაცხადდა, რომ რალფ რანგნიკს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარკო პეცაიუოლი შეცვლის - სპეციალისტი, რომელიც „პროფესორი რალფის“ ასისტენტი იყო. 52 წლის რანგნიკმა კი განცხადება პირველ იანვარს, საღამოს დაწერა. არადა, რალფმა „ჰოფენჰაიმთან“ ახალი კონტრაქტი მაისში გააფორმა და თავისი ბედი ამ კლუბს 2012 წლამდე დაუკავშირა. „კიკერი“ წერს, რანგნიკის გაბრაზების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ჰოპმა და „ჰოფენჰაიმის“ მენეჯერმა ერნსტ ტანერმა ლუის გუსტავოს თაობაზე „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები ისე გამართეს, რანგნიკისთვის არაფერი უცნობებიათო.

„ჰოფენჰაიმს“ ბოლო წლების ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად რომ მივიჩნევთ, ჰოპის მილიონებთან ერთად, პირველ რიგში, სწორედ რანგნიკის დამსახურებაა. რალფმა ეს გუნდი 2006 წელს ჩაიბარა. მაშინ „ჰოფენჰაიმი“ სამხრეთ რეგიონალლიგაში თამაშობდა. „სოფლელებმა“ უდიდესი პროგრესი სწორედ „პროფესორი რალფის“ ხელში განიცადეს - რანგნიკმა გუნდი ჯერ მეორე, მერე კი პირველ ბუნდესლიგაში გადაიყვანა და ეს სულ რაღაც ორ წელიწადში მოახერხა. ელიტაში კი, პირველივე სეზონში მის მიერ გაწვრთნილმა „ჰოფემ“ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მოიგო და გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და რალფი „ჰოფენჰაიმის“ დამრიგებელი აღარ არის.

რაც შეეხება პეცაიუოლის, სპეციალისტს, რომელიც რანგნიკს შეცვლის. ეს უკანასკნელი რალფის ასისტენტი ზაფხულში გახდა, მანამდე კი გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა. მის სამწვრთნელო კარიერაში უდიდეს მიღწევად 2009 წელს ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის მოგება მიიჩნევა.

კარგი ამბავი: ჰოფემ ალაბა ინათხოვრა

რანგნიკი მაშინვე გადადგა, როცა „ბაიერნმა“ ლუის გუსტავოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ბრაზილიელმა რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა. მიუნხენელებმა „სოფლელებს“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადეს და ლუის გუსტავოს ტრანსფერის დადასტურებასთან ერთად ისიც აღნიშნეს, რომ 18 წლის მარცხენა მცველ დავიდ ალაბას სეზონის ბოლომდე „ჰოფენჰაიმში“ ანათხოვრებენ.

„ჩვენ ის კი არ გავყიდეთ, გავანათხოვრეთ. თანაც, მხოლოდ სეზონის ბოლომდე. დავიდ ალაბა უდიდესი ტალანტია, მაგრამ „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში თამაში მისთვის ჯერ ძალიან ადრეა. არადა, სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება. „ჰოფენჰაიმში“ ათამაშებენ და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა „ბაიერნის“ თავკაცმა ლუის ვან გაალმა ყატარში გაფრენამდე, სადაც ბავარიულმა გრანდმა მეორე წრისთვის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო.

დავიდ ალაბას ბუნდესლიგაში ხუთი თამაში აქვს ჩატარებული და სხვათა შორის, „ბაიერნის“ ფორმა ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაშიც მოარგეს. ალაბა ბოლო დროს „ბაიერნის“ მოყვარულებში თამაშობდა.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა